ცვილი – ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400

ცვილი – ბიზნეს გეგმების მომზადება   577 235 400 , სკაიპი- medgeo . net , ელფოსტა Caumednet@gmail . com

ბიზნეს გეგმების შეკვეთა

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი- medgeo . net , ელფოსტა Caumednet@gmail . com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა ,ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება

● ტექნოლოგიების და ტექნიკის შედარებითი ანალიზი
● ინფორმაცია საგრანტო კონკურსების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო , სალიზინგო , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს- გეგმების მომზადება , მათ შორის მეფუტკრეობის სფეროში

ცვილი - ბიზნეს გეგმების მომზადება 

რა არის ცვილი

ცვილი (ხალხში ზოგჯერ სანთელს უწოდებენ) – გამომუშავდება მუშა ფუტკრების ცვილის ჯირკვლებში.
მცირე სადინარებიდან გამოყოფის შემდეგ მაგრდება და თეთრ გამჭირვალე ფირფიტებად იქცევა.
შემდგომში, ფიჭის მშენებლობისას, ფუტკრები გამოყოფინ სითხეს, რომელიც ადნობს და ამ ხერხით ერთმანეთზე ”აწებებს”  ასეთ ფირფიტებს, ამიტომ ფიჭას არ აქვს ნაწიბურები.
ყველაზე მეტ ცვილს გამოიმუშავებენ 12-18 დღის ასაკის ფუტკრები.
ერთ ჯერზე გამოიყოფა დაახლოვებით 1,5 მგ.
ერთი ფიჭის ფირფიტის ასაშენებლად იხარჯება დაახლოვებით 140 გრამი ცვილი.

.

ცვილის გამოსაყოფად აუცილებელი პირობაა ახალი თაფლისა და ყვავილის მტვრის არსებობა.
1 კგ ცვილის გამოსაყოფად ფუტკრები ხარჯავენ დაახლოვებით 3,5 კგ თაფლს.
ახლად აშენებულ ფიჭას ოდნავ მოკრემო, თეთრი ფერი აქვს.
იგი 100%-ით ცვილისაგან შედგება. მოძველებულ ყვითელ ფიჭებში 75%/ ცვილია, ხოლო ძველ, ყავისფერ ფიჭებში – 60%-მდე.
ცვილის ფერი დამოკიდებულია მასში ყვავილის მტვრის და დინდგელის შემცველობაზე, რომლის შემადგენლობაშია ყვითელი ფერის საღებავი ნივთიერება – ხრიზინი.
12-15 თაობის გამოზრდის შემდეგ, ფიჭის უჯრედები შავდება, პატარავდება და გამოყენებისათვის უსარგებლო ხდება, ამიტომ მეფუტკრეები 3 წელზე მეტ ხანს არ იყენებენ ფიჭას და ყოველწლიურად ცდილობენ დაახლოვებით მესამედი ძველი ფირფიტების ახლით შეცვლას.

ცვილის შემადგენლობა და თვისებები

ფუტკრის ცვილი დედამიწაზე არსებულთაგან პირველი პოლიმერია. იგი რთული ნივთიერებაა, რომლის შემადგენლობაშია 75%-მდე ეთერები,15%-მდე მჟავები, 15%-მდე ნახშირწყლები, 1-5% წყალი, არომატული, საღებავი, მინერალური, ანტიბაქტერიული და სხვ. ნივთიერებები.
ფუტკრის ცვილი გარემო პირობების მიმართ ძალზედ მდგრადი პროდუქტია. მასში შემავალი რთული ეთერები პრაქტიკულად არ შედიან ხიმიურ რეაქციებში (გარდა ტუტეებისა), ამიტომ ცვილი მრავალი წლები ინახება ცვლილებების გარეშე.
ერთადერთი მისი მტერი – ცვილის ჩირჩილია, რომელიც იკვებება არა სუფთა ცვილით, არამედ მისგან დამზადებული ფიჭებით.
ცვილი არ იხსნება წყალში, გლიცერინში; უმნიშვნელოდ იხსნება სპირტში, კარგად იხსნება სკიპიდარში, ბენზინში.
ცვილის გამოდნობა ხდება მზის ან ორთქლის ცვილის სადნობში.

ცვილის ხარისხის განსაზღვრა

ფუტკრის ცვილი – დეფიციტური და საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, ამიტომ ხშირია მისი ფალსიფიცირება, რომელიც მდგომარეობს პარაფინის, ცერიზინის, ნავთობიდან დამზადებული ტექნიკური სანთლის ან სტეარინის დამატებაში. ასეთი დანამატებით ცვილი ღებულობს სპეციფიურ სუნს. პარაფინის დამატებისას ცვილის ზედაპირი ოდნავ ჩაღრმავებული ხდება, დარტყმისას არ იმსხვრევა ისე ადვილად, როგორც ნატურალური.
ნატურალური ცვილი ხელში ადვილად რბილდება, ხოლო დანამატებიანი – ნაკლებად პლასტიურია.
ფუტკრის ცვილს გარჩევით მეტი ხვედრითი წონა აქვს, ვიდრე მინერალურ სანთლებს და ამ თვისებას იყენებენ ფალსიფიკაციის დასადგენად.0,95 ხვედრითი წონის მქონე სპირტისა და წყლის, 20 გრადუსამდე გამთბარ ხსნარში მოთავსებისას ფუტკრის ცვილი ჩაიძირება, ხოლო  თუნდაც10% დანამატის შემთხვევაში – იტივტივებს ზედაპირზე.

