დეპრესია მშობიარობის შემდეგ

დეპრესია მშობიარობის შემდეგ

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.


ბავშვის სიცოცხლის პირველი თვეები ყოველთვის დადებით ემოციებს როდი იწვევენ.
მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა დედას შეიძლება დაეწყოს მშობიარობის შემდგომი დეპრესია.
ამგვარი მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება დავასახელოთ ჰორმონები და გარემოებები.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მშობიარობის შემდგომი დეპრესია უფრო ხშირად გვხვდება პირველი მშობიარობის შემდეგ.
სინამდვილეში, ამგვარ შემთხვევათა რიცხვი გაცილებით მეტია, მაგრამ რადგან ყველა ქალი არ მიმართავს ექიმს დახმარებისთვის, ამიტომ აღრიცხულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია.
დეპრესია შეიძლება დაიწყოს მშობიარობის მეორე დღიდან ერთ თვემდე და გაგრძელდეს რამოდენიმე თვის მანძილზე.
მისი წარმოშობის მთავარი მიზეზია მძლავრი ჰორმონალური გარდაქმნა, რომელიც ქალის ორგანიზმში მშობიარობის შემდეგ მიმდინარეობს.
ამის ფონზე ახალნამშობიარეთა უმეტესობას შეიძლება აღენიშნოს ემოციონალური დარღვევები, ჭირვეულობა, უმიზეზო ტირილი, ცუდი ძილი…. . ზოგიერთ მათგანს ამგვარი დარღვევები შეიძლება დეპრესიაში გადაეზარდოს.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე შიდაპიროვნული ფსიქოლოგიური კონფლიქტი.
მკვეთრად გამოხატული ეოციონალური დარღვევების პროვოცირება შეუძლიათ აგრეთვე ქმართან კონფლიქტურ ურთიერთობას, ქრონიკულ სტრესს, ქვეცნობიერად ბავშვის არყოლის სურვილს, ქალის მშობლების მხრიდან მისი ორსულობისადმი უარყოფით დამოკიდებულებას, სოციალურ პრობლემებს (მაგ. სამუშაოს დაკარგვა).
როდესაც საქმე გვაქვს ნამდვილ დეპრესიასთან სიმპტომების სრული კომლექტით, აქ ექიმის გარეშე საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. მკურნალობა მიმდინარეობს მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენებით. თუ ექიმი ჩათვლის, რომ მის წინაშე დეპრესიული სინდრომის იოლი ფორმაა და დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის უპირატესობას სწორედ ფსიქოთერაპიას მიანიჭებს. ამ მეთოდზე საუბრისას, ჩვენ გარკვეულწილად მის ერთ-ერთ განშტოებას, ოჯახურ ფსიქოთერაპიასაც ვგულისხმობთ.
ოჯახის წევრებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ქალის გამოჯანსაღების საკითხში.
თუ ახალგაზრდა დედა დეპრესიის ტყვეობაში მოხვდა, ახლობლებმა მაქსიმალური გაგება და მოთმინება უნდა გამოიჩინონ.
ბუნებრივია, ქმრისთვის არც თუ ადვილი მისაღებია ის ფაქტი, რომ ბავშვის გაჩენასთან ის აღარ წარმოადგენს მთავარ ფიგურას ქალის ცხოვრებაში.
ზოგიერთი მამაკაცი, როდესაც გრძნობს ყურადღების ნაკლებობას, იკეტება საკუთარ თავში, რითაც ცოლს დამატებით ტრავმას აყენებს.
ამ პერიოდში რაოდენ ძნელი ასატანიც არ უნდა იყოს ცოლის ქცევა, მისი მოთხოვნები, ქმარი უნდა აღივსოს მოთმინებით და თავი აარიდოს კონფლიქტების წარმოშობას, იყოს ტაქტიანი და მზრუნველი.
იგივე ეხებათ ოჯახის დანარჩენ წევრებს და განსაკუთრებით დედებს.
მათი მხრიდან ახალგაზრდა დედა უნდა ღებულობდეს ოჯახურ სითბოს, ყურადღებასა და გაგებას (გადაჭარბებული და თავსმოხვეული ზრუნვის გარეშე).

მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმის შესახებ თუ რა ხერხებს შეიძლება მიმართოს ახალნამშობიარევმა თუ შვილის გაჩენას თან სულიერი დისკომფორტი მოჰყვა. ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან : shvilebi.ge კონტაქტი სტატიის ავტორთან : anna@shvilebi.ge


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ ნივთები ორსულთათვის 

.