დინდგელი (პროპოლისი) – ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400

დინდგელი (პროპოლისი) – ბიზნეს გეგმის მომზადება, სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

გთავაზობთ

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
  • ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ
  • საგრანტო განაცხადების შევსება
  • საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის – მეფუტკრეობის სფეროში.
    უმეტეს შემთხვევებში, ჩვენ შეგვიძლია წარმოების ტექნოლოგიური გეგმის მომზადებაც.

დინდგელის (პროპოლისის) წარმოების ბიზნეს-გეგმის მომზადება 577235 400

რა არის დინდგელი

დინდგელი ანუ პროპოლისი. ბერძნულად «propolis» ნიშნავს გალესვას, ამოვსებას.
ფუტკრები მცენარეებიდან აგროვებენ წებოვან ნივთიერებას, მას ემატება ცვილი, ყვავილის მტვერი, ფუტკრების მიერ გამოყოფილი ნივთიერებები. სპეციალური გადამუშავების შემდეგ , ეს ყველაფერი გადაიქცევა ბიოლოგიურად აქტიურ კომპლექსად.
დინდგელს ფუტკრის წებოსაც უწოდებენ, რადგან დინდგელით ფუტკრები ავსებენ სკის ნაპრალებს, ამაგრებენ ფიჭებს, ლესავენ სკაში მოხვედრილ უცხო სხეულებს. მაგრამ დინდგელი არა მხოლოდ საშენი მასალაა, არამედ, სკაში მჭიდროდ ცხოვრებისას, როგორც ინფექციებისაგან დამცავი საშუალება.
დინდგელის თხელი ფენით ილესება სკაში საფრენი, ჩარჩოები, ფიჭის უჯრედები და ასე იქმნება ბაქტერიციდური ატმოსფერო, რაზეც იხარჯება დაახლოვებით 20-30-გრ დინდგელი.
სკაში მოხვედრილ უცხო არსებას ფუტკრები კლავენ შხამით, მაგრამ თუ ვერ ერევიან, მაგ. თაგვის მოხვედრისას, ამოლესავენ მას დინდგელით და ასე იგი რამოდენიმე წელი არ გაიხრწნება.
მეფუტკრეები აგროვებენ დინდგელს ფუტკრის ოჯახების დათვალიერებისას და ღალის დასრულებისას.

დინდგელის ფიზიკური თვისებები

დინდგელი რბილი, პლასტიკური, წებოვანი ნივთიერებაა, რომელიც სიცივეზე მაგრდება და მსხვრევადი ხდება. 64-69 °C-მდე გაცხელებისას თხევადი ხდება. მას აქვს მძაფრი, თავისებური, სასიამოვნო სუნი და მომწარო-მწველი გემო.
დინდგელი შესაძლოა იყოს მომწვანო-მოყვითალო, მაგრამ უფრო ხშირად – ყავისფერი, მოშავოა.
წყალში ცუდად იხსნება; ტემპერატურის და ხანგრძლივობის მიხედვით შესაძლოა წყალში გაიხსნას დინდგელის მხოლოდ 6-11%. უკეთ იხსნება სპირტში – სხვადსხვა ტემპერატურაზე იხსნება 40-75%. იხსნება, აგრეთვე სკიპიდარში, ეთერში, ვაზელინში. დინდგელი განსხვავდება არა მხოლოდ მასში შემავალი ცვილის ოდენობით, არამედ კონსისტენციით, პლასტიურობით და შემადგენლობით.

დინდგელის ქიმიური შემადგენლობა

დინდგელში მრავალი სხვადასხვა ნივთიერებაა, რომლებიც პირობითად დაყოფილია 4 ჯგუფად: წებოვანი ნივთიერებები (50-55%), ბალზამები(6-7%), ეთერზეთები (8-10%) და ცვილი (30%) და 5-10% სხვა ნივთიერებები.
დინდგელის შემადგენლობაშია  კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, გოგირდი, ქლორი, რკინა, ალუმინი, ვანადიუმი, ცინკი, მანგანუმი, სპილენძი, სელენი, ცირკონიუმი, ფტორი, კობალტი, სტრონციუმი და სხვ.
დინდგელის ქიმიური შემადგენლობა განსხვავდება ადგილმდებარეობის, წელიწადის დროის, მცენერეების სახეობების მიხედვით.

