mkurnaloba_ucxoetsi

ecopharm

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

vaka

ლექსიკონები

Posts Tagged ‘სიმსივნე’

ლალი დათეშიძე

პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (ნაწილი III)
დასაწყისი იხ. >>>

სიმსივნეები
წინამდებარე ჯირკვალში გვხვდება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები. კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, რომელიც გამოდის ჯირკვლის კრანიალური ნაწილიდან. ავთვისებიანი სიმსივნეებიდან უხშირესად გვხვდება წინამდებარე ჯირკვლის კიბო, იშვიათად სარკომა.

Read the rest of this entry »

Viewed 6822 times by 1768 viewers

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ

ბროკოლიამერიკელმა მეცნიერებმა გამოკვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო ამცირებენ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის ალბათობას. ასეთივე თვისებებით ხასიათდება პომიდორიც. ლინუს პოლინგის ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბროკოლი, ასევე თეთრთავიანი და ბრიუსელის კომბოსტო, შეიცავენ ძლიერ ანტისიმსივნურ ქიმიურ კომპონენტს – სულფოფარანს. ეს ნივთიერება ხელს უწყობს ორგანიზმში ფერმენტთა გამომუშავებას, რომლებიც ანეიტრალებენ ორგანიზმში კიბოს გამომწვევ ნაერთებს და ამცირებენ კუჭისა და პროსტატის კიბოთი დაავადების რისკს. Read the rest of this entry »

Viewed 2272 times by 712 viewers

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ

პაპაია კიბოს წინააღმდეგ

papaiaმეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პაპაიას ფოთლების ექსტრაქტი და მისი ჩაი უნიკალური საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, იგი ეფექტურია სიმსივნეების ფართო სპექტრის მიმართ. ფლორიდის უნივერსიტეტის სპეციალისტმა ნამ დენმა და მისმა იაპონელმა კოლეგებმა ჟურნალ Ethnopharmacology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დოკუმენტურად დაადასტურეს პაპაიას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. სახელდობრ, ამ მცენარის ფოთლები ეფექტური საშუალებაა საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ფილტვებისა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.
პაპაიას გამხმარი ფოთლებისაგან მიღებული ექსტრაქტის გამოკვლევით დადგინდა, რომ ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო დიდი დოზით ღებულობს კობოს უჯრედები ამ მცენარის ჩაის. Read the rest of this entry »

Viewed 1399 times by 519 viewers

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ.

ნიორიმკვლევარებმა შეიმუშავეს შარდის ტესტი, რომელიც ერთდროულად ავლენს კარცინოგენული პროცესის პოტენციური განვითარების ხარისხსა და ნივრის მოხმარების მარკერს.
პატარა პილოტური კვლევის შედეგების მიხედვით, რაც მეტ ნიორს მოიხმარს ორგანიზმი, მით უფრო ნაკლებია კარცინოგენული პროცესის განვითარების რისკი.
კვლევა ეხებოდა სხეულში მიმდინარე პროცესებს, რომელიც ასოცირდებოდა აზოტის შემცველ ნაერთებთან. ეს პროცესები მოიცავს ნიტროზაციას, ანუ საკვებსა და დაბინძურებულ წყალში არსებული ზოგიერთი ნივთიერების კარცენოგენულ ნივთიერებად გარდაქმნას. Read the rest of this entry »

Viewed 1125 times by 454 viewers

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ.

რა ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს

kiboკოლორადოს (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა 34 000 ქალზე ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ხილის, ბოსტნეულისა და სოიოს დიეტა 30%-ით აქვეითებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს, – წერს compulenta.ru.
მეცნიერებმა გააანალიზეს 63 257 მამაკაცისა და ქალის მონაცემები, მათი კვების, წონის, განათლების, თამბაქოს მოწევის, ფიზიკურ აქტივობისა და ჰორმონული პრეპარატების მიღების შესახებ. ანალიზის შედეგების მიხედვით გამოყვეს კვების 2 ტიპი: ხორცით, სახამებლითა და ცხიმებით მდიდარი დიეტა, და ბოსტნეულით, ხილითა და სოიოს პროდუქტებით შემდგარი დიეტა. Read the rest of this entry »

