Posts Tagged ‘სისხლჩაქცევა’
ლალი დათეშიძე
ღვიძლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების დაახლოებით 1-1,5%-ს შეადგენს. განსაკუთრებით ხშირად ვითარდება ჰეპატოცელულური კიბო (90%), იშვიათად – ქოლანგიოცელულარული (10%). ღვიძლში კიბო შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის ციროზის ფონზე ან მის გარეშე. კლინიკური სიმპტომები ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია. Read the rest of this entry »
Viewed 1019 times by 395 viewers
ლალი დათეშიძე
სისხლჩაქცევა ყურის ნიჟარის გარეთა ზედაპირის მიდამოში (მის ზედა მესამედში) ხრტილსა და ხრტილსაზრდელას შორის, ზოგჯერ კი კანსა და ხრტილს შორის. Read the rest of this entry »
Viewed 428 times by 179 viewers
ლალი დათეშიძე
ცხვირის ძგიდის ჰემატომა – ცხვირის ტრავმები ხშირად მიმდინარეობენ ცხვირის ძგიდის ლორწქვეშა გარსში სისხლჩაქცევითა და ჰემატომის წარმოქმნით. შემდეგში ჰემატომის ინფიცირების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს აბსცესი. Read the rest of this entry »
Viewed 507 times by 208 viewers
ლალი დათეშიძე
ქალასშიდა სამშობიარო ტრამვა (intracranial birth injury) – ბავშვის ტვინის დაზიანება მშობიარობის დროს, რომელსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვების დაზიანება და ქალაშიდა სისხლჩაქცევა.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ქალაშიდა სამშობიარო ტრავმის წარმოქმნას, შესაძლოა იყოს: ორსულობის პათოლოგია – ტოქსიკოზი, ეკლამფსია, დედის დაავადებები, ნაყოფის თავზე მეტისმეტი მექანიკური ზეწოლა სამშობიარო გზებში გასვლისას – ვიწრო მენჯი, ნაყოფის მდებარეობის ანომალიები, სამეანო ჩარევები. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება სისხლძარღვების აგებულების სპეციფიკურობა, კაპილარების დაბალი რეზისტენტობა, ახალშობილის სისხლში პროთრობინისა და ფიბრინოგენის დაბალი შემცველობა და სისხლის შემადედებელი სისტემის შესაძლო დეფექტები, სისხლძარღვთა ტონუსის ნერვული რეგულაციის არასრულყოფილება. ჟანგბადის უკმარისობა და აციდოზი ასევე ხელს უწყობენ სისხლჩაქცევების განვითარებასა და ტვინის ჰიპოქსიას. ლოკალიზაციის მიხედვით სისხლჩაქცევა შეიძლება იყოს: Read the rest of this entry »
Viewed 838 times by 297 viewers
ლალი დათეშიძე
ტვინის ინსულტი – ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლილობა.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. უმრავლეს შემთხვევებში ინსულტი წარმოადგენს ჰიპერტონული დაავადებისა და ათეროსკლეროზის გართულებას, იშვიათად განპირობებულია გულის სარქვლოვანი აპარატის დაავადებებით, მიოკარდის ინფარქტით, ტვინის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიებით, ჰემორაგიული სინდრომებითა და არტერიიტებით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ტვინის სიხლძარღვების მწვავე დაზიანება იყოფა 5 ჯგუფად: 1. ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევები; 2. ტვინის ინფარქტი; 3. ტვინის სისხლძარღვების ემბოლია; 4. სისხლჩაქცევა ტვინში; 5. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. გამოყოფენ ასევე ე. წ. მცირე ინსულტს, ან ინსულტს შექცევადი ნევროლოგიური დეფიციტით, რომლის დროსაც ყველა კეროვანი სიმპტომი ქრება 3 კვირაში. Read the rest of this entry »
