შარდვის გაძნელება

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: გამარჯობა, ვარ 34 წლის, გათხოვილი. დაახლოებით ბოლო 7 – 8 წელი მაწუხებს გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდვა სუსტი ნაკადით. შარდის ბუშტი ბოლომდე ვერ იცლება, ნარჩენი შარდი 50მლ ნაკლები არ ყოფილა. შარდში მუდმივად ლეიკოციტებია, ამ ხნის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მქონდა პიელონეფრიტის შეტევა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვმკურნალობ რეალური მედეგის გარეშე. ჩემი პრობლემების გამო ვაპირებ საზღვარგარეთ წასვლას. რას მირჩევდით? 

პასუხი: შარდვის გაძნელება ქალების აღნიშნულ ასაკში ძალზედ იშვიათია, თუმცა გვხვდება პრაქტიკაში. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს შარდსადენი მილის გამავლობა, გამოირიცხოს ნევროლოგიური დაავადებებიმაგალითად გაფანტული სკლეროზი. თუ შარდსადენი მილი გამავალია შესაძლებელია მომატებული იყოს გარეთა სფინქტერის ან მენჯის ფსკერის კუნთების ტონუსი (რაც ახასიათებს ესევე გაფანტულ სკლეროზს). აბებით მკურნალობა ხშირათ უშედეგოა, ხოლო კუნთების ტონუსის შესამცირებლად არსებობს სპეციალური პრეპარატები რომლებიც კეთდება აღნიშნულ კუნთებში, რაც აღადგენს ნორმალურ მოშარდვის აქტს. დღეს ამგვარი რამ საქართველოშიც სავსებით შესაძლებელია.

…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>