ქსოვილის გასაკვეთი მიკროქირურგიული ინსტრუმენტები

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

ნაზი  ქსოვილის გასაკვეთი  ინსტრუმენტები ბასრი, ალესილი ბოლოთი. (იხ. მიკროქირურგიული ინსტრუმენტები) მათ მიეკუთვნება სკალპელი და მაკრატელი. (სურ. 3.6; 3.7)

ქსოვილის გასაკვეთ მიკროქირურგიულ  ინსტრუმენტს მიეკუთვნება სამართებლის პირის ნაჭერი (სურ. 3.6 _ A), რომელიც ფიქსირებულია  სპეციალურ დამჭერში.

qsovilis_gasakveTi_mikroqirurgiuli1

სისხლძარღვის სანათურის გახსნელად გამოიყენება სპეციალური სკალპელი. აღნიშნული ინსტრუმენტი სხვადასხვა ზომისაა და შუბის ფორმა აქვს (სურ. 3.6 _ B).

მიკროქირურგიული მაკრატელი _ სწორი ან მოხრილი გასაკვეთი ინსტრუმენტი. ფუნქციური ნაწილს ე.წ. “ბრანშებს” (სურ. 3.7 _ A)   არ გააჩნიათ ჩვეულებრივი, ქირურგიული მაკრატლისთვის დამახასიათებელი რგოლები (იხ. მაკრატელი), მუშაობის პრინციპი კი დამყარებულია ზამბარისებურ მოძრაობასთან.    (სურ. 3.7 _ B).

qsovilis_gasakveTi_mikroqirurgiuli2

ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<ინა გერდი
მომდევნო გვერდი>>>>