ახალი მდგომარეობის გაცნობიერების ეტაპები ორსულობისას

ახალი მდგომარეობის გაცნობიერების ეტაპები ორსულობისას

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”

ახალი მდგომარეობის გაცნობიერების ეტაპები ორსულობისას – როდესაც ქალი იგებს, რომ მასში ჩაისახა ახალი სიცოცხლე, ის საოცრად დიდი ემოციების მოზღვავებას გრძნობს. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება სრულიად უნდა შეიცვალოს.
ქვემოთ განვიხილავთ, თუ რა ეტაპებს გადის ქალის ემოციური მდგომარეობა ორსულობის გაცნობიერების პროცესში.

ეტაპი პირველი: უშუალო რეაქცია

ეს პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთის ან რამოდენიმე საათის განმავლობაში. რასაკვირველია, როდესაც ორსულობა დაგეგმილია და სასურველი, ქალის გრძნობები უფრო მოსალოდნელ ხასიათს ატარებს. როგორც წესი, ეს სიხარულია მისი გამოხატვის წყნარი ფორმებიდან ეიფორიამდე. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, გრძნობათა სპექტრი უფრო ფართოა – სასოწარკვეთიდან სიხარულამდე. სიხარულის გრძნობა შეიძლება განიცადოს ქალმა, რომელსაც დედობრივი ინსტინქტი ძლიერი აქვს; ამ შემთხვევაში მან შეიძლება იგრძნოს, რომ უკვე უყვარს ეს ბავშვი და ის მისთვის სასურველია, მოულოდნელობის მიუხედავად.

ეტაპი მეორე: გაცნობიერება და დაჯერება

მეორე ეტაპი შეიძლება რამოდენიმე დღე გაგრძელდეს და სამ კვირას მიაღწიოს. ეს პერიოდი იმისთვისაა საჭირო, რომ ქალის ემოციები (როგორიც არ უნდა იყოს) დალაგდეს, მან ხელახლა მოიპოვოს განსჯის უნარი და დაგეგმოს თავისი მომავალი ცხოვრება. გრძნობათა სიძლიერე ჯერ ისევ ისეთია, თუმცა უკვე დაკლებას იწყებს. ის ქალებიც კი, რომელთა ორსულობაც დაგეგმილი იყო, აღნიშნავენ, რომ მაშინვე ვერ გააცნობიერეს დაორსულების ფაქტი.
თუ ორსულობა მოულოდნელია და ჯერჯერობით აღიქმება როგორც არასასურველი, შეეცადეთ იპოვოთ ამ სიტუაციაში დადებითი მომენტი. თუ საჭიროა-იტირეთ კიდეც, ოღონდ ნუ მიეცემით გაუთავებელ ცრემლისღვრას! ამ ეტაპზე შეეცადეთ მხარდაჭერა იპოვოთ ახლობელ ადამიანებში, მეგობრებში და პირველ რიგში – ბავშვის მამაში. სხვა ადამიანებთან საუბრები უფრო სწრაფად იძლევიან მომხდარის რეალურობის შეგრძნებას და მომავალის მიმართ იმედიანი განწყობის შექმნას უწყობენ ხელს.

ეტაპი მესამე: ახალი გრძნობების გაჩენა

ქალი, რომელმაც გააცნობიერა, რომ მის შიგნით ჩაისახა ახალი სიცოცხლე და გადაიტანა გრძნობების პირველი მოზღვავება, იწყებს იმის დაჯერებას, რომ ყველაფერი ეს რეალურია და იმსჭვალება ახალი გრძნობებით. თვით დაგეგმილი ორსულობის დროსაც კი შეიძლება წარმოიშვას დაბნეულობა, შიში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რადგან ამ დროს ქალს უწევს მრავალი ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რაც დაგეგმილი ორსულობის დროს წინასწარი განხილვის საგანს წარმოადგენს.
მშფოთვარე მდგომარეობა – ეს ორსულობის ბუნებრივი თანამგზავრია და სულაც არ წარმოადგენს უსარგებლო გრძნობას. ის ქალს ეხმარება დაფიქრდეს ბევრ საკითხზე: შეიძლება თუ არა ახლა ისეთი რამ, რაც ადრე შეიძლებოდა? ღირს თუ არა ამა თუ იმ საკვების მიღება თუ უჯობესი იქნებოდა თავის შეკავება? მიზანშეწონილია თუ არა რაიმე დატვირთვა ორგანიზმზე თუ უმჯობესია თავს გავუფრთხილდეთ? ორსულობის პერიოდში ბევრ ქალს სწორედ ეს მდგომარეობა ეხმარება მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ამ მდგომარეობის: ეს ბუნებრივი რეაქციაა. მთავარია – დარჩეთ იმ სიტუაციაში, რომელშიც ამ გრძნობას მართავთ თქვენ და არა პირიქით.

ეტაპი მეოთხე: ემოციების სტაბილიზაცია

ამ ეტაპის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, რაოდენ სწრაფად ჩაიარეს წინა ეტაპებმა და იმის მაჩვენებელია, რომ მომავალმა დედამ დაიწყო ახალ სიტუაციასთან შეგუება და მზად არის თავისი ცხოვრება ახალი გარემოებების შესაბამისად გარდაქმნას. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება კვებასთან, დღის განრიგთან დაკავშირებული ახალი ჩვევები, ფორმირდება ახლებური დამოკიდებულება საკუთარი თავის და გარშემომყოფთა მიმართ. როგორც წესი, ეს ეტაპი გასხივოსნებულია ისეთი გრძნობით, როგორიცაა ჩუმი სიხარული.
აქედან გამომდინარე, ყველა ქალი გადის გარკვეულ ეტაპებს მას შემდეგ, რაც იგებს, რომ ის ორსულადაა. ეტაპების ცვალებადობა შეიძლება იყოს სწრაფი და პირველსა და მეოთხე ეტაპს შორის შეიძლება გაიაროს სულ რამოდენიმე დღემ, მაგრამ ხანდახან ის შეიძლება გაგრძელდეს მთელი პირველი ტრიმესტრის მანძილზე. ძალიან ბევრია ამ დროს დამოკიდებული ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით ბავშვის მამაზე.   >> ორსულობა, მშობიარობა

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: shvilebi.ge კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 

..