მშობიარობის შიში

მშობიარობის შიში

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”

მშობიარობა მართლაც იმდენად მძლავრ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განცდას წარმოადგენს, რომ მისი მოლოდინი დაკავშირებულია მთელ რიგ შიშის განცდებთან.
გარდა სავსებით გასაგები მშობიარობის ტკივილთან დაკავშირებული შიშისა, ქალს შეიძლება აწუხებდეს ბოლომდე გაუცნობიერებელი შიში, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი დაბადების ბავშვურ ტრამვებთან და ქვეცნობიერების სიღრმიდან ამოტივტივდება ხოლმე.
ასეთი “მოგონებები” ადამიანს მიჰყვება მთელი ცხოვრების მანძილზე და მის ქცევაზე ახდენს უნებურ ზეგავლენას.
ხანდახან ხდება ისედაც, რომ მოახლოებული მშობიარობის მოლოდინში ქალს ეუფლება სიკვდილის შიში. საქმე იმაში კი არ არის, რომ ქალის ეს შიში საკუთარი სიცოცხლის საფრთხესთან არის დაკავშირებული, ეს უფრო ბავშვის განცდების წინათგრძნობაა, რომელიც ჩვეულებრივ ჩნდება ბავშვის მიერ დაბადებისწინა პერიოდში, როდესაც ბავშვი გადის ფსიქოლოგიური “სიკვდილის” სტადიას.
არ დაგავიწყდეთ, რომ დაბადება – ეს ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი განცდაა, რომელიც თავისი სიძლიერით ალბათ მხოლოდ სიკვდილს თუ უტოლდება.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მშობიარობა უფრო იოლ ფორმებში მიმდინარეობს იმ ორსული ქალებისათვის, რომელთაც გაიარეს შესაბამისი მომზადება, რომელთაც კარგად აქვთ გაცნობიერებული მშობიარობის მიმდინარეობა და მზად არიან აქტიურად იმონაწილეონ საკუთარი ბავშვის დაბადების პროცესში.
მათ კარგად ესმით, რომ ბავშვის შეგრძნებები ამ დროს გაცილებით უფრო ძლიერია მათ საკუთარ შეგრძნებებზე.
ყველაზე მეტად ცხოვრებაში ჩვენ გვეშინია გაურკვევლობის და იმის, რაც არ ვიცით.
სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოება საკმაოდ ცუდად ერკვევა მშობიარობის საკითხებში.
არ დაიზაროთ და მოიძიეთ შესაბამისი ლიტერატურა, გაეცანით თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას: იქნება ეს სპეციალური გამოცემები, ვიდეო მასალა თუ ფსიქოლოგიური მომზადების კურსები.
შიშის უმეტესობა გაივლის, თუ წინასწარ მოემზადებით მშობიარობის საორგანიზაციოდ და სამშობიარო სახლის არჩევას არ ექნება შემთხვევითი და სტიქიური ხასიათი.
კიდევ უფრო უკეთესი თუ წინასწარ გაეცნობით მეან-გინეკოლოგს, რომელიც გამშობიარებთ.
გარდა იმისა, რომ ადამიანი უნდა იყოს მაღალპროფესიული მომზადების სპეციალისტი, ის უნდა იწვევდეს უბრალო ადამიანურ სიმპათიას.
ამ ადამიანების მიმართ წარმოშობილი ნდობის გრძნობა, რომლებიც ამ საპასუხისმგებლო მომენტში იქნებიან თქვენს გვერდით, ხელს შეუწყობს მშობიარობის უკეთეს მსვლელობას.
აუცილებლად განიხილეთ მათთან ერთად თქვენი მშობიარობის “სცენარი” , გაეცანით არჩეულ სამშობიარო სახლში არსებულ წესებს.
კარგი იქნება თუ ამ დროს თქვენს გვერდით იქნება თქვენი მეუღლე ან ახლო მეგობარი.
ის ფაქტორი, რომ რთულ სიტუაციაში თქვენ გექნებათ ახლობლის მხარდაჭერა ასევე შეუწყობს ხელს ბევრი შიშის გადალახვას.
გახსოვდეთ, რომ ბუნებამ ქალი დააჯილდოვა ბავშვის გაჩენისათვის საჭირო ყველა თვისებით-მოთმინებით, სიბრძნით, ინტუიციით.
ირწმუნეთ საკუთარი ძალების! მადლიერების გრძნობით მიიღეთ ყველა ეს ცვლილება, დააფასეთ მათი მნიშვნელობა, რადგან ეს ორსულობის ჰარმონიულ მსვლელობას შეუწყობს ხელს და გააცნობიერეთ ის, რომ ეს ყველაფერი ამზადებს თქვენს სულს დედობისათვის.

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: shvilebi.ge კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge

 

..