Posts Tagged ‘კიბო’
ლალი დათეშიძე
პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (ნაწილი II)
პათოლოგია
განვითარების მანკები. წინამდებარე ჯირკვლის აგენეზია – ორგანოს თანდაყოლილი არარსებობა ძალიან იშვიათია და, როგოც წესი, თან ერწყმის საშარდე და სასქესო ორგანოების ანომალიას. შედარებით უფრო ხშირად გვხვდება ჰიპოპლაზია – წინამდებარე ჯირკვლის თანდაყოლილი განუვითარებლობა, რომელიც ჩვეულებრივ თან ერწყმის სათესლეების, სასქესო ასოს, სათესლე ბუშტუკების განუვითარებლობას. Read the rest of this entry »
Viewed 6067 times by 1779 viewers
ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოკვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო ამცირებენ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის ალბათობას. ასეთივე თვისებებით ხასიათდება პომიდორიც. ლინუს პოლინგის ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბროკოლი, ასევე თეთრთავიანი და ბრიუსელის კომბოსტო, შეიცავენ ძლიერ ანტისიმსივნურ ქიმიურ კომპონენტს – სულფოფარანს. ეს ნივთიერება ხელს უწყობს ორგანიზმში ფერმენტთა გამომუშავებას, რომლებიც ანეიტრალებენ ორგანიზმში კიბოს გამომწვევ ნაერთებს და ამცირებენ კუჭისა და პროსტატის კიბოთი დაავადების რისკს. Read the rest of this entry »
Viewed 2273 times by 712 viewers
ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ
პაპაია კიბოს წინააღმდეგ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პაპაიას ფოთლების ექსტრაქტი და მისი ჩაი უნიკალური საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, იგი ეფექტურია სიმსივნეების ფართო სპექტრის მიმართ. ფლორიდის უნივერსიტეტის სპეციალისტმა ნამ დენმა და მისმა იაპონელმა კოლეგებმა ჟურნალ Ethnopharmacology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დოკუმენტურად დაადასტურეს პაპაიას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. სახელდობრ, ამ მცენარის ფოთლები ეფექტური საშუალებაა საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ფილტვებისა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.
პაპაიას გამხმარი ფოთლებისაგან მიღებული ექსტრაქტის გამოკვლევით დადგინდა, რომ ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო დიდი დოზით ღებულობს კობოს უჯრედები ამ მცენარის ჩაის. Read the rest of this entry »
Viewed 1401 times by 519 viewers
ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ.
მკვლევარებმა შეიმუშავეს შარდის ტესტი, რომელიც ერთდროულად ავლენს კარცინოგენული პროცესის პოტენციური განვითარების ხარისხსა და ნივრის მოხმარების მარკერს.
პატარა პილოტური კვლევის შედეგების მიხედვით, რაც მეტ ნიორს მოიხმარს ორგანიზმი, მით უფრო ნაკლებია კარცინოგენული პროცესის განვითარების რისკი.
კვლევა ეხებოდა სხეულში მიმდინარე პროცესებს, რომელიც ასოცირდებოდა აზოტის შემცველ ნაერთებთან. ეს პროცესები მოიცავს ნიტროზაციას, ანუ საკვებსა და დაბინძურებულ წყალში არსებული ზოგიერთი ნივთიერების კარცენოგენულ ნივთიერებად გარდაქმნას. Read the rest of this entry »
Viewed 1126 times by 454 viewers
ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ.
რა ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს
კოლორადოს (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა 34 000 ქალზე ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ხილის, ბოსტნეულისა და სოიოს დიეტა 30%-ით აქვეითებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს, – წერს compulenta.ru.
მეცნიერებმა გააანალიზეს 63 257 მამაკაცისა და ქალის მონაცემები, მათი კვების, წონის, განათლების, თამბაქოს მოწევის, ფიზიკურ აქტივობისა და ჰორმონული პრეპარატების მიღების შესახებ. ანალიზის შედეგების მიხედვით გამოყვეს კვების 2 ტიპი: ხორცით, სახამებლითა და ცხიმებით მდიდარი დიეტა, და ბოსტნეულით, ხილითა და სოიოს პროდუქტებით შემდგარი დიეტა. Read the rest of this entry »
Viewed 1371 times by 543 viewers
ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N6, თებერვალი, 2010 წ
მეცნიერებმა მიაგნეს მკერდის კიბოს უშედეგო მკურნალობის ერთ-ერთ მიზეზს
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს მიზეზი, რომლის გამოც ზოგიერთი ქალის ორგანიზმი ვერ პასუხობს სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს ჩატარებულ თერაპიას. სპეციალისტების აზრით, მიზეზი გენეტიკური დეფექტია, – იუწყება ВВС.
სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებული ქალების ურავლესობას დანიშნული აქვთ პრეპარატი ,,ტამოქსიფენი“. Read the rest of this entry »
Viewed 1019 times by 395 viewers
ბიულეტენი ,,დიეტები” ISSN E1987-8478, N3, თებერვალი, 2010წ.
კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისია სწორი დიეტა
წითელი ღვინო და შავი შოკოლადი, მოცვთან, ნიორთან, სოიოსთან, ჩაისთან და ზოგიერთ სხვა პროდუქტებთან ერთად დასახელდა იმ ,,პრეპარატების“ სიაში, რომლებიც გარდა იმისა, რომ კვებავენ ორგანიზმს, ამავდროულად კლავენ კიბოს უჯრედებსაც.
,,ის, რომ ჩვენ დღეში 3-ჯერ ვიკვებებით, – სწორედ ესაა სწორი ქიმიოთერაპია“, – განაცხადა ანგიოგენეზის ფონდის ხელმძღვანელმა უილიამ ლიმ პრესტიჟულ სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაზე. Read the rest of this entry »
Viewed 1262 times by 461 viewers
წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის ლოკალურად გავრცობილი კიბოს ოპერაციული მკურნალობა (მოყვანილი მასალები გამოქვეყნდა ევროპის უროლოგთა ასოციაციის 24-ე კონგრესზე, სტოგჰოლმი, შვედეთი) Read the rest of this entry »
Viewed 1962 times by 531 viewers
როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს (ლოკალური, ლოკალურად გავრცობილი და გავრცობილი ფორმები) –ჰორმონალური მკურნალობა
წინამდებარე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადება ძალზედ ხშირია და უკავია პირველი ადგილი თავისი სიხშირით. მამაკაცთა 16% ემუქრება ეს დაავადება. პროცენტულად მისი სიხშირე მკვეთრად მატულობს ასაკთან ერთად. 80 წლის ზემოთ მამაკაცთა 80% ჰისტოლოგიურად აღენიშნება ეს დაავადება. Read the rest of this entry »
Viewed 3814 times by 956 viewers
Reviewable on-line scientific magazine “Caucasus Medical Herald” ISSN E1987-80, N21, January 2010
Кран-Монтана 06.10.2009 | 07:00
Лев Комлев
NashaGazeta.ch
Enfin un traitement définitif contre le cancer?
Rencontre avec le médecin de Cran-Montana Shalva Mardi, qui se rendra à Tel Aviv pour le congrès international d’immunopathologie et d’allergies respiratoires. Il y parlera d’une nouvelle préparation contre le cancer.
17-20 октября 2009 года в Тель-Авиве состоится Пятый Всемирный Конгресс Иммунологов. Среди швейцарских участников Конгресса – наши соотечественники, супруги Шалва и Роз-Мари Марди. Read the rest of this entry »
Viewed 741 times by 311 viewers
ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.
მწვანე ჩაი შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ანტიდეპრესანტი
ტოხოკუს (იაპონია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ანტიდეპრესანტი. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თუკი ხანში შესული ადამიანი დღეში მიირთმევს ოთხ და მეტ ჭიქა მწვანე ჩაის, მისი გუნებ-განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მწვანე ჩაის მოყვარულებში დეპრესიის განვითარების რისკი 44%-ით უფრო დაბალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა ჩაის მიირთმევენ. Read the rest of this entry »
Viewed 1167 times by 448 viewers
ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.
სიახლეები ლეიკემიის მკურნალობაში
ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ლეიკემიის რეციდივის პროფილაქტიკისათვის, ქიმიოთერაპიის ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ. Read the rest of this entry »
Viewed 1006 times by 378 viewers
ლალი დათეშიძე
ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები
დაავადებები. შარდის ბუშტის ყველაზე ხშირი დაავადებაა ცისტიტი. ცისტალგია, რომელიც უპირატესად აღენიშნებათ ქალებს, ხასიათდება გაძნელებული და მტკივნეული შარდვით, ამასთან შარდში შარდის ბუშტის ანთების ნიშნები და ცვლილებები არ ვლინდება.
შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევის ერთ–ერთ ფორმას წარმოადგენს შარდის შეუკავებლობა. შარდის ბუშტის ტუბერკულოზი ყოველთვის ორმხრივი პროცესია, რომელიც უხშირესად ვითარდება თირკმლების ტუბერკულოზის, იშვიათად კი სასქესო ორგანოების ტუბერკულოზის შედეგად.
ნეიროგენული შარდის ბუშტი – სინდრომი, რომელიც ხასიათდება შარდვის დარღვევებით, რომელიც, თავის მხრივ, ვითარდება შარდის ბუშტის მაინერვირებელი და ნებაყოფლობითი შარდვის ფუნქციის მარეგულირებელი ნერვული ცენტრების და გზების დაზიანების დროს. აღნიშნული მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი (ზურგის ტვინის ტრავმები, სიმსივნეები და სხ.)
განასხვავებენ სინდრომის რეფლექტორულ, ჰიპერრეფლექტორულ, ჰიპორეფლექტორულ, არეფლექტურ და სკლეროზულ ფორმებს. რეფლექტორული ფორმისთვის დამახასიათებელია შარდის ბუშტის ნორმალური მოცულობა დეტრუზორის მომატებული, დაქვეითებული ან ნორმალური ტონუსის ფონზე. შარდის ბუშტის დაცლა შეიძლება იყოს სრული და არასრული. უხშირესად სინდრომის აღნიშნული ფორმა აღინიშნება ზურგის ტვინის მაღალი დაზიანების შემთხვევაში. ჰიპერრეფლექტორული ფორმის შემთხვევაში ვლინდება რეფლექსური შარდვა შარდის ბუშტის მცირე ავსების (200 მლ.) პირობებში. ზოგჯერ ვითარდება დეტრუზორის სპონტანური შეკუმშვა მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობის ფონზე. სინდრომის ეს ფორმა უხშირესად აღინიშნება ზურგის ტვინის კისრის და გულმკერდის ნაწილების დაზიანების დროს. ჰიპორეფლექტორული ფორმის შემთხვევაში შარდვა ხორციელდება შარდის ბუშტის ნორმაზე მეტად გადავსების დროს. ამ დროს ნარჩენის შარდის მოცულობა თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვანია. შარდის მუშტის მაქსიმალური დაცლა შესაძლებელია მხოლოდ მუცლის წინა კედელზე დამატებითი ზეწოლის შემდეგ. ნარჩენის შარდის საკმაოდ დიდი რაოდენობის და შარდის ბუშტის კედლის გაჭიმვის შედეგად მნიშვნელოვნად ღრმავდება ატროფიული პროცესი დეტრუზორში. ჰიპორეფლექტორული ფორმა ვითარდება ზურგის ტვინის გავის ნაწილის დაზიანების შემთხვევაში. სინდრომის არეფლექსური ფორმა ხასიათდება შარდვის რეფლექსის არარსებობით, მისი სრული შეკავებით. შარდის ბუშტის დაცლა შესაძლებელია მხოლოდ შარდვის რეფლექსის აღდგენის შემდეგ. სკლეროზული ფორმა (მიკროცისტისი) – შარდის ბუშტის მძიმე, შეუქცევადი დაზიანება მისი ხანგრძლივად დაჭიმვის, ნეიროგენული დისფუნქციით განპირობებული ანთებითი და დისტროფიული ცვლილებების შედეგად. ამასთან, შარდის ბუშტის ტევადობა უმნიშვნელოა, მისი კედლების ელასტიურობა დაკარგულია, შარდვის რეფლექსი არ აღინიშნება.
დიაგნოზის დადგენა ხდება უროლოგიური და ნევროლოგიური გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე. დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტია მიმოხილვითი და ექსკრეტორული უროგრაფიის, რადიოიზოტოპური რენოგრაფიის, ცისტომანომეტრიის, უროფლოუმეტრიის, ელექტროცისტომეტრიის, ცისტოსკოპიის მონაცემები. ცისტომანომეტრია წარმოადგენს ერთადერთ მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს შარდის ბუშტის ნეიროგენული დარღვევის ფორმა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება წინამდებარე ჯირკვლის ადენომასთან და კიბოსთან, შარდის ბუშტის ყელის სკლეროზთან (მარიონის დაავადება), შარდსადენი მილის სტრიქტურასთან, შარდის ბუშტის ყელის სიმსივნესთან.