Viewed 1370 times by 543 viewers

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”, N22, თებერვალი, 2010 წ.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის როლი ძვლოვანი ჩონჩხის მეტასტაზური დაზიანების დიაგნოსტიკაში

ნინო მაღრაძე, ნანა გუგულაშვილი.
ხელმძღვანელი: სოფო კახაძე (თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის სამედიცინო კვლევითი ცენტრი).
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
მედიცინის ფაკულტეტი, სამკურნალო საქმე

ფილტვებისა და ღვიძლის შემდეგ ძვლოვანი ქსოვილი ხშირი ადგილია მეტასტაზური დაავადების განვითარებისთვის. დაზიანება გვხვდება კლებადი სიხშირით პირველადი კერიდან ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის, თირკმლის და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების დროს. Read the rest of this entry »

Viewed 1967 times by 586 viewers

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N22, თებერვალი, 2010 წ.

ვარდისფერი კათარანთუსი, ვარდისფერი გველის სურო -
Catharanthus roseus G. Don. (Syn. Vinca Rosea L.)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

შხამიანია!
1. ზოგადი აღწერა

ვარდისფერი კათარანთუსი, ვარდისფერი გველის სურო – Catharanthus roseus G. Don. (Syn. Vinca Rosea L.) მიეკუთვნება ქენდირისებრთა – Apocynaceae ოჯახს.

Catharanthus_roseus

85 სმ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ნახევრადბუჩქია. გვხვდება სწორმდომი ან მიწაზე გართხმული ფორმით.  მოგრძო ოვალური ფორმის, მოკლეყუნწიანი ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, სიგრძით 12 სმ-მდეა, მუქი-მწვანე, პრიალა, დაძარღვული ქვედა მხრიდან მცირედ შებუსვილი. მსხვილი ყვავილები აქვს, ტოტის წვერში 2–4 ცალად შეკრებილი. გვხვდება თეთრი,  მოიისფრო, ვარდისფერი.  თესლები მუქი შავია. Read the rest of this entry »

Viewed 1056 times by 454 viewers

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N6, თებერვალი, 2010 წ.

კიბოთი დაავადების 40% შემთხვევების შემცირება შესაძლებელია

kiboკიბოს წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ყოველწლიურად კიბოთი დაავადების 12 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი ადამიანები თავს დაიცავენ ინფექციებისაგან და შეძლებენ ცხოვრების წესის შეცვლას.
მეცნიერებმა დაასახელეს 9 ინფექცია, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარება.
მათ შორისაა: ადამიანის პაპილომავირუსი, B ჰეპატიტი, С ჰეპატიტი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და ეპშტეინ-ბარის ვირუსი (ადამიანის ჰერპესის მე-4 ტიპის ვირუსი) Read the rest of this entry »

Viewed 1231 times by 471 viewers

xelaia

წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის ლოკალურად გავრცობილი კიბოს ოპერაციული მკურნალობა (მოყვანილი მასალები გამოქვეყნდა ევროპის უროლოგთა ასოციაციის 24-ე კონგრესზე, სტოგჰოლმი, შვედეთი) Read the rest of this entry »

Viewed 1961 times by 531 viewers

xelaia

როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს (ლოკალური, ლოკალურად გავრცობილი და გავრცობილი ფორმები) –ჰორმონალური მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადება ძალზედ ხშირია და უკავია პირველი ადგილი თავისი სიხშირით. მამაკაცთა 16% ემუქრება ეს დაავადება. პროცენტულად მისი სიხშირე მკვეთრად მატულობს ასაკთან ერთად. 80 წლის ზემოთ მამაკაცთა 80% ჰისტოლოგიურად აღენიშნება ეს დაავადება. Read the rest of this entry »

Viewed 3813 times by 956 viewers

Reviewable on-line scientific magazine “Caucasus Medical Herald” ISSN E1987-80, N21, January 2010

Кран-Монтана 06.10.2009 | 07:00
Лев Комлев

NashaGazeta.ch

Enfin un traitement définitif contre le cancer?

Rencontre avec le médecin de Cran-Montana Shalva Mardi, qui se rendra à Tel Aviv pour le congrès international d’immunopathologie et d’allergies respiratoires. Il y parlera d’une nouvelle préparation contre le cancer.

