საშვილოსნოსგარე ორსულობა (ექტოპიური ორსულობა)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საშვილოსნოსგარე ორსულობა (ექტოპიური ორსულობა) – პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი აღწევს განვითარების შესაბამის ფაზას და საშვილოსნოს ღრუში მოხვედრამდე ემაგრება, – ყველაზე უფრო ხშირად – საშვილოსნოს მილების სხვადასხვა ნაწილს (მილოვანი ორსულობა). როგორც წესი, ეს უკავშირდება საშვილოსნოს მილების ანთებითი ხასიათის ცვლილებებს, რომელიც მიმდინარეობს მათი შეკუმშვის უნარის დარღვევით, სანათურის