ლოკალური მასაჟი

ლოკალური მასაჟი

ლოკალური მასაჟის შემთხვევაში მუშავდება სხეულის ცალკეული ნაწილები, მაგალითად – კისერი, ზურგი, ფეხი და ა.შ. აუცილებლობის შემთხვევაში,  მუშავდება ცალკეული კუნთებიც კი, მყესები, სისხლძარღვები და სხვა. ლოკალური მასაჟის ჩატარების დრო დამოკიდებულია იმაზე, სხეულის რა ნაწილზე კეთდება მასაჟი. ასეთი მასაჟი გრძელდება მინიმუმ სამ წუთს და მაქსიმუმ 25 წუთს. ლოკალური მასაჟის შემთხვევაში გამოიყენება იგივე ხერხები და იმავე თანმიმდევრობით, როგორც საერთო მასაჟის შემთხვევაში.

 ლოკალური მასაჟი იწყება ზემოთ განლაგებული სხეულის ნაწილიდან. მაგალითად, თუ მასაჟი ხელზე უნდა გაკეთდეს, მას აუცილებლად იწყებენ მხრიდან (ჯერ ამუშავებენ ხელის შიდა ზედაპირს, შემდეგ ზედა ზედაპირს). ამის შემდეგ, გადადიან იდაყვზე, წინამხარზე, ხელის მტევანზე, ბოლოს კი – თითებზე.

ხელის მტევნის ლოკალურ მასაჟს იწყებენ წინამხრიდან. ეს მასაჟი 1 წუთს გრძელდება, მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან მტევანზე.

ყველაზე ხშირად ამ სახის მასაჟს თვითონ მასაჟისტი ასრულებს. ასევე შეიძლება გაკეთდეს ე.წ. ურთიერთმასაჟი, ანდა თვითმასაჟი.

________________________________________

სტატია მოამზადა გიორგი გერგეშელიძემ

..

,,მასაჟი”