Posts Tagged ‘შარდკენჭოვანი დაავადება’
გადასვლა საიტის – ,,დიეტები” – მთავარ გვერდზე
სამკურნალო დიეტები. დიეტა N14
ჩვენებები:
- შარდკენჭოვანი დაავადება (ფოსფატურია)
ზოგადი დახასიათება:
- ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი კვება, გამატუტიანებელი და კალციუმით მდიდარი პროდუქტების შეზღუდვით.
Viewed 2421 times by 899 viewers
გადასვლა სამკურნალო დიეტების საწყის გვერდზე
ჩვენებები:
- პოდაგრა;
- შარდკენჭოვანი დაავადება (ურატურია).
ზოგადი დახასიათება:
- გამოირიცხება მჟაუნმჟავას პურინების შემცველი პროდუქტები;
- ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, ნატრიუმის ქლორიდის ზომიერი შემცირება;
- გამატუტიანებელი პროდუქტებისა და სითხის რაოდენობის გაზრდა.
ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):
- ცილები – 70 – 80 გრამი;
- ცხიმები – 80 – 90 გრამი;
- ნახშირწყლები – 400 გრამი;
- ენერგოღირებულება – 2700 – 2800 კკალ. Read the rest of this entry »
Viewed 3568 times by 1045 viewers
წითელი მოცვი – Vaccinium vitis-ideae L.,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Брусника обыкновенная
1. ზოგადი აღწერა
წითელი მოცვი – Vaccinium visit-ideae L. მანანასებრთა Ericaceae (Vacciniaceae), ოჯახს მიეკუთვნება. 30–50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. მცირედ დატოტვილი მცენარეა. ტოტები სწორმდგომი ან მიწაზე გართხმულია. მხოხავი ფესვთა სისტემა აქვს, ნიადაგში 5–10 სანტიმეტრზე ჩადის, მაგრამ ვეგეტაციის პერიოდში 35–80 სანტიმეტრამდე ღრმავდება.

ფოთლები ელიფსური ან უკუკვერცხისებრია. მარადმწვანე, ტყავისებრი, მკვრივი, ხერხკბილა, გადაგრეხილი კიდეებით, სიგრძით 3, ხოლო სიგანით 2 სანტიმეტრი, ზემოდან მუქ–მწვანე, პრიალა, ქვემოდან უფრო ღია და მქრქალი. ყვავილები ზარისებრია, თეთრი ამ ვარდისფერი ათინათით, მოკლეყუნწიანი, ორსქესიანი, შეკრებილია მოკლე, მცირეყვავილოვან მტევნებად. ნაყოფი წითელი, ოთხბუდიანი, 8 მმ. დიამეტრის, მრავალნაყოფიანი კენკრაა, ყვავილობს და ნაყოფიანობს ერთდროულად ივნისიდან სექტემბრამდე. Read the rest of this entry »
Viewed 1579 times by 429 viewers
თირკმლებისა და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები Read the rest of this entry »
Viewed 384 times by 170 viewers



