თვალის (მიკროქირურგიული) მაკრატელი – მახვილწვერიანი, მჭრელი ქირურგიული ინსტრუმენტი (იხ. მაკრატელი). მას არ გააჩნია ჩვეულებრივი, ქირურგიული მაკრატლისთვის დამახასიათებელი რგოლები, მუშაობის პრინციპი კი დამყარებულია ზამბარისებურ (2) მოძრაობაზე და ქირურგს პრეპარირებისას ხელში საწერი კალმის პოზიციაში უკავია.
თვალის მაკრატელს შეიძლება ჰქონდეს სწორი ან მოხრილი ფორმის პირი (სურ. 1.10).