დიენცეფალური სინდრომი

დიენცეფალური (ჰიპოთალამური) სინდრომი diencephalic syndrome

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

დიენცეფალური (ჰიპოთალამური) სინდრომი დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება შუამდებარე ტვინის ჰიპოთალამური მიდამოს დაზიანებისას. ვლინდება ვეგეტატიური, ენდოკრინული, ცვლითი და ტროფიკული დარღვევებით, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული უშაქრო დიაბეტის სიმპტომთკომპლექსით, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციით, კახექსიით, ადიპოზურ-გენიტალური დისტეროფიითა და ლაქტორეა-ამენორეით.

საჭიროა აღინიშნოს გაუმართლებელი ტენდენცია დიენცეფალური სინდრომის ჰიპერდიაგნოსტიკისა: სინამდვილეში ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნებათ დეპრესია ან ნევროზი გამოხატული ვეგეტატიური დარღვევებით. ამ უკანასკნელთა შორის სხვებზე უფრო ხშირად გვხვდება ე. წ. პანიკური შეტევები: უეცრად განვითარებული გულის ფრიალი, შემცივნება, ზოგჯერ სუნთქვის დარღვევები; პაროქსიზმებს თან ახავს სიკვდილის შიში და ჩვეულებრივ მთავრდება უხვი მოშარდვით, ზოგჯერ ფაღარათით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები