შპრიცი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

miz8

ორგანიზმში თხევადი სამკურნალო ნივთიერების დოზირებულად შესაყვანი, ანატომიური ან პათოლოგიური ღრუს გამოსარეცხი და მისგან სითხის (ექსუდატი, სისხლი, ჩირქი და სხ.)  საევაკუაციო სამედიცინო ინსტრუმენტი. (სურ. 1.54). აგებულება:

შპრიცი შედგება  გრადუირებული   ცილინდრისა  და დგუშისაგან; მუშაობს ხელის დგუშიანი ტუმბოს პრინციპით.   შპრიცისადმი განკუთვნილი   მოთხოვნებია:  მანიპულირების მოხერხებულობა და სიმსუბუქე, დგუშსა და ცილინდრს შორის ნაპრალში სითხის მინიმალური რაოდენობით გაჟონვა;

შპრიცები განსხვავდებიან დანიშნულებით, კონსტრუქციითა და მასალით.

არსებობს  სხვადასხვა სახის  შპრიცი:

_ “ლუერის” ტიპის შპრიცი _ დამზადებულია მინისგან (იხ. სურ. 1.54 A);

_ “რეკორდის” ტიპის შპრიცი _ მინის ცილინდრისა და ლითონის  დგუშისაგან (იხ. სურ. 1.54 B);

_   კომბინირებული შპრიცი _ (იხ. სურ. 1.54 C);

_   პოლიმერული მასალისგან დამზადებული შპრიცი (იხ. სურ. 1.55); (პოლისტიროლი, პოლიპროპილენი და სხვ.).

Spricebis_saxeebi

….
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>
…..