გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”
სამკურნალოდ ან სადიაგნოსტიკოდ, ანატომიური ღრუს (მუცლის, გულმკერდის) კედლის გავლით, ენდოსკოპიური ინსტრუმენტის შესაყვანი მჩხვლეტავი ენდოქირურგიული ინსტრუმენტი. (სურ. 4.2). (იხ. ენდოქირურგიული ინსტრუმენტები).
განასხვავებენ 5 და 10 მმ დიამეტრის სარქვლოვან და დგუშისებრ ტროაკარებს, რომლებიც დაკომპლექტებულნი არიან პირამიდული ან კონუსური სტილეტებით. 10 მმ ტროაკარი შედგება სტილეტ-ლურსმნისგან, კონუსური ან პირამიდური ფორმის სამუშაო ბოლოთი, და საკუთრივ ტროაკარისგან. ტროაკარის ძირითადი ნაწილებია:
– ინსტრუმენტების შესაყვანი ბუდე; – სარქვლოვანი დგუშისებური მექანიზმი; – აირის მისაწოდებელი ონკანი.10 მმ_იანი ტროაკარის მასრები გამოიყენება მათში 5 მმ_იანი ინსტრუმენტების შესაყვანად, მუცლის ღრუს ჰერმეტულობის შენარჩუნებით.
5 მმ ტროაკარები გამოირჩევიან თავიანთი აგებულებით. განასხვავებენ ორი სახის 5 მმ ტროაკარებს:
1) დგუშისებრი მექანიზმით ე.ი. 10 მმ_იანი ტროაკარის შემცირებული ასლი; 2) სარქველით და აირის მისაწოდებელი ონკანით; ეს ტროაკარი გამოირჩევა ნახევარსფეროსებრი ფორმის სარქვლოვანი მექანიზმით. … ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com …. <<<წინა გვერდი მომდევნო გვერდი>>>> …