სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: გამარჯობათ, მე ვარ 19 წლის მამაკაცი, 1 წლის წინ ფეხბურთის თამაშის შემგედ დამეწყო ტკივილი მარჯვენა სათესლე ჯირკვალში, ყურადღება არ მივაქციე, საღამოს ტკივილი გახდა აუტანელი, რაც ვუთხარი მშობლებს. სასწრაფოდ წამიყვანეს საავადმყოფოში, მითხრეს რომ მაქვს სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა. გამიკეთდა ოპერაცია, მაგრამ ჯირკვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა – მასში უკვე განვითარდა ნეკროზი. შესაძლებელია თუ არა მოხდეს მეორე ჯირკვლის შემოგრეხა?

პასუხი: სამწუხაროთ სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა ხშირია ახალგაზრდებში, უფრო დასანანია ის ფაქტი რომ თავად ბიჭები არ აქცევენ ყურადღებას უეცრად დაწყებულ ტკივილს, ხოლო ექიმებს ხშირად ჰგონიათ რომ საქმე აქვთ ანთებასთან, იწყება ანტიბაქტერიული მკურნალობა რაზეც იკარგება ძვირფასი დრო და შესაბამისად ქრება შანსი ჯირკვლის გადარჩენის ოპერაციის მსვლელობაში.

თუ დადასტურდა სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა (ჩივილები, გასინჯვა, ექოსკოპია) უნდა გაკეთდეს სასწრაფო ოპერაცია, რომლის დროს სწორდება სათესლე ჯირკვლის ბაგირაკის (მასში გადის ჯირკვლის სისხლძარღვები) შემოგრეხა, ხოლო თუ მოხერხდა ჯირკვლის შენარჩუნება ეს უკანასკნელი ფიქსირდება, ისევე როგორც მეორე, რამეთუ არ მოხდეს მისი შემოგრეხვაც.

გადასვლა ალეკო ხელაის პერსონალურ საიტზე >>
გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>