მკურნალობა მიმართულია შარდის ევაკუაციის უზრუნველყოფისკენ და შარდის ბუშტის სათანადო ტევადობის შენარჩუნებისკენ; იგი მოიცავს შარდის ბუშტში არსებულ ანთებით პროცესებზე ზემოქმედებას და კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკას. პერიოდულად კეთდება შარდის ბუშტის კათეტერიაზაცია, ახორციელებენ ბუშტიდან შარდის ევაკუაციას მონროს სისტემის მეშვეობით, აგრეთვე შარდის ბუშტის რადიოტალღოვან სტიმულაციას. ქირურგიული მეთოდებიდან გამოიყენება ეპიცისტოსტომის ფორმირება, შარდის ბუშტის რეინერვაცია წვრილი ნაწლავის სეგმენტით, ტრანსურეთრალური სპინქტეროტომია და შარდის ბუშტის ყელის რეზექცია.
პარაზიტული დაავადებები. შარდის ბუშტის შისტოსომოზი გამოიხატება ჰემატურიით, ხოლო ინფექციის დართვის შემთხვევაში – გამოხატული დიზურიით. დიაგნოზი დაფუძნებულია შარდში შისტოსომების კვერცხების აღმოჩენაზე, ცისტოსკოპიის და რენტგენოლოგიური გამოკვლევების მონაცემებზე. წაშლილი ფორმების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენდოვეზიკულურ ბიოფსიას. მკურნალობა ტარდება სტიბიუმის პრეპარატებით (ანტიმონილი – ნატრიუმის ტატრატი). გართულების შემთხვევაში მკურნალობა ოპერაციულია.
შარდის ბუშტის ფილარიატოზისთვის დამახასიათებელია ლიმფური სისტემის დაზიანება და შარდში ლიმფის მოხვედრა – ქილურია. ზოგჯერ, სისხლის შენარევის გამო, შარდს გააჩნია წითელი ან უფრო მუქო ფერიც კი – ჰემატოქილურია. დიაგნოზის დასმა ხდება სისხლში და შარდში ფილარიების აღმოჩენის საფუძველზე. მკურნალობა სიმპტომატურია, რეკომენდირებულია დიეტა ცხიმების შეზღუდვით, დიტრაზინის ციტრატის მიღება.
შარდის ბუშტის ექინოკოკოზი იშვიათი პათოლოგიაა. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია კისტის ლოკალიზაციაზე. მკურნალობა ოპერაციულია – კისტების მოცილება გარშემო ქსოვილებთან ერთად და შარდის ბუშტის კედლის დაზიანებული მონაკვეთის რეზექცია. შარდის ბუშტის ტრიქომონოზი გამოიხატება დიზურიით, პიურიით, ჰემატურიით. დიაგნოზის დადასტურება ხდება შარდის მეორე პორციაში ან შარდსადენიდან, საშოდან გამონაყოფებში ტრიქომონების აღმოჩენით. მკურნალობა კომპლექსურია –მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, მეტრონიდაზოლი (ფლაგილი), ვერცხლისწყლის ოქსიციანიდის, ვერცხლის ნიტრატის და სხ. ხსნარებით შარდის ბუშტის გამორეცხვა. მკურნალობის აღნიშნული მეთოდი ეფექტურია მხოლოდ სასქესო ორგანოების კერების სანაციის გზით რეინფიცირების პროფილაქტიკის ჩატარების და სქესობრივი პარტნიორის ერთდროულად მკურნალობის პირობებში.
შარდის ბუშტის კენჭები შეიძლება იყოს პირველადი, თუმცა უხშირესად მათი წარმოქმნა ხდება თირკმლებში და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებიან შარდის ბუშტში, სადაც მარილების დაშრევების შედეგად მატულობენ ზომაში – მეორადი კენჭები. დიაგნოზის დადგენა ხდება კათეტერიზაციის, ცისტოსკოპიის, მიმოხილვითი და ექსკრეტორული უროგრაფიის, პნევმოცისტოგრაფიის მონაცემების მიხედვით. მკურნალობა – კენჭების დაშლა.

შარდის ბუშტის უცხო სხეულები უხშირესად გვხვდება ქალებში და საჭიროებენ მოცილებას ტრანსურეთრალური ან ოპერაციული გზით.
