ვაშლის ბორბლები

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

საჭირო ინგრედიენტები:
2ც ვაშლი (მოზრდილი);
1ც კვერცხი;
100 მლ. რძე;
1ჩ.კ. შაქარი;
1 ს.კ. ზეთი;
5 ს.კ. პურის ფქვილი;
ვანილი, მწიკვი მარილი;
შაქრის პუდრში შერეული ცოტაოდენი დარიჩინი.
მომზადების წესი:
1. ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ მრგვალად, გულიც ასევე მრგვალად ამოვაჭრათ.
2. მოვამზადოთ ჩვეულებრივი ბლინის ცომი: რძე, კვერცხი, შაქარი, მარილი, ზეთი, ვანილი და ფქვილი.
3. ცომში ამოვავლოთ ვაშლის “ბორბლები”, მოვათავსოთ ზეთიან ტაფაზე და შევბრაწოთ ორივე მხრიდან.
4. გამზადებულ ბორბლებს თეფშზე მოვაყრით შაქრის პუდრს და დარიჩინს გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით თქვენს პატარასთან ერთად!

წყარო: www.puphynuphy.ge

….