გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი amyotrophic lateral sclerosis

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი კიდურების პროგრესირებადი სპასტიკურ-ატროფიული პარეზები და ბულბური დარღვევები, რომლებიც განპირობებულია კორტიკულ-მუსკულარული გზის ორივე ნეირონის დაზიანებით.

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი პათოგენეზი. ზურგის ტვინის წინა რქების უჯრედების, მოგრძო ტვინის მამოძრავებელი ბირთვების, ასევე პირამიდული და კორტიკულ-ბულბური გზების მზარდი დეგენერაცია.

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება კუნთებიატროფიითა და ძვლების სისუსტით, კუნთების ფასციკულაციებით, მათ შორის ენის კუნთებისა.ატროფიები და პარეზები თანდათანობით ვრცელდება, ვლინდება ბულბური სინდრომის ნიშნები (დისფაგია, დიზართრია, დისფონია). დაავადების გაშლილ პერიოდში კიდურების მძიმე დამბლის გამო ავადმყოფი კარგავს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს; მეტყველება გაურკვეველია, ყლაპვა გაძნელებული; ავადმყოფთა უმრავლესობის დამახასიათებელი ნიშანია პერიფერიული და ცენტრალური დამბლის ნიშნების შერწყმა. როგორც წესი, კოორდინაციისა და მგრძნობელობის სფეროები, ასევე მენჯის ორგანოების ფუნქციები დარღვეული არ არის. დიაგნოზი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი – მკურნალობა სიმპტომატურია.

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი – პროგნოზიარაკეთილსაიმედოა. ავადმყოფები იღუპებიან დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ.

ნერვული სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი – კიდურების პროგრესირებადი სპასტიკურ-ატროფული პარეზები და ბულბური დარღვევები, რომლებიც განპირობებულია კორტიკულ – მუსკულარული გზის ორივე ნეირონის შერჩევითი დაზიანებით. პათოგენეზი. ზურგის ტვინის წინა რქების უჯრედების მზარდი დეგენერაცია, ასევე მოგრძო ტვინის მამოძრავებელი ბირთვების, ასევე პირამიდული და კორტიკულ – ბულბური გზებისა. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხშირად იწყება კუნთების ატროფიითა და ძვლების სისუსტით, ამავდროულად ვლინდება ფასციკულაციები კუნთთა სხვადასხვა ჯგუფებში, მათ შორის ენის კუნთების. ატროფიები და პარეზები თადათანობით ვრცელდება, ვლინდება ბულბური სინდრომის ნიშნები – (დისფაგია, დიზართრია, დისფონია). დაავადების გაშლილ პერიოდში ავადმყოფი კარგავს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს, კიდურების მძიმე დამბლის გამო. მეტყველება ხდება გაურკვეველი, ძნელდება ყლაპვა. დამახასიათებელი ნიშანია პერიფერიული და ცენტრალური დამბლის ნიშნების შერწყმა. კოორდინაციისა და მგრძნობელობის სფეროები, ასევე მენჯის ორგანოების ფუნქციები როგორც წესი, დარღვეული არ არის. დიაგნოზი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მკურნალობა სიმპტომატურია; პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ავადმყოფები იღუპებიან დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ.

3. გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი – (ნერვ. დაავ.) ეტიოლოგია უცნობია. ვლინდება 40 – 50 წლის ასაკში. ზიანდება წინა რქები (უხშირესად კისრის ნაწილის) და ზურგის ტვინის გვერდითი სვეტები, თავის ქალის IX, X, XII წყვილი ნერვების ბირთვები. ამ ადგილებში ვითარდება გლიოზური ქსოვილის ზრდა. სიმპტომები. ზედა კიდურების დუნე დამბლები, შერწყმული მაღალ მყესოვან რეფლექსებთან, ქვედა კიდურების სპაზმური პარეზები, გაურკვეველი საუბარი (დიზართრია), ყლაპვის დარღვევა. მიმდინარეობა დუნეა, პროგრესირებადი.

.