შარდის ბუშტის მალაკოპლაკია – რბილი კონსისტენციის ფოლაქი, რომელიც უხშირესად ლოკალიზდება შარდის ბუშტის უკანა კედელზე და სამკუთხედის მიდამოში. ეტიოლოგია უცნობია. შარდის ბუშტის მალაკოპლაკია ხშირად აღინიშნება ქალებში, ხასიათდება ხანგრძლივად მიმდინარე ცისტიტით. ცისტოსკოპიის მეშვეობით ლორწოვან გარსზე შესაძლებელია ზედაპირიდან ამოწეული, მოყვითალო–თეთრი ფერის წარმონაქმნების აღმოჩენა, რომლებიც, არც თუ იშვიათად, ერწყმიან ერთმანეთს. დიაგნოზის დადგენა ხდება შარდის ბუშტის საეჭვო უბნის ბიოფსიის საფუძველზე. მკურნალობა სიმპტომატურია, ზოგიერთ შემთხვევაში კეთდება შარდის ბუშტის ელექტრორეზექცია.
შარდის ბუშტის სიმსივნეები (ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი) უპირატესად უვითარდებათ მამაკაცებს, უხშირესად ლოკალიზებულნი არიან შარდის ბუშტის ყელის ან სამკუთხედის მიდამოში. კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება პაპილომები. შარდის ბუშტის კეთილთვისებიანი სიმსივნეების დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია ჰემატურია, დიზურია ან მათი შერწყმა. მიუხედავად იმისა, რომ შარდის ბუშტის პაპილომები მიეკუთვნებიან კეთილთვისებიან სიმსივნეებს, მათი მოცილების შემდეგ მაინც შესაძლებელია რეციდივის განვითარება. ამასთან, არც თუ იშვიათად, იცვლება მათი დიფერენცირება უჯრედების პოლიმორფიზმით და შარდის ბუშტის კიბოს შემდგომი ჩამოყალიბებით. შარდის ბუშტის კეთილთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკაში გამოიყენება ექსკრეტორული უროგრაფია დაღმავალი ცისტოგრაფიით, ულტრაბგერითი და კომპიუტერული ტომოგრაფია. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით კეთდება ცისტოსკოპია და აუცილებლობის შემთხვევაში ბიოფსია.

მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის ჰისტოლოგიურ შენებაზე. გამოიყენება სიმსივნის ტრანსურეთრული ელექტროკოაგულაცია და რეზექცია, იშვიათ შემთხვევებში – შარდის ბუშტის რეზექცია. მრავლობითი პაპილომების შემთხვევაში კეთდება ინტრავეზიკულური ქიმიო– და იმუნოთერაპია.
შარდის ბუშტის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებიდან ჭარბობს ეპითელური წარმონაქმნები: გარდამავალუჯრედოვანი კიბო, ბრტყელუჯრედოვანი კიბო, ადენოკარცინომა. არაეპითელური ავთვისებიანი სიმსივნეებიდან უხშირესად გვხვდება რაბდომიომა, რომელიც უპირატესად ყალიბდება ბავშვთა ასაკში. შარდის ბუშტის კიბოს ეტიოლოგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ონკოგენურ ნივთიერებებთან კონტაქტს. აღნიშნულ ნივთიერებებს მიეკუთვნებიან არომატული რიგის ამინონაერთები, რომლებიც წარმოადგენენ სინთეზური საღებავების წარმოების შუალედურ პროდუქტებს. კანის, ფილტვების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით ორგანიზმში მოხვედრილი ამ ნივთიერებების გამოყოფა ხდება შარდთან ერთად ნაერთების – გოგირდ და გლუკურონმჟავას ეთერების – სახით. ფერმენტების ზემოქმედებით მათგან ხდება აქტიური კანცეროგენის გამონთავისუფლება შარდში. სწორედ აქედან განპირობებული პროფესიული კიბო შეიძლება აღენიშნებოდეთ საღებავების წარმოებაში მომუშავე პერსონალს. ზოგიერთ შემთხვევაში, შარდის ბუშტის კიბო შესაძლოა ჩამოყალიბდეს ლეიკოპლაკიის, ქრონიკული და ხშირად მორეციდივე ცისტიტების ფონზე.
შარდის ბუშტის კიბოს ძირითად კლინიკურ სიმპტომს წარმოადგენს ჰემატურია, რომელიც შეიძლება იყოს ტერმინალური ან ტოტალური სისხლის უფორმო კოლტებით ან მათ გარეშე. ყელის არეში ლოკალიზებული სიმსივნის დროს ვითარდება დიზურია. შარდი შეიცავს ჩირქს და დაშლილი ქსოვილების ნაწილებს. პარავეზიკულურ ქსოვილზე და მეზობელ ორგანოებზე პროცესის გავრცელების შემთხვევაში აღინიშნება მუდმივი ტკივილები ბოქვენის სიმფიზის თავზე, შორისის მიდამოში, გავისა და ბარძაყის არეებში. ზოგჯერ დაავადება მიმდინარეობს პიელონეფრიტის პერიოდული გამწავავებების ფონზე, რაც განპირობებულია შარდსაწვეთების შესართავებზე ზეწოლით და ზედა საშარდე გზებიდან შარდის დინების შეფერხებით. მეტასტაზების ჩამოყალიბება ხდება შედარებით მოგვიანებით. პირველ რიგში ზიანდება თეძოს რეგიონალური ლიმფური კვანძები, შემდეგ ღვიძლი, ფილტვები, ძვლები.
შარდის ბუშტის კიბოს დიაგნოსტიკაში წამყვანი ადგილი უკავია ცისტოსკოპიას, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ პირობებში და მისი გაკეთება აუცილებელია მაკროჰემატურიის ნებისმიერ შემთხვევაში. თუკი ურეთრის სტრიქტურის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, შარდის ბუშტის ტამპონადის ან სხვა მიზეზის გამო აღნიშნული გამოკვლევის ჩატარება ტექნიკურად შეუძლებელია, ავადმყოფი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას დეტალური გამოკვლევის მიზნით. დიაგნოზის დადასტურების მიზნით კეთდება შარდის ნალექის ციტოლოგიური გამოკვლევა, ბიოფსია, ექსკრეტორული უროგრაფია დაღმავალი ცისტოგრაფიით, ულტრაბგერითი და კომპიუტერული ტომოგრაფია. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება შარდის ბუშტის კეთილთვისებიან სიმსივნეებთან. გასათვალისწინებელია სიგმური ნაწლავის, საკვერცხეების, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს სიმსივნურ პროცესში შარდის ბუშტის მეორადი ჩართვა
შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობა შეიძლება იყოს კომბინირებული, კომპლექსური და პალიატიური. მკურნალობის მეთოდის შერჩევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პროცესის სტადიაზე, სიმსივნის ავთვისებიანობის ხარისხზე, მის ლოკალიზაციაზე, ავადმყოფის ასაკზე, თანდართულ დაავადებებზე და ა.შ. ოპერაციული მკურნალობის შემთხვევაში კეთდება ტრანსურეთრალური რეზექცია, ტრანსვეზიკულური ელექტროექსციზია, შარდის ბუშტის რეზექცია, ცისტექტომია. შარდის ბუშტის კიბოს დროს სხივური თერაპია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი ან კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში სიმსივნური პროცესის სრული ან ნაწილობრივი რეგრესის მიღწევა შესაძლებელია პოლიქიმიოთერაპიის საშულებით (მეტოტრექსატი, ვინბლასტინი, ადრიამიცინი, ცისპლატინი).
შარდის ბუშტის კიბოს დროს პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. არაოპერირებული ავადმყოფები იღუპებიან ანემიით, თირკმლის უკმარისობით, უროსეფსისით ან კახექსიით ჯერ კიდევ შორეული მეტასტაზების განვითარებამდე.