ცვილის გამოყენება მედიცინაში

უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ცვილი მედიცინაში.

მაგ. ანგინის დროს ჰიპოკრატე გვირჩევდა ყელზე ცვილის ფენის დადებას. ავიცენა იყენებდა ცვილს  როგორც ხველების დასარბილ და ამოსახველებელ საშუალებას. აგრეთვე, ცვილი გამოიყენებოდა მეძუძური დედების  რძის რაოდენობის გაზრდის მიზნით.
ცვილის ღეჭვა, განსაკუთრებით ანათალის, ძალზედ სასარგებლოა ყელის, პირის ღრუს, ღრძილების  დაავადებების დროს.
ხშირად ცვილი გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მალამოების, სანთლების კრემების, ბალზამების სახით.
არც ერთ პროდუქტში არ არის იმდენი კაროტინი, როგორც ცვილში. მაგალითად, კაროტინით განთქმულ 100 გრ. სტაფილოში 2-დან 9 მგ-მდე კაროტინია, იგივე რაოდენობის ცვილში იგი 8-12 გრამია. A -ვიტამინი ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას და გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, რასაც ფართოდ იყენებენ კანის დაავადებების, ჭრილობების, დამწვრობების, წყლულების მკურნალობისას.

უფრო მეტი სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა თაფლისა და ცვილის ერთდროული მოქმედება.

პირის ღრუს დაავადებების მკურნალობისას განსაკუთრებით ეფექტურია ანათალის ღეჭვა. ასევე მკურნალობენ სტომატიტს, პარადონტოზს. კარგი შედეგი ვლინდება ჰაიმორიტის და ბრონქული ასთმის მკურნალობისას.
სპასტიური კოლიტის შემთხვევაში ცვილის მიღება აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას.
მდნარი ცვილის შეზელვა აკუპუნქტურის წერტილებში, გამოიყენება პერიფერიული სისხლძარღვების მკურნალობისას.
ცვილი კარგად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსის  დაავადებების დროს, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა A-ვიტამინი, გააჩნია დამარბილებელი  და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ცვილს ღებულობენ სპასტიური კოლიტის დროს.

კუჭში მოხვედრილი ცვილის ათვისება არ ხდება, მაგრამ იგი საცხივით ედება და დადებითად მოქმედებს ნაწლავებზე. ცვილს გააჩნია ადსორბციის უნარი (იერთებს ტოქსიკურ ნივთიერებებს).
უწინ ცვილს იყენებდნენ კონსერვირებისათვის. ცვილის 2 სმ-იანი ფენით ფარავდნენ ზამთრისათვის დამზადებულ მწნილებს, კომპოტებს. უნდა აღინიშნოს ამ ხერხის უპირატესობა ჩვეულებრივ მოხუფვასთან შედარებით, რადგან ცვილს ქვეშ არ რჩება ჰაერის ფენა, რაც ბოტულიზმის ჩხირის გამრავლებას გამორიცხავს და პროდუქტი არ ეხება სახურავს.

ცვილი კოსმეტოლოგიაში

პარფიუმერიაში ცვილს იყენებენ მდგრადი ეთერზეთის დასამზადებლად, რომელიც ხარისხით არ ჩამორჩება ვარდისა და ჯასმინის ეთერზეთებს.
მნიშვნელოვანია, რომ ცვილი აბსულუტურად უვნებელია და არ იწვევს გვერდით მოვლენებს, ამიტომ მას იყენებენ ნიღბების, პომადის, წამწამების ტუშის, დეზადორანტების დამზადებისას.
კოსმეტოლოგიაში ფართოდ იყენებენ ცვილის, თაფლისა და მცენარეების ნაყენით დამზადებულ საცხებსა და ნიღბებს, რომლებიც აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას, ხელს უშლიან ნაოჭების განვითარებას და ემსახურებიან სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

ცვილი – (სტომატ.) უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერი ერთვალენტიანი უმაღლესი სპირტით. ოთახის ტემპერატურაზე მყარია, სხეულის ტემპერატურაზე დარბილებული. ცვილი არსებობს: ცხოველური – (სტომატ.) ფუტკრის, ლანოლინი (ცხოველების ბეწვისგან); მცენარეული – (სტომატ.) კარნაუბის, იაპონური; მინერალური – (სტომატ.) მონტანის, ოზოკერიტი, პარაფინი, სინთეზური ცერეზინი. სტომატოლოგიაში ცვილი გამოიყენება დამხმარე საშუალებად კლინიკასა და ლაბორატორიაში.   (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)


ბმები

გადასვლა >>> ,,ფუტკრის პროდუქტები
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები