mkurnaloba_ucxoetsi

ecopharm

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

vaka

ლექსიკონები

Posts Tagged ‘შარდმდენი’

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ.

წითელი მოცვი – Vaccinium vitis-ideae L.,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

Брусника обыкновенная

1. ზოგადი აღწერა

წითელი მოცვი – Vaccinium visit-ideae L. მანანასებრთა Ericaceae (Vacciniaceae), ოჯახს მიეკუთვნება. 30–50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. მცირედ დატოტვილი მცენარეა. ტოტები სწორმდგომი ან მიწაზე გართხმულია. მხოხავი ფესვთა სისტემა აქვს, ნიადაგში 5–10 სანტიმეტრზე ჩადის, მაგრამ ვეგეტაციის პერიოდში 35–80 სანტიმეტრამდე ღრმავდება.

მოცვი

ფოთლები ელიფსური ან უკუკვერცხისებრია. მარადმწვანე, ტყავისებრი, მკვრივი, ხერხკბილა, გადაგრეხილი კიდეებით, სიგრძით 3, ხოლო სიგანით 2 სანტიმეტრი, ზემოდან მუქ–მწვანე, პრიალა, ქვემოდან უფრო ღია და მქრქალი.  ყვავილები ზარისებრია, თეთრი ამ ვარდისფერი ათინათით, მოკლეყუნწიანი, ორსქესიანი, შეკრებილია მოკლე, მცირეყვავილოვან მტევნებად. ნაყოფი წითელი, ოთხბუდიანი, 8 მმ. დიამეტრის, მრავალნაყოფიანი კენკრაა,  ყვავილობს და ნაყოფიანობს ერთდროულად ივნისიდან სექტემბრამდე. Read the rest of this entry »

Viewed 1581 times by 429 viewers

შარდმდენი მოქმედების მცენარეული ნაკრებები Read the rest of this entry »

Viewed 356 times by 186 viewers

ლალი დათეშიძე, ლევან შენგელია

საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება

Бузина черная-რუს
Elder – ინგ.
Schwarzer Holunder – გერმ.
Sureuanoir – ფრანგ.

დიდგულა, ანწლი და ბაღის დიდგულა

,,დიდგულა”, ,,ანწლი” და ,,ბაღის დიდგულა” – ეს სამი სახელი,  ქართულ ლიტერატურაში ხშირად არეულია, ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია მათი დაზუსტება. ქსე-ს მიხედვით, ანწლი (Sambucus), ყვავილოვან მცენარეთა გვარია, მიეკუთვნება ცხრატყავისებრთა ოჯახს.  ცნობილია 40 სახეობა. საქართველოში ხარობს ანწლის ორი სახეობა: – დიდგულა (Sambucus nigra) საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus) გარდა ამისა,  ქართულ ლიტერატურაში გვხვდება სახეობა  ,,დიდგულა ბაღის  Sambucus racemosa”  (წითელი ანწლი. მასზე სტატიის ამ ვერსიაში არ ვჩერდებით).  Read the rest of this entry »

Viewed 599 times by 287 viewers

baneri

konsultaciebi

vidali

88

aversis_klinika

tradiciuli_malamo

caraps_medline

სამკურნალო მცენარეთა ბაღები