Viewed 986 times by 382 viewers
ლალი დათეშიძე
საკვერცხის აპოპლექსია - სისხლჩაქცევა საკვერცხეში, რასაც თან ახლავს მისი გასკდომა და სისხლდენა მუცლის ღრუში. წარმოიქმნება ანთებითი პროცესების ფონზე სისხლძარღვების პათოლოგიური ცვლილებების შედეგად (ვარიკოზული გაფართოება, სკლეროზი). ხშირად ვითარდება ოვუალაციის მომენტში ან ყვითელი სხეულის ვასკულარიზაციის სტადიაში (ციკლის შუა და მეორე ფაზა). მაპროვოცირებელი ფაქტორებია ტრავმა, სიმძიმის აწევა, მძაფრი სქესობრივი აქტი. Read the rest of this entry »
Viewed 876 times by 389 viewers
ლალი დათეშიძე
ჰემოფილია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გადაეცემა რეცესიულად Х-ქრომოსომასთან შეჭიდული ტიპით; ხასიათდება სისხლდენებისადმი მიდრეკილებით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ჰემოფილია მამაკაცების დაავადებაა, რომლის გადამცემია ქალი. ქალები ჰემოფილიას გადასცემენ არა მხოლოდ საკუთარ შვილებს, არამედ შვილებით – შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს, ზოგჯერ კი უფრო გვიან შთამომავლებს. ავადდებიან ბიჭუნები (ჰემოფილია С გვხვდება გოგონებშიც). გამოყოფენ ჰემოფილიიის სამ ფორმას – А, В და С. А ჰემოფილიის დროს არა გვაქვს VIII ფაქტორი, ჰემოფილია В-ს დროს – IX ფაქტორი, ხოლო С ჰემოფილიის დროს – სისხლის შედედების XI ფაქტორი.
კლინიკური გამოვლინებები. ზოგჯერ ჰემოფილიის პირველი ნიშნები ვლინდება უკვე ახალშობილობის პერიოდში (კეფალოჰემატომა, ჩალურჯებები სხეულზე, კანქვეშა ჰემატომები). ჰემოფილია შესაძლებელია გამოვლინდეს ასევე ჩვილ ასაკში, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენები არ აღინიშნება. ეს იმით აიხსნება, რომ ქალის რძე შეიცავს აქტიური თრომბოკინაზას საკმარის რაოდენობას, რომელიც აკორეგირებს ჰემოფილიით დაავადებულის სისხლის დეფექტს. ჰემოფილიით დაავადებული ბავშვები გამოირჩევიან სისუსტით, კანის სიფერმკრთალით

და კანქვეშა ცხიმოვანი შრის სუსტი განვითარებით. სისხლდენა მის გამომწვევ მიზეზთან შედარებით ყოველთვის მეტია. კანქვეშა, კუნთებშიგა, კუნთებშუა სისხლჩაქცევასთან ერთად ხშირია სისხლჩაქცევები შინაგან ორგანოებში, ტემპერატურის მომატებით მიმდინარე ჰემართროზები. უფრო ხშირად ზიანდება მსხვილი სახსრები. ერთსა და იმავე სახსარში განმეორებითი სისხლჩაქცევები იწვევენ მის ანთებით ცვლილებებს, დეფორმაციასა და ანკილოზს.
დიაგნოზი ეყრდნობა გენეალოგიურ ანალიზს, სისხლის შედედების მკვეთრი შენელების გამოვლინებას; კონჩალოვსკის, რუმპელ-ლეედეს, კოხის სიმპტომები უარყოფითია. სისხლის შენადედის რეტრაქცია ნორმალური ან რამდენადმე შელებულია. დაქვეითებულია VIII და IX ფაქტორების დონე. ჰემოფილიის ფორმის დასადგენად მოწოდებულია თრომბოპლასტინის გენერაციის ტესტი. დიფერენციალური დიაგნოზის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას აპლასტური ანემია, ლეიკოზის ქრონიკული ფორმა, პოლიციტემია, მძიმე სეპტიკური დაავადებები და ჰემორაგიული დიათეზის სხვა ფორმები.
მკურნალობა. ტარდება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი დროული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა – სამედიცინო-გენეტიკური კონსულტირება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 854 times by 375 viewers



