ცივ–ცივი ბანანები შოკოლადით

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

გაყინულ ბანანებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში, განსაკუთრებით როცა შოკოლადშია ამოვლებული (შოკოლადში ამოვლებული მარწყვებივით). თანაც ჩვენს პატარას ძალიან უყვარს ბანანიც და შოკოლადიც. მერე, მომზადებაც ადვილია და მემგონი საუკეთესოა ზაფხულის ცხელ შუადღეს მისართმევად. რაც მთავარია, ბავშვთან ერთად შეგვიძლია მოვამზადოთ.
ჯერ საჭირო ინგრედიენტები მოვიმარაგოთ:
2 ც მწიფე ბანანი, 1 ფილა შოკოლადი, 1/4 ნაღები და ფოლგის ქაღალდი.
ახლა კი საქმეს შევუდგეთ:
შოკოლადი შეგვიძლია ბლენდერში დავფქვათ, მერე ნაღებთან ერთად გავთქვიფოთ. თითო ბანანი დავჭრათ სამ-ოთხ ნაწილად, ნახევრად ამოვავლოთ შოკოლადიან ნაღებში და დავდოთ ფოლგის ქაღალდზე.
შემდეგ შევინახოთ საყინულეში. 1 საათის შემდეგ გამოვიღოთ და ვისიამოვნოთ.

წყარო: www.puphynuphy.ge