შარდის ბუშტის პროფესიული სიმსივნეების პროფილაქტიკა დაფუძნებულია საღებავების მრეწველობაში უმკაცრეს სანიტარულ კონროლზე და მუდმივ სამედიცინო ზედამხედველობაზე იქ მომუშავეების მიმართ (მათ შორის ცისტოსკოპიური გამოკვლევის ჩატარებით). პროფილაქტიკურ ღონისძიებას წარმოადგენს შარდის ბუშტის ანთებითი და სხვა სახის დაავადებების დროული მკურნალობა, რომელთა ფონზეც შესაძლოა შესაძლოა განვითარდეს კიბო. შარდის ბუშტის კიბოს რეციდივების პროფილაქტიკისთვის და მათი ადრეული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰემატურიის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმთან დროული მიმართვა. ავადმყოფები, რომელთაც ჩატარებული აქვთ შარდის ბუშტის რეზექცია ან მკურნალობდნენ შარდის ბუშტის პაპილომის გამო, უნდა იმყოფებოდნენ უროლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
ოპერაციები. შარდის ბუშტის მიმართ ოპერაციული მიდგომები ხორციელდება მუცლის წინა კედლიდან, იშვიათად შორისიდან ან საშოდან. ყველაზე გავრცელებულია სიგრძივი განაკვეთი მუცლის შუა ხაზზე. გამოიყენება ბოქვენზედა პუნქცია, ინტრ– და ექსტრაპერიტონეალური გაკვეთა, დივერტიკულექტომია, შარდის ბუშტის კედლის გაკერვა, პლასტიკური ოპერაციები შარდსასქესო ფისტულების არსებობის შემთხვევაში, შარდის ბუშტის ყელის პლასტიკა, ღია და ტრანსურეთრალური ელექტროკოაგულაცია, ელექტროექსციზია და კრიოდესტრუქცია, შარდის ბუშტის რეზექცია, ცისტექტომია შარდის ბუშტის ნაწლავის სეგმენტით შეცვლით ან შარდის გადაყვანა (გადაგდება) სიგმოიდურ ნაწლავში და სხ. ამბულატორიულ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შარდის ბუშტის პუნქციურ დრენირებას. შარდის ბუშტის ბოქვენზედა პუნქცია ნაჩვენებია შარდის მწვავე შეკავების დროს, როდესაც შეუძლებელია შარდის ბუშტის კათეტერიზაცია და არ არის ცისტოსტომიის გაკეთების პირობები, ან როდესაც არის კათეტერიზაციის უკუჩვენება, მაგ., მწვავე ცისტიტი. შარდის ბუშტის პუნქციას ატარებენ წინამდებარე ჯირკვლის ადენომით განპირობებული შარდის მწვავე შეკავების შემთხვევაში, ურეთრის ტრავმის, ზურგის ტვინის დაზიანების (ნეიროგენული შარდის ბუშტი) დროს, როდესაც საჭირო ხდება ხშირი კათეტერიზაცია. ბოქვენზედა პუნქცია ტარდება ან ე.წ. კაპილარული ნაჩხვლეტით, ან თროაკარით. კაპილარული პუნქციის დროს ბოქვენის სიმფიზიდან 1,5–2 სმ–ით მაღლა, მუცლის შუა ხაზზე, კანის წინასწარი დამუშავების შემდეგ კეთდება ნაჩხვლეტი მსხვილი ნემსით ავადმყოფის სხეულის ღერძის პერპენდიკულარულად. ნემსის შეყვანაზე წინააღმდეგობის შეწყვეტა მიუთითებს მისი ბოლოს შარდის ბუშტში არსებობაზე. ნემსიდან იწყება შარდის ნაკადის გამოდინება. შემდგომში შპრიცის საშუალებით ხორციელდება რაც შეიძლება მეტი რაოდენობით შარდის ამოქაჩვა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პუნქციის გამეორება. შარდის ბუშტის ტროაკარულ პუნქციას ატარებენ მისი ხანგრძლივად დრენირების მიზნით. კანის წინასწარი დამუშავების და ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ, ბოქვენის სიმფიზიდან 1,5–2 სმ–ით მაღლა ათავსებენ ბასრ ტროაკარს შარდის ბუშტის მიმართულებით. ტროაკარის ბოლოს თავისუფალ ღრუში მოთავსების შემდეგ ხდება მანდრენის ამოღება (ისე რომ არ მოხდეს შარდის გადმოსვლა) და შარდის ბუშტში სადრენაჟო მილის მოთავსება. შემდეგ ხორციელდება ტროაკარის კანულის ამოღება. მილის თავისუფალი ბოლო ლეიკოპლასტირით ფიქსირდება კანზე. აღნიშნული მანიპულაციის შემდეგ აუცილებელია ცისტოგრაფიის ჩატარება.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო ენციკლოპედია” ფარგლებში.
Viewed 1998 times by 402 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ავთვისებიანი სიმსივნე – სიმსივნე, რომლისთვისაც დამახასიათებელია ინვაზიურობა (გარემომცველ ქსოვილებში ზრდა და მათი დაშლა) და მეტასტაზირება. მისი ორი ძირითადი ტიპებია – კიბო და სარკომა. მას მიეკუთვნება აგრეთვე ლეიკოზები.
ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები
Viewed 637 times by 237 viewers




