მშობიარობის პროცესი – მთავარია ნდობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”

მშობიარობის პროცესი  – თუ გსურთ, რომ მშობიარობის პროცესი თქვენი სცენარით წარიმართოს, შეეცადეთ წინასწარ მონახოთ ის მეან-გინეკოლოგი, რომელიც თქვენ ამაში დაგიჭერთ მხარს.
მომავალმა დედამ აუცილებლად უნდა განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება მოსალოდნელი მშობიარობის მიმართ. ქალების ნაწილი აქტიურობით და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევა – ისინი გადიან მომზადებას შესაბამის კურსებზე და ეძებენ ექიმს, რომელიც არ შეუშლიდა ხელს პროცესის ბუნებრივ მსვლელობას და გასწევდა პროფესიონალურ დახმარებას გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში.
ზოგიერთ ქალს პასუხისმგებლობა მთლიანად ექიმზე გადააქვს და მისგან ტკივილის გაყუჩებას და საკუთარი შეგრძნებების შემსუბუქებას ითხოვს.
არსებობს ორსული ქალების კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის და შესაძლო ვარიანტების მრავალფეროვნების ფონზე თავს დაბნეულად გრძნობს.

გახსოვდეთ

იმაზე, თუ როგორ ჩაივლის მშობიარობა, დამოკიდებულია თქვენი პატარას ჯანმრთელობა. საბედნიეროდ, დღეს არჩევანი საკმაოდ ფართოა: სხვადასხვა სამშობიარო სახლებში სხვადასხვა პირობები და შესაძლებლობებია, მაგრამ მთავარი და განმსაზღვრელი მაინც ექიმის ფაქტორია.
ვერანაირი, ყველაზე თანამედროვე ტექნიკაც კი ვერ შეცვლის ადამიანურ გაგებასა და მხარდაჭერას. მას შემდეგ, რაც თქვენ გაერკვიეთ, თუ რა გინდათ და რომელ სამშობიარო სახლზე ჩერდება თქვენი არჩევანი, უნდა გაესაუბროთ იქ მომუშავე მედპერსონალს, გაეცნოთ ხელშეკრულების პირობებს და დაადგინოთ თუ რომელი ექიმი უხელმძღვანელებს მშობიარობის პროცესს.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ქმედებები გაგიქარვებთ ეჭვისა და გაურკვევლობის გრძნობას, რაც თავის მხრივ, სასარგებლოდ იმოქმედებს მოსალოდნელი მოვლენების წარმატებულ მსვლელობაზე.
ბესტსელერის “ჩვენ ველოდებით პატარას” ავტორები უილიამ და მარტა სერზები გვირჩევენ: ”ამოირჩიეთ ისეთი ექიმი, რომლის შეხედულებებიც ეთანხმება თქვენს საკუთარ შეხედულებებს.
ძალიან ტაქტიანად და რბილად შეეცადეთ გაიგოთ თუ რას ფიქრობს ექიმი იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენ გაღელვებთ.
გახსოვდეთ, იდეალური ვარიანტი არ არსებობს, მთავარია განსაზღვროთ პრინციპული მომენტები (მაგ., როგორ უყურებს ექიმი ქმრის მონაწილეობას მშობიარობისას, რომელ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს ანიჭებს ის უპირატესობას, ბავშვის გაჩენისთანავე ხდება თუ არა მისი დედასთან კონტაქტი და ა.შ.)
არ არის მიზანშეწონილი ამგვარი კატეგორიული მტკიცებულებებით საკუთარი პოზიციის გამოხატვა: “მე წინააღმდეგი ვარ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენებისა.”, უმჯობესია თქვენი შეკითხვა ასეთი ფორმით გამოხატოთ: “რა სახით უმკლავდება ტკივილს მშობიარეთა უმეტესობა თქვენს სამშობიარო სახლში?” ან “ რას აკეთებთ და რას სთავაზობთ მშობიარე ქალებს, თუ მშობიარობის პროცესი ჩერდება?”
თუ ექიმი ახსენებს ეპიდურალურ ანესთეზიას, აუცილებლად სთხოვეთ მას გაგაცნოთ ამ პროცედურის შესაძლო ნეგატიური შედეგები.
მთავარია, ექიმის მიმართ ნდობა გაგიჩნდეთ. აქ ინდივიდუალური თავისებურებები მოქმედებენ: ზოგს მოსწონს ავტორიტარული სპეციალისტი, ზოგი კი უპირატესობას ანიჭებს ექიმს, რომელშიც ხედავს თანამოზიარე პარტნიორს.
დარწმუნდით იმაში, რომ ექიმს უჭირავს საღი წონასწორობა მშობიარობის ბუნებრივი და მედიკამენტოზური წესით წარმმართვის საკითხში.

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: shvilebi.ge კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ ნივთები ორსულთათვის 

..