დინდგელის  სამკურნალო თვისებები

ჯერ კიდევ ავიცენამ (იბნ სინა) თავის ”კანონში მედიცინის შესახებ” აღწერა ”შავი ცვილის” სამკურნალო თვისებები.
მცენარეებს, რომლებიდანაც ფუტკრები აგროვებენ დინდგელის დასამზადებლად საჭირო წებოვან ნივთიერებას, გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული და ანტივირუსული თვისებები, რასაც ინარჩუნებს დინდგელი.
დინდგელი – უნივერსალური ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური ნივთიერებაა. დინდგელის ანტიმიკრობული ძალა განპირობებულია მცენარეთა სამკურნალო თვისებებით. აქტივობის დონით, იგი ხშირად უფრო ძლიერი მოქმედებისაა, ვიდრე ანტიბიოტიკები და მოქმედებს ანტიბიოტიკებისადმი მდგრად მიკროორგანიზმებზეც. იგი ანადგურებს ტუბერკულოზის, სალმონელოზის, ტიფის გამომწვევებს, ტრიქამონადებს, სოკოებს; აფერხებს ანთებითი პროცესის განვითარებას, ამცირებს ქავილს. ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოებს არ აქვთ დინდგელისადმი ადაპტირების უნარი. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რომ ანტიბიოტიკების გამოყენებისას ნადგურდება ყველა ბაქტერია, მათ შორის ორგანიზმისათვის საჭირო ბაქტერიები, რაც იწვევს მრავალ გვერდით, არასასურველ მოვლენას, მაგ. დისბაქტერიოზს. დინდგელიტ მკურნალობისას ასეთი რამ გამორიცხულია.

დინდგელზე მეტი სამკურნალო ეფექტი გააჩნია დინდგელიდ სპირტიან ნაყენს

დინდგელზე მეტი სამკურნალო ეფექტი გააჩნია დინდგელიდ სპირტიან ნაყენს (უმჯობესია 70%-იანი), ხოლო უფრო მეტად გამოხატული ანტიბიოტიკური ეფექტი ვლინდება წყალზე დამზადებულ გამონაწვილს, რომელიც გაცხელებისაც კიარ კარგავს თვისებებს. ანთებითი პროცესის მკურნალობისას უმჯობესია დინდგელის წყლის ან ეთერის ექსტრაქტის გამოყენება. თუ დინდგელი გამოიყენება როგორც ანტიოქსიდანტი, მაშინ უმჯობესია ნატურალური დინდგელის ან სპირტიანი ექსტრაქტის გამოყენება. სტაფილოკოკური ინფექციის შემთხვევაში ეფექტურია დინდგელის ნებისმიერი ექსტრაქტი, ხოლო სოკოვანი დაავადების მკურნალობისას, უმჯობესია  წყალზე დამზადებული ექსტრაქტი.
იმის გარდა, რომ დინდგელი, უშუალო მოქმედებით ხოცავს პათოგენურ მიკროორგანიზმებს, იგი აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ამ გზითაც ზემოქმედებს არასასურველ ფლორაზე.

დინდგელი – ქსოვილის რეგენერაციული (აღდგენის) ფუნქციის ძლიერი სტიმულატორია.