17-20 октября 2009 года в Тель-Авиве состоится Пятый Всемирный Конгресс Иммунологов. Среди швейцарских участников Конгресса – наши соотечественники, супруги Шалва и Роз-Мари Марди. Read the rest of this entry »

Viewed 740 times by 311 viewers

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, N4, დეკემბერი, 2009 წ.

კიბოს პროფილაქტიკის ერთ–ერთი საშუალება ფისტაშკის (ფისტას) საკვებში გამოყენებაა
კიბოს შემსწავლელი ამერიკული ცენტრის American Association for Cancer Research Frontiers განაცხადეს, რომ ფისტის (ფისტაშკის) გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ფილტვების კიბოს განვიტარების რისკს. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 36 მოხალისე, რომლებმაც ჩააბარეს ანალიზები ფისტის სპეციალური დიეტის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ.

От рака защитят фисташки

ფისტაЕще одним средством профилактики развития раковых заболеваний является употребление в пищу фисташек.
Специалисты из американского центра изучения раковых заболеваний (American Association for Cancer Research Frontiers) сообщили о том, что употребление в пищу фисташек может значительно сократить риск развития рака легких и других злокачественных опухолей. В эксперименте приняли участие 36 здоровых добровольцев, который сдали все необходимые анализы до, после и во время пребывания на специальной фисташковой диете.
«Фисташки являются превосходным источником гамма-токоферола, антиоксиданта, защищающего клетки от разрушения — рассказала одна из авторов исследования, доктор Ладия Эрнандез (Ladia M. Hernandez), во время своего выступления на конференции Cancer Prevention Research Conference. — Полученные нами данные говорят о том, что употребление всего лишь 50 грамм фисташек в день значительно снижает риск развития злокачественных опухолей в легких и не сказывается на увеличении массы тела».
Напомним, что совсем недавно ученые из этого исследовательского центра выступили с заявлением, что действенным способом профилактики раковых заболеваний простаты являются вещества, содержащиеся в кофе. По их мнению, этот напиток повышает уровень инсулина в крови и положительным образом сказывается на чувствительности клеток к этому гормону.

Viewed 511 times by 222 viewers

იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.
ანტიბლასტომური (სიმსივნის საწინააღმდეგო) და ანტიბაქტერიული პრეპარატი.
კამელინიკამელინი სამამულო წარმოების ორიგინალური, განსაკუთრებული სახეობის თაფლისგან დამზადებული სამკურნალო – პროფილაკტიკური საშუალება.
შეიცავს ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიურ ნივთიერებებს: ცილებს, პეპტიდებს, ამინომჟავებს, ალდეჰიდებს, ფურფუროლს, ჭიანჭველმჟავას, მიკროელემენტებს.
იმუნომოდულატორული აქტივობის მასტიმულირებელი საშუალება. აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს.
პრეპარატი კამელინი შექმნილია საქართველოში მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში, ცნობილი ქირურგის ბენედიქტე მაღლაკელიძის მიერ. ის წარმოადგენს განსაკუთრებული სახეობის თაფლისგან მიღებულ ბიოპრეპარატს.
პრეპარატმა გაიარა ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების ხანგრძლივი გზა. პრეპარატის ახალი ექსპერიმენტული შესწავლა განხორციელდა კანადაში, კვებეკის ჩიკოტიმის უნივერსიტეტში, უჯრედისა და მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის ბაზაზე, ასევე თბილისის რამდენიმე წამყვან კლინიკაში, ამჯერად ანთებისსაწინააღმდეგო და აღდგენითი თვისებების შესასწავლად.
ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა პრეპარატის მაღალი ეფექტურობა.
2006 წლის დასაწყისში საქ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, წამლის დეპარტამენტის მიერ მოხდა პრეპარატის რეგისტრირება.სარეგისტრაციო მოწმობათა ნომრები:
წს N ჰ -001045, წსN ჰ – 001046 წს N ჰ – 001047.
კამელინი – ორიგინალური ბიოპრეპარატი.
100%-ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
გააჩნია მძლავრი იმუნომოდულატორული მოქმედება.
კამელინი სამკურნალო – პროფილაქტიკური საშუალება.
მისი ხმარება შეიძლება მრავალი დანიშნულებით.
პრეპარატი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი იმუნური სისტემის მდგომარეობას, შეამცირებს ანთებითი და სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს იმუნური სისტემის გააქტივების გზით.
კამელინს ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმებზე და სიმსივნურ უჯრედებზე პირდაპირი დამაზიანებელი მოქმედების უნარიც აქვს.
კამელინი ქსოვილების აღდგენის ეფექტური სტიმულატორია. მისი ზეგავლენით აქტიურად გამომუშავდება რეპარაციული კოლაგენი – ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ჭრილობის, ეროზიის, ტროფიკული წყლულის, ნაწოლის, დამწვრობის შეხორცებას.
კამელინი ხელს უწყობს ართროზით დაავადებული სახსრის, დაზიანებული ნერვული ქსოვილის აღდგენას.
კამელინის გამოყენების ჩვენებებია:
ბაქტერიული ინფექციები
ვირუსული ინფექციები
სოკოვანი ინფექციები
პოლინეიროპათიები
სახსრების დეგენერაციულ – დისტროფიული დაავადებები (ართროზები)
სიმსივნური დაავადებები
ოპერაციის შემდგომი პერიოდი
ტრავმები
იმუნოდეფიციტი
ანთებითი და სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკა.

პრეპარატი არ არის ტოქსიური, არ იწვევს ალერგიას, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, გამოირჩევა ორგანიზმში შეყვანის გზების მრავალფეროვნებით.
გამოდის სამი ფორმით: ამპულები, კაფსულები, მალამო.
პრეპარატი იხმარება როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
კამელინის შეთავსება შეიძლება ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ.
მიზანშეწონილია კამელინის გამოყენება ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან, სხივურ თერაპიასთან ერთად, ოპერაციამდელ და ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.
მკურნალობის მეთოდის და დოზირების შერჩევა ხდება ექიმის მიერ, დაავადების სახეობისა და მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით.

აღებულია საიტიდან: http://www.camelyn.ge/home.php

Viewed 1156 times by 487 viewers

ბიულტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, N3, ნოემბერი, 2009 წ.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, 11-17 წლის 250 000 ინგლისელი ბავშვი იმყოფება კანის ავთვისებიანი სიმსივნის – მელანომის განვითარების მომატებული საფრთხის ქვეშ სოლარიუმის გამოყენების გამო. ექიმების აზრით, მოსახლეობის მოზარდი თაობის დასაცავად აუცილებელია ქვეყანაში არასრულწლოვანთა მიერ სოლარიუმის გამოყენების წინააღმდეგ შესაბამისი კანონმდებლობის სასწრაფოდ მიღება, რაც განხორციელდა შოტლანდიაში და განსახორციელებლად იგეგმება უელსში.
შეშფოთების საფუძვლად ექსპერტები მიიჩნევენ უკანასკნელი ორი კვლევის შედეგებს, რომელიც მოიცავდა 9 000-ზე მეტ ბრიტანელ მოსწავლეს. პირველი ნაციონალურ კვლევაში მონაწილეობდა 3 000-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი და დადგინდა, რომ სოლარიუმებით სარგებლობა მოიცავდა 11-17 წლის ასაკის მოსწავლეთა 6%-ს. მათ შორის მეოთხედზე მეტი (26,5) აცხადებდა, რომ სოლარიუმით სარგებლობდნენ სულ მცირე თვეში ერთხელ. საშუალო ასაკი, რომლიდანაც იწყება ხელოვნური გარუჯვით გატაცება, არის 14 წელი. მეცნიერებმა მსგავსი შედეგების მიიღეს მეორე კვლევიდანაც. როგორც ირკვევა, 15-17 წლის ასაკის გოგონების 40% სოლარიუმით სარგებლობს სულ მცირე კვირაში ერთხელ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბავშვების გაფრთხილება ულტრაიისფერი სხივების რისკებთან დაკავშირებით ხდება მხოლოდ შემთხვევათა 11,4%-ში.
ონკოლოგთა მონაცემებით, სოლარიუმების ფართო გამოყენება მომატებული საფრთხის ქვეშ აყენებს, განსაკუთრებით, არასრულწლოვანებს.

http://ami-tass.ru
მასალა აღებულია საიტიდან WWW. MEDPORTAL.GE

Viewed 1010 times by 365 viewers

baneri

konsultaciebi

vidali

88

aversis_klinika

tradiciuli_malamo

caraps_medline

სამკურნალო მცენარეთა ბაღები