ფოლკმანის კბილიანი კავი

 ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

ჭრილობის კიდეების გამაგანიერებელი, კბილიანი     ქირურგიული ინსტრუმენტი. აგებულება:

– სამუშაო ზედაპირი  (2, 3, 4 და 6) კბილიანი მახვილი ან ბლაგვი კავია.  (სურ. 1.23)

– აქვს ლითონის ერთიანი ან ფენესტრირებული (ფანჯრიანი), სხვადასხვა კონფიგურაციის სახელური  (იხ. ჭრილობის გამაგანიერებელი ინსტრუმენტები (რეტრაქტორები))

დანიშნულება:

1) ფოლკმანის მახვილი, კბილიანი კავები  გამოიყენება  ჭრილობის კიდეების გადასაწევად, აპონევროზის და სხვა მკვრივი სტრუქტურის ფიქსაციისთვის.

2) ბლაგვი კავები გამოიყენება შედარებით უფრო ნაზი ქსოვილის  (კუნთი, მყესი და სხ.) რეტრაქციისთვის.

20

_____________________________________________
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>