აღსანიშნავია, რომ დინდგელში შემავალი მიკროელემენტები, ადამიანისთვის სასიკეთო პროპორციებითაა წარმოდგენილი. მინერალური ნივთიერებები ააქტიურებენ ორგანიზმის ბიოლოგიურ ცენტრებს და უზრუნველყოფენ მათ ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობენ ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებში, არეგულირებენ ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას. მაგ. ცინკი, მანგანუმი და სპილენძი ასტიმულირებენ ზრდისა და გამრავლების  პროცესებს, ხოლო კობალტთან ერთად ხელს უწყობენ სისხლის პროდუცირებას და და დადებითად მოქმედებენ სასქესო ფუნქციაზე. ცინკის ზემოქმედებით, ხდება ინსულინის მოქმედების გახანგრძლივება და მხედველობის გაუმჯობესება.
დინდგელი აფერხებს უჯრედშიდა ცხიმების დაჟანგვას, ანელებს დაბერების პროცესს, აფერხებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.
დინდგელს გააჩნია ანტიტოქსიკური, გამწმენდი და მომატებული მგრძნობელობის დამარეგულირებელი თვისებები.           იგი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, შლაკების განდევნას. დინდგელის მიღებისას ქვეითდება სისხლის შედედება, იხსნება სისხლძარღვების სპაზმები და განსაკუთრებული დოზირებისას, მცირდება არტერიული წნევა.
დინდგელი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული სისტემების ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ნაღველის გადასვლას. მცირე კონცენტრაციით, დინდგელის ექსტრაქტი აძლიერებს კუჭის მოტორულ და სეკრეტორულ ფუნქციებს, ხოლო დიდი კონცენტრაციით – აქვეითებს მათ.

დინდგელით მკურნალობენ ლორწოვანი გარსისა და კანის დაავადებებს. მისი ზემოქმედებით ხდება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცება. გამოიყენება თვალის დაავადებებისას და ანდროლოგიაში.

დინდგელს გააჩნია ძლიერი ანესთეზიური ეფექტი, რომელიც კოკაინზე 3,5- ჯერ, ხოლო ნოვოკაინზე 5-ჯერ ძლიერია. კოკაინთან დამატებული დინდგელი, 14-ჯერ აძლიერებს მის მოქმედებას. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ძლიერი სუნი აქვს დინდგელს, მით მეტია მისი გამაყუჩებელი მოქმედება.
დინდგელში მცირე რაოდენობით წარმოდგენილია ვიტამინები: A (რეტინოლი),В1 (ტიამინი),В2 (რიბოფლავინი),В3 (პანტოტენის მჟავა), В6(პირიდოქსინი),  Е (ტოკოფეროლი),РР (ნიკოტინმჟავა) და სხვ., მაგრამ მათი ოდენობა იმდენად მცირეა, რომ მკურნალობისას მათი ეფექტი უმნიშვნელოა.
დინდგელი ფართოდ გამოიყენება როგორც ოფიციალურ, ასევე ტრადიციულ მედიცინაში. მნიშვნელოვანია, რომ არ ვლინდება დინდგელის უარყოფითი მოქმედება ღვიძლზე, თირკმელებზე, ელენთაზე. დინდგელით სწორად ჩატარებულმა მკურნალობამ არ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, გარდა ზოგიერთ შემთხვევაში გამოხატული ალერგიული რეაქციებისა, რაც გვხვდება დაახლოვებით 0,3%-ში დერმატიტების სახით.

გასათვალისწინებელია, რომ დინდგელის დიდი დოზით ხანგრძლივმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება და სისხლში ლეიკოციტების მომატება. (იხ. ფუტკრის პროდუქტები მედიცინაში)

სამკურნალოდ გამოიყენება სუფთა, დანამატების გარეშე დინდგელი, მხოლოდ ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახებიდან შეგროვებული. რაც უფრო ძლიერია ფუტკრის ოჯახი, მით მეტ დინდგელს აგროვებს იგი.
ბნელ, გრილ ადგილას, შუშის ჭურჭელში შენახული დინდგელი 10 წლის განმავლობაში არ კარგავს სასარგებლო თვისებებს.


ბმები:

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები

არო: www.bee.ge