ქლამიდიოზი და უშვილობა

ქლამიდიოზი და უშვილობა

ერთ-ერთი ავტორიტეტული კვლევის თანახმად, ქლამიდიოზით დაავადებულთა 68,9%-ში სპერმა უვარგისი იყო განაყოფიერებისათვის.

თანამედროვე რეკომენდაციებით, ყველა უშვილო მამაკაცში უნდა გამოირიცხოს ქლამიდიოზი (თუ, რასაკვირველია, არ არის სპერმატოგენეზის უხეში გარღვევები).

მამაკაცში ქლამიდიოზი უნდა დადგინდეს რაც შეიძლება ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება ვრცელდება ქალზე და იწვევს პათოლოგიურ ანთებით ცვლილებებს, რაც განაპირობებს უშვილობას უკვე ქალის მხრიდან. ამიტომ ყველა საეჭვო შემთხვევაში ქორწინებამდე აუცილებელია შემოწმება და ქლამიდიოზის გამორიცხვა.

ქლამიდიოზის დასადგენად ტარდება  შარდსადენი მილიდან აღებული ნაცხის ან დილის შარდის ან სპერმის ანალიზი


უროლოგია