საკერავი მასალის კლასიფიკაცია

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

I. აგებულების მიხედვით: (სურ. 2.1):

– მონოძაფი (სურ. 2.1. B)(მონოფილამენტური ძაფი): მას განივ კვეთაზე გააჩნია ერთგვაროვანი სტრუქტურა და გლუვი ზედაპირი;

– პოლიძაფი (პოლიფილამენტური ძაფი) შედგება რამდენიმე ძაფისგან და შეიძლება იყოს:

ა) დაგრეხილი (სურ. 2.1. D)
ბ) დაწნული (სურ. 2.1. C)
გ)  კომპლექსური (დაფარულია პოლიმერული საფარით)
sakeravi_masala

II. ბიოდესტრუქციის ხარისხის მიხედვით გამოყოფენ: გაწოვად და გაუწოვად ქირურგიული ძაფებს.

– გაწოვადი ქირურგიული ძაფებია:

ა) ცხოველური წარმოშობის _ კეტგუტი, კოლაგენი;
ბ) მცენარეული წარმოშობის (ცელულოზის საფუძველზე) _ ოქცელონი, კაცელონი და  სხვ.
გ) სინთეზური წარმოშობის _ ვიკრილი, დექსონი, მაქსონი, პოლისორბი და სხ.;
დ) პოლიდიოქსანონი.

– არაგაწოვადი ქირურგიული ძაფებია:

ა) პოლიამიდის საფუძველზე _ კაპრონი და სხ.;
ბ) პოლიეთერების საფუძველზე _ ლავსანი, ნეილონი, მარსილენი, ეთიბონდი, M_დეკი;
გ) პოლიოლეფინების  საფუძველზე _ პროლენი, პროპილენი, სურჟილენი, სურჟიპრო და სხ.
დ)   პოლივინილადენის და პოლიპროპილენის საფიძველზე _ კორალენი და სხ.;
ე)   პოლიურეთანული ძაფები.

ქირურგიული ძაფის ნემსზე ჩამოცმის ტექნიკა ნაჩვენებია სურ. 2.2

ცხრილი 3
ქირურგიული საკერავი ძაფების ზომების მაჩვენებლები:

ძაფის დიამეტრი (მმ)

ნომერი

0,1

11/0

0,2

10/0

0,3

9/0

0,4

8/0

0,5

7/0

0,7

6/0

1

5/0

1,5

4/0

2

3/0

3

2/0

4

0

5

1

6

2

7

3

8

4

 
….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>
…..