ვარიკოცელე და უშვილობა

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: ვარ 20 წლის, მაქვს ვარიკოცელე, მითხრეს რომ ეს დაავადება იწვევს უშვილობას. რა არის ამის მიზეზი?

პასუხი:

ვარიკოცელეს გავლენა სპერმატოგენეზზე (სპერმატოზოიდების განვითარება) სრულად არ არის შესწავლილი. არსებული ჰიპოთეზები ვარიკოცელეს როლს ხსნიან შემდეგი მექანიზმებით – ვენოზური სტაზი აფერხებს სისხლის მიმოქცევას სათესლე ჯირკვალში და იწვევს მასში იშემიას და ჰიპოქსიას, ვენოზური სტაზის პირობებში ირღვევა სერტოლის უჯრედების ფუნქცია (ამ უჯრედებში ხორციელდება სპერმატოგენეზი) და ვითარდება სათესლე მილაკების ატროფია, ჰემატოტესტიკულარული ბარიერის დარღვევა იწვევს ავტოიმუნური პროცესების გააქტიურებას.

გადასვლა ალეკო ხელაის პერსონალურ საიტზე >>
გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>