თურმანიძის ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მალამო

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მალამო გამოიყენება 

რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები კარბუნკულოზი, ფურუნკულოზი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადებების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი) ტროფიკული წყლული, პოსტტრავმული დაჩირქებული ჭრილობები, დიაბეტური ტერფი. ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ.

☘ გამოყენება პროქტოლოგიაში

ანალური ნაპრალები, პარაპროქტიტი, ბუასილი.

☘ გამოყენება გინეკოლოგიაში

საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ენდოცერვიციტი.

☘ გამოყენება მეანობაში

კერტების ნახეთქები, შორისზე ჭრილობები.

☘ ფარმაკოლოგიური მოქმედება

მალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მალამოს  ხმარების წესი

ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალზე, ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით წასმულ თურმანიძის მალამოს. ღრმა ჭრილობებში მალამოს შეყვანა ხდება ტამპონით. ყოველი შეხვევის წინ ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიკური (3% -იანი წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით, ნახვევის გამოცვლა ხდება 24 სთ-ში ერთხელ.

გინეკოლოგია: ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ.
პროქტოლოგია: ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერიანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად წასმული თურმანიძის მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მალამო არ იწვევს ალერგიული რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.

☘ შენახვის ვადა: 3 წელი ინახება მშრალ გრილ ადგილას.

წამლის ფორმა: 25 გ ალუმინის ტუბი

რა დროს გამოგიყენებიათ თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო?

შედეგები

Loading ... Loading ...