Posts Tagged ‘ნეკროზი’
გადასვლა საიტის – ,,თურმანიძე” – მთავარ გვერდზე
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს. Read the rest of this entry »
Viewed 5994 times by 1715 viewers
ჯანა საყვარელიძე , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი:
მე ერთი იმ მრავალთაგანი გახლავართ, ვინც უდიდესი პატივისცემითადა მადლიერებით იგონებს თურმანიძეების დიდებულ ოჯახს. მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო ჩემი შვილი საშინელ ავტოავარიაში მოჰყვა. თვენახევარი იწვა რეანიმაციაში. წელის მიდამოში ნაწოლი, 25 სმ-იანი დანეკროზებული უბანი გაუჩნდა. ქირურგები ნელ-ნელა აცილებდნენ მკვდარ ქსოვილებს და ბოლოს ფასციამდე მივიდნენ. Read the rest of this entry »
Viewed 3018 times by 923 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ალკენის სინდრომი – პროსტატოპათია, პროსტატის ნეკროზი, პროსტატორეა. უროგენიტალური სისტემის ნეიროვეგეტატიური რეგულაციის დარღვევა მამაკაცებში, შარდიდან დაცლის ფუნქციური დარღვევები. ნიშნები: პოლაკიურია სიცივეზე და ნერვიულობის დროს, დიზურია, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა (სუსტი ერექცია, თესლის ნაადრევი დაღვრა), დიზესთეზია შორისის მიდამოში – სიცივის შეგრძნება, ჰიპო – ან ჰიპერესთეზია, ქავილი, პროსტატორეა, თესლის სპონტანური დაქცევა დეფეკაციის ან შარდვის დროს. რექტალური გასინჯვით შეიმჩნევა წინამდებარე ჯირკვლის ზომიერი გადიდება და მტკივნეულობა. იხ. სინონიმები: პოზნერის სიმპტომი, ბლუმენზატის სინდრომი. [“3”]
ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები 4. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
Viewed 1076 times by 362 viewers
ლალი დათეშიძე
ადიპონეკროზი კანქვეშა ახალშობილთა – (adiponecrosis subcutanea neonatorum; სინ.: ახალშობილთა კანის ინდურაცია განკურნებადი, ახალშობილთა ლიპოიდური ნეკროზი, ახალშობილთა ოლეოგრანულომა, ახალშობილთა ფსევდოქსანთომატოზი, ახალშობილთა კვანძოვანი სკლერემა) ახალშობილთა დაავადება, რომელიც ხასიათდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის კვანძისებრი გამკვრივებების წარმოქმნით; კვანძები შემდგომში გაიწოვებიან კანის დაწყლულების გარეშე. Read the rest of this entry »
Viewed 564 times by 274 viewers
მყესების პანარიციუმი (thecal whitlow) – შედეგია კანქევშა პანარიციუმის არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობისა. გამოხატულია ტკივილის სინდრომი, თითი მკვეთრად შეშუპებული და მტკივნეულია, მოხრილია ხელისგულისაკენ, თითის გაშლა იწვევს ძლიერ ტკივილის; ტემპერატურა მაღალია. Read the rest of this entry »
Viewed 368 times by 113 viewers
ლალი დათეშიძე
მისი გამოწვევისათვის აუცილებელი არ არის ძალიან დაბალი ტემპერატურა, საკმარისია სითბოს დიდი ხარისხით დაკარგვა დროის ერთეულში. დიდი მნიშვნელობა აქვს ქარსა და სინოტივეს. გადაცივებულ ქსოვილებში ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა და ჟანგბადზე მოთხოვნილება. ნივთიერებათა მინიმალური ცვლა თავდაპირველად საკმარისია უჯრედთა სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. დაზიანებული ქსოვილების პასიური გათბობის შედეგად სწრაფად ხდება ნივთიერებათა ცვლის გაძლიერება და ჟანგბადის მოხმარების გაზრდა, თუმცა სპაზმირებულ არტერიებს არ შეუძლიათ უზრუნველყონ ასეთი მოთხოვნილება. ამის შედეგად ვითარდება ჰიპოქსია ქსოვილთა ნეკროზით. Read the rest of this entry »
Viewed 498 times by 192 viewers
ლალი დათეშიძე
გულის დაავადება, განპირობებული მისი სისხლმომარაგების მწვავე უკმარისობითა და გულის კუნთში ნეკროზული კერის წარმოქმნით; წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების უმნიშვნელოვანეს კლინიკურ ფორმას.
პათოგენეზის მთავარი ფაქტორები:
- კორონაროთრომბოზი (არტერიის სანათურის მწვავე დაცობა), რაც იწვევს მსხვილკეროვან, ხშირად ტრანსმურალურ ნეკროზს;
- კორონაროსტენოზი (არტერიის სანათურის მწვავე დაცობა გაბერილი ათეროსკლეროზული ბალთით, კედლისმიერი თრომბით), რაც იწვევს მიოკარდის მსხვილკეროვანი ინფარქტის განვითარებას;
- მასტენოზირებელი გავრცელებული კორონაროსკლეროზი (2 – 3 კორონარული არტერიის სანათურის მკვეთრი შევიწროება) მნიშვნელოვნად გამოხატული მიოკარდიოსკლეროზის ფონზე, რაც იწვევს ე. წ. წვრილკეროვან, ხშირად სუბენდოკარდულ ინფარქტს.
ეს უკანასკნელი კატეგორია სრულებით არ წარმოადგენს ,,მცირეს” თავისი

კლინიკური მნიშვნელობით, გართულებების სიხშირითა და შედეგებით, განსაკუთრებით ეს ეხება სუბენდოკარდულ ინფარქტებს იმ შემთხვევებში, როდესაც მათ აღმოაჩენენ ელექტროკარდიოგრაფულად მარცხენა პარკუჭის ყველა კედელზე (ლეტალობა ამგვარი ინფარქტების დროს არსებითად აღემატება ლეტალობის რიცხვს ტრანსმურალური ინფარქტების დროს). Read the rest of this entry »
Viewed 2331 times by 831 viewers



