საოპერაციო მიკროსკოპი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

cud02წვრილი სტრუქტურების ვიზუალურად გასადიდებელი  ოპტიკური, სამედიცინო ხელსაწყო; (იხ. სურ. 3.1)  აღნიშნული ხელსაწყო აადვილებს  მიკროსკოპიულ ანატომიურ წარმონაქმნებზე ოპერაციულ ჩარევას.

საოპერაციო მიკროსკოპის აგებულება – თანამედროვე საოპერაციო მიკროსკოპი წარმოადგენს სტერეოსკოპულ სამედიცინო ხელსაწყოს. მისი ძირითადი ნაწილია თავი,  სადაც მოთავსებულია ვიზუალური და გასანათებელი სისტემები. კრონშტეინების სისტემების მეშვეობით შესაძლებელია ოპტიკური თავის დაყენება ქირურგისთვის მოსახერხებელ მდგომარეობაში.

საოპერაციო მიკროსკოპი უზრუნველყოფს ცვალებად გადიდებას 6_ჯერ (6X), 10_ჯერ (10X), 16X, 25X და ა.შ.  ამასთან, მხედველობის არე თითოეული გადიდების პარალელურად მცირდება   შესაბამისი დიამეტრით _ 45მმ; 29მმ; 18მმ; 11.3მმ; 7.2მმ. გადიდების მონაცვლეობა ხორციელდება დისკრეტულად ან თანდათანობით, ფეხის პედლის (სატერფულის) მეშვეობით.

გამანათებელ სისტემაში შედის სინათლის ფილტრები, რომელთა საშუალებითაც ხდება საოპერაციო ველის ცალკეული სტრუქტურის უფრო მკვეთრი კონტრასტირება. საოპერაციო მიკროსკოპი აღჭურვილია დემონსტარციული სისტემით და ფოტოსადგამით.

საოპერაციო მიკროსკოპით (სურ. 3.2) მუშაობის დროს გამოიყენება სპეციალური მიკროქირურგიული ინსტრუმენტები.

საოპერაციო მიკროსკოპთან მუშაობის წესები – საოპერაციო მიკროსკოპი დამაგრებულია შტატივზე მჭიდროდ;  დაუშვებელია ნებისმიერი სახის ვიბრაცია. გამოშვებულია ორი სახის თანამედროვე მიკროსკოპი: შტატივით, რომელიც დგას იატაკზე და შტატივით, რომელიც მიმაგრებულია ჭერზე ან კედელზე.

saoperacio_mikroskopi2

ქირურგი მოხერხებულად უნდა იჯდეს მიკროსკოპთან. რისთვისაც გამოიყენება სკამი_სავარძელი:  ფეხის დასადებით და იდაყვების ჩამოსადები სახელურებით. (სურ. 3.3). მოძრაობები უპირატესად სრულდება   მტევნითა და თითებით. მიკროსკოპის მონაცვლეობა ხდება თითების  მსუბუქი მოძრაობით. ობიექტივის და ოკულარის მოძრაობა შესაძლებელია სპეციალური სატუჩეებით. ტრანსფოკატორით ხდება ობიექტის თანდათანობითი გადიდება   5:1 დიაპაზონში, ფოკუსირების დარღვევის გარეშე. არსებობს ობიექტივების კრებული, რომელიც ოპერაციის დროს ფოკუსური მანძილის და სიმკვეთრის  ცვლილების  საშუალებას იძლევა. მიკროსკოპსა და საოპერაციო ველს შორის სამუშაო მანძილი არ უნდა იყოს 150 მმ_ზე ნაკლები,  უმჯობესია 300 მმ_მდე.  უფრო ხშირად გამოიყენება10_ჯერადი გადიდება; იყენებენ ხუთ _ და რვაჯერადი გადიდებასაც, როდესაც საჭიროა უფრო დიდი საოპერაციო ველი. მოსახერხებელია  როცა ყველა სამუშაო ფუნქციის მართვა ფეხის პედლის (სატერფულის) მეშვეობით ხორციელდება.

saoperacio_mikroskopi3

ქირურგიაში საოპერაციო მიკროსკოპის გარდა გამოიყენება ე.წ. ლუპა_სათვალე (სურ. 3.4). აღნიშნული ოპტიკური ხელსაწყო იძლევა 2_7 ჯერადი გადიდებას და მნიშვნელოვნად აადვილებს წვრილ სტრუქტურებზე მანიპულაციებს. ლუპა_სათვალის   ზოგიერთი მოდელი      აღჭურვილია   ბოჭკოვანი   სინათლის    გამტარი  სპეციალური გამანათებლით.

ოპერაციის მსვლელობისას მნიშვნელოვანია ობიექტის კარგი განათება. არსებობს განათების სამი სახე: ირიბი, აქსიალური და კოაქსიალური. პრაქტიკაში რეკომენდირებულია ბოჭკოვანი სინათლის გამტარის გამოყენება, რომელიც ცივ სინათლეს იძლევა.

saoperacio_mikroskopi4

ოპერაციის მსვლელობისას, შესაძლებელია  ფოტო_, კინო _ ან ვიდეოგადაღება, რასაც  სამეცნიერო  მუშაობისა და მიკროქირურგიული ტექნიკის დასაუფლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს.

საოპერაციო ველის განათება შეიძლება გაიზარდოს არანაკლებ 50 ვატის სიმძლავრის ნათურის ან ელექტრონული ელვა _ განათების გამოყენებით. ზემოთაღნიშნული ელექტრონული მოწყობილობების შეერთება ხდება სპეციალური ადაპტორის (ფოტოადაპტორი, ფილმოადაპტორი) საშუალებით.

მიკროქირურგიული ტექნიკა გამოიყენება  ზოგადქირურგიული ოპერაციების დროსაც. მაგალითად, მისი მეშვეობით შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვლის გამომტანი სადინრის რეკონსტრუქცია, ბავშვებში სპლენორენალური შუნტის ფორმირება, აგრეთვე თითის რეიმპლანტაცია და სხვა ოპერაციული ჩარევები.

saoperacio_mikroskopi

ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<ინა გერდი
მომდევნო გვერდი>>>>