მშობიარობის შემდგომი დეპრესია

მშობიარობის შემდგომი დეპრესია

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

თუ ქალს მშობიარობის შემდეგ შეუძლია ბავშვის სათანადო მოვლა, ქმართან, მშობლებთან და მეგობრებთან ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ამასთან გარკვეულ სულიერ დისკომფორტს განიცდის, მას შეუძლია დამოუკიდებლად საკუთარი ემოციონალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ხელახლა ჩაჯდეს ჩვეულ ყოფით რიტმში და ოჯახურ ვალდებულებებს თავი არ უნდა აარიდოს.
ახალგაზრდა დედა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეშვას. საკუთარი თავის მოვლა, ნორმალური კვება და ძილი, გარეგნობაზე ზრუნვა და ოჯახური მოვალეობები – აი ის აუცილებელი პირობები, რომლებიც მან უნდა დაიცვას.
ასევე არ უნდა დაიკარგოს სოციალური კონტაქტები: უნდა მოინახოს დრო ქმართან საურთიერთოდ, მეგობრებთან შესახვედრად, საკითხავად თუ სხვა რაიმე საქმიანობისათვის, თუნდაც ამ ყველაფერმა დღეში სულ რაღაც ნახევარი საათი დაიკავოს.

გუნება-განწყობის გაუმჯობესებაზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებენ:

• თავი აარიდეთ დაბნელებულ ოთახში ყოფნას, უნდა შემოუშვათ რაც შეიძლება მეტი დღის სინათლე;
• კვებით რაციონში შეიტანეთ ბანანები, შავი შოკოლადი (თუ ამის ნებას ბავშვის ძუძუთი კვება მოგცემთ), ხილი, რძის პროდუქტი;
• კარგი ძილი- აუცილებელი ნორმაა 7-8 საათი, შეთანხმდით ქმართან, რომ მორიგეობით ადგებით ღამე ბავშვის გამოღვიძების დროს;
• ყველანაირად ეცადეთ დადებითი ემოციების კულტივირება;
• გული გადაუშალეთ თქვენს ახლობლებს (მეგობრებს, ახლობლებს). გაანდეთ და გაუზიარეთ თქვენი სატკივარი და ის რაც გაწუხებთ;
• დაამყარეთ ურთიერთობა ახალბედა დედებთან, ეზოში ბავშვის გასეირნებისას, ინტერნეტში მშობელთა ფორუმზე წამოჭერით თემა, რომელიც გაღელვებთ და მოსვენებას არ გაძლევთ;
• ისეირნეთ სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება მეტხანს; თავს ძალა დაატანეთ და გადით გარეთ მაშინაც კი, როდესაც ეს არ გინდათ;
• გარეგნობა: გაიხსენეთ, რომ დაგიდათ დრო, როდესაც ტანსაცმლის შერჩევა მუცლის ზომაზე არ არის დამოკიდებული. გამოიჩინეთ ფანტაზია და შეიძინეთ რაიმე ახალი. სხვათა შორის, შოფინგს ქალზე ყოველთვის ჰქონდა ანტიდეპრესანტის ეფექტი.
• ზუსტად გაანაწილეთ მოვალეობები თქვენსა და ახლობლებს შორის. დედას (დედამთილს) და ქმარს მიეცით კონკრეტული დავალებები, მაგრამ ძალიან ნუ გადატვირთავთ. თუ დედა (ან დედამთილი) თქვენთან არ ცხოვრობს, აიყვანეთ დამხმარე ქალი (მაგრამ არა ძიძა), რადგან პირველი თვეების მანძილზე სწორედ თქვენ უნდა იყოთ ბავშვთან;
• ნორმალური კვება: სასარგებლო, ვიტამინებით და უჯრედისით მდიდარი საკვები;
• წყლის პროცედურები: იდეალურია, თუ გაქვთ აუზზე სიარულის საშუალება, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, კონტრასტული შხაპიც ან მატონიზირებელი დილით და დამაწყნარებელი ბალახებიანი აბაზანა შესანიშნავად გამოდგება; შეგიძლიათ აბაზანაში ჩაყაროთ ზღვის მარილი და დაამატოთ რამოდენიმე წვეთი ეთერზეთისა.
• შეეცადეთ ქმართან შეინარჩუნოთ ნორმალური ურთიერთობა: როგორც არ უნდა იყოს, ის თქვენი ყველაზე ახლობელი ადამიანია. ზოგიერთი ქალი ამ პერიოდში ივიწყებს იმის შესახებ, რომ მას ჰყავს ქმარი, რაც სავალალოდ აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე; შეეცადეთ აუხსნათ, რომ ახლა გიჭირთ და ზედმეტად გაღიზიანებული და აღგზნებული ხართ, მაგრამ ეს ყველაფერი გადაივლის თუ ერთობლივი ძალებით და შეთანხმებულად დაძლევთ ამ სიტუაციას.

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: shvilebi.ge კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ ნივთები ორსულთათვის