თმის მოვლა

თმის მოვლა

ერთი შეხედვით შესაძლოა, თქვენი თმა ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ შეიძლება მრავალი პრობლემა გქონდეთ მოსაგვარებელი – დარღვეულია თმის სტრუქტურა, გაყოფილია თმის ბოლოები, თმა მშრალი და მტვრევადია, დაკარგული აქვს ტენიანობა და დრეკადობა და ა. შ. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ეკოლოგია, კვება, ხისტი წყლის ზემოქმედება, ზაფხულში მზის მცხუნვარე სხივების, ხოლო ზამთარში ყინვის მავნე გავლენა. ასევე არასწორად შერჩეული შამპუნი ან ბალზამი, სავარცხელი, ფენის ტემპერატურა, – ანუ ყველა ის პროცედურა, რაც თმასთან არის დაკავშირებული.

ვარცხნილობის შესაქმნელად და დასაფიქსირებლად ხშირად ვხმარობთ მუსს, ლაქს, ლოსიონს, გელს და ა.შ. ისევე, როგორც მაკიაჟს, ძილის წინ ამ საშუალებებსაც სჭირდება მოშორება. ძილის წინ თავი აუცილებლად უნდა დავიბანოთ, რადგან ეს საშუალებები ვნებს თმას, თავის კანს, თმის ბოლქვს.

თმის ფოლიკულში გახსნილი ცხიმი თმას ელასტიკურობას, დრეკადობასა და ბზინვარებას სძენს, ამასთანავე, ის თმის გაჭუჭყიანების მთავარი ფაქტორიც არის – სწორედ გაცხიმოვნებულ თმას ეკვრის ყველაზე მეტად მტვრის ნაწილაკები და ბზინვარებასა და მშვენიერებას უკარგავს.

თმები დაიბანეთ კვირაში 1- 2 ჯერ. თუმცა დაბანვის სიხშირე. თმის სახეობაზეცაა დამოკიდებული. მშრალი თმა სასურველია კვირაში ერთხელ დავიბანოთ. თმის ბანვის დროს არ დაგავიწყდეთ გაიკეთოთ თავზე მასაჟი. შამპუნი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ეს თმებს მეტ მბზინვარებას შემატებს. რეკომენდებული არ არის ძილის წინ თავის დაბანა, რადგან დაწოლის დროს ნამიანი თმა ბალიშთან ხახუნის შედეგად ზიანდება. არსებობს თმის მოვლისთვის განკუთვნილი ნიღბები. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.

თმის დაბანის შემდეგ გაიკეთეთ შემდეგი თმის ნიღაბი: (1 კვერცხის გულში ასრისეთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ძმარი, 5 – 5 წვეთი A, D და E ვიტამინები); მსუბუქი მასაჟით კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ ნახევარ საათი და შემდეგ ისევ ათქვეფილი კვერცხის გულით ჩამოიბანეთ. ბოლოს კი ცხელი მაკრატლით შეიჭერით დაზიანებული ბოლოები.

ფენი უნდა ჩართოთ საშუალო სიმხურვალეზე და თმიდან 25-30 სმ-ის დაშორებით დაიკავოთ. აუცილებლად დაარეგულირეთ ფენის ტემპერატურის რეჟიმი, რადგან ძალიან ცხელი ორთქლი გამოაშრობს და მტვრევადს გახდის თმის ღეროებს. ერთ ადგილზეც ნუ გაიჩერებთ დიდხანს. თუკი სქელი და უხეში თმა გაქვთ, ეცადეთ არ გაიშროთ ფენით. სჯობს, თუ დრო გაქვთ, იაროთ სველი თმით, სანამ თვითონ არ შეშრება და მხოლოდ შემდეგ მოიყვანოთ იგი სასურველ ფორმაზე.

ხშირად დაივარცხნეთ თმები, აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ სავარცხელი. ყველაზე სასურველია ხის ხშირი სავარცხელი. თუ თქვენ გრძელი თმა გაქვთ, უმჯობესია შეიძინოთ ნატურალურბეწვიანი ჯაგრისი. თუ გსურთ თმა სწრაფად გაიზარდოს, გამოიყენეთ მასაჟის გასაკეთებელი ჯაგრისი – ის აფართოებს თავის კანის ქვეშ განლაგებულ კაპილარებს, რის შედეგადაც უმჯობესდება თმის კვება.

თმის ბოლოების შეჭრა სასურველია ყოველ 30 დღეში ერთხელ, რათა თმამ სიჯანსაღე შეინარჩუნოს და კარგად გაიზარდოს. არასასურველია სქელი და უხეში თმის დათხელება, რადგან დათხელებული თმა დაბანის დროს უფრო ფუვდება და უარესდება.

მათ, ვისაც თხელი და ურჩი თმა აქვთ, აუცილებლად უნდა იხმარონ მუსი, რათა მოცულობა შემატოს მას, ამასთან თმა დიდხანს ინარჩუნებს სისველეს, რაც მას ბზინვარებას ანიჭებს; თხელი თმა არ საჭიროებს ბალზამს.

გადასვლა საიტის – ,,კოსმეტიკა” – მთავარ გვერდზე >>
..