ბავშვი 1 წლისა და 5 თვის ასაკში

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ჭურჭელი ,,ამაზონზე”
დოქტორ ბრაუნის ბოთლების კომპლექტი ბავშვის კვებისათვის
ბავშვის ჯანმრთელობის მოვლის საშუალებები
ბავშვის სათამაშოები
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები 
ბავშვის ტანსაცმელი
ბავშვის ფეხსაცმელი  

ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც იგი  რამდენიმე თვეა, დადის და გაცილებით უკეთ დგას ფეხზე; უკვე იშვიათად ვარდება, სიარულის დროს შეუძლია სათამაშოს ხელში დაკავება, მისით გართობა და რაც მთავარია, დამოუკიდებლად ინარჩუნებს წონასწორობას.
ამ ასაკის  ბავშვები სიხარულს ვერ ფარავენ, როდესაც ძვრებიან კიბეზე, ოთახში მდგარ ავეჯზე  ან რაიმე ნივთზე და მოკლედ – ყველგან, სადაც მოახერხებენ. თქვენს პატარა კლდემსვლელს ნუ მოაკლებთ ამ სიხარულს; მიეცით მეტი მოძრაობის საშუალება, ოღონდ, რა თქმა უნდა, აუცილებელია მისი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფა.
ასეთი პრაქტიკა, ამ მცდელობათა ხშირი გამეორება ჩვილებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი განამტკიცებენ ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ჩვევებს.
ასე რომ, არ გაგიკვირდეთ და არც გაწყრეთ, თუ თქვენი პატარა გამუდმებით სადღაც ცდილობს აბობღებას.თუ მან უკვე ,,დაიპყრო”, მაგალითად, სასტუმრო ოთახის სავარძელი, აუცილებლად ეცდება, იმავეს მიაღწიოს, ვთქვათ, ბებიას სავარძელზე ან სამზარეულოს სკამზეც.
არის შემთხვევებიც, როდესაც ბავშვს კარგად შეუძლია თქვენი სახლის კიბეზე დამოუკიდებლად ასვლა; თავისი მიღწევით აღფრთოვანებული შეეცდება, ეს  ,,რეკორდი” მეზობლის კიბეზეც გაიმეოროს.

მომდევნო თვეები

მომდევნო თვეების მანძილზე კი, თქვენი ბავშვი ითავისებს სხვა, უფრო რთულ მოტორულ ჩვევებს, ისეთებს, როგორიცაა: სირბილი და ხტუნვა. გახსოვდეთ, რომ ყოველი ნაბიჯის შემდეგ ის იკრებს ძალას, თავდაჯერებულობას და სულ უფრო  მეტად აღწევს დამოუკიდებლობას.
საინტერესოა ისიც, რომ ბავშვები პოულობენ ისეთ საგნებს, რომელიც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სტრესული სიტუაციის გადატანაში ეხმარებათ.
ეს საგანი შესაძლოა იყოს პლუშის სათამაშო თაგუნა, ან მისივე რბილი გადასაფარებელი.  ორ წლამდე პერიოდში, ეს ინსტიქტური კავშირი კიდევ უფრო მჭიდრო ხდება.
სათამაშო დათუნია ან გადასაფარებელი, რომელსაც იგი შეჩვეულია, მისთვის ერთგვარი მორალური საყრდენი ხდება არა მარტო გარდამავალ პერიოდში, არამედ მაშინაც, როდესაც დაღლილია, შეშინებულია ან რაიმე დისკომფორტს გრძნობს.

“გარდამავალი საგანი”

ბევრ ბავშვს, მაგრამ არა ყველას, ამ ასაკში ამოჩემებული აქვს ე.წ. ,,გარდამავალი საგანი” (საწოვარა, რაიმე რბილი საგანი, გასაფარებელი ან თავისი ცერა თითიც კი), რომელიც მას ეხმარება, თავი იმედიანად იგრძნოს მისთვის ჯერ უცნობ, ახალ და სტრესულ სიტუაციებშიც.
ბავშვის განვითარების პროცესში ეს სრულებით ბუნებრივი მოვლენაა, რადგან მისი შინაგანი სამყარო განუწყვეტლად იცვლება და ვითარდება.
ლოგიკურად  უჩნდება სურვილი, დარწმუნდეს საკუთარ დამოუკიდებლობაში; ამ მისწრაფებას დაუფარავად გამოხატავს. თუმცა, ბავშვს ასევე სჭირდება, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
ნებისმიერი ნივთი, რომელიც ბავშვისთვის კარგად ნაცნობია და მის მიერ განვლილ პერიოდს უკავშირდება, პატარას აძლევს დაცულობის შეგრძნებას, შინაგან კომფორტს და სიტუაციის კონტროლის უნარს.
ასე რომ, გვახსოვდეს: დათუნია – მოგლეჯილი ყურით ან დაძენძილი გადასაფარებელი ბავშვისთვის მხოლოდ წარსული დღეების მოგონებას არ წარმოადგენს; ისინი, უპირველესად, თქვენი პატარას ,,მეგობრები”  არიან დამოუკიდებლობის რთულ გზაზე.

ბავშვის ინტელექტუალური განვითარება

ბოლო წლებში გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ბავშვის ტვინი სამი წლის ასაკამდე ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ გარემოებასაც, რომ ადეკვატური აღზრდა და წამახალისებელი სავარჯიშოების მიცემა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჯანმრთელი ტვინის განვითარებას.
მშობლები, ამ სავარჯიშოების სახით, ხშირად იყენებენ ე.წ. სასიგნალო ბარათებს, ისეთ დოკუმენტურ ფილმებს, როგორიცაა, მაგალითად – ,,მოცარტი ბავშვებისთვის”, საგანმანათლებლო სატელევიზიო პროგრამებს და ა.შ.
ამ მხრივ, ძალიან ნუ იწვალებთ: თქვენი პატარას გონების სრულფასოვანი, ნორმალური განვითარებისთვის, უბრალოდ, ხელი უნდა შეუწყოთ მისი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას;
ბავშვს სწორედ იმ თემაზე უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, რაც მოცემულ მომენტში აინტერესებს. მაგალითად, სეირნობისას მისი ყურადღება გაამახვილეთ რაიმე საინტერესო საგანზე;
ეცადეთ, მისი წარმოსახვის უნარი განავითაროთ.
ამ მიზნით, კარგი იქნება, თუ მასთან ერთად წაიკითხავთ რაიმე საბავშვო წიგნს, მოუსმენთ მუსიკას, მოიგონებთ, შეთხზავთ მარტივ ისტორიებს, დახატავთ რაიმეს.

მყუდრო ატმოსფერო

სახლში მყუდრო ატმოსფერო შექმენით და ეცადეთ, ნაკლებად უყუროთ ტელევიზორს ბავშვის თანდასწრებით (პედიატრები, მთელ მსოფლიოში, მშობლებს არ ურჩევენ ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად ტელევიზორის ყურებას.
მათ მიაჩნიათ, რომ ტვინის ემოციური, ნებელობითი და შემეცნებითი განვითარებისთვის, ბავშვებს სჭირდებათ პირდაპირი კონტაქტი როგორც მშობლებთან ისე – სხვა, მათთვის საინტერესო ადამიანებთან).
ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული გამოხატოთ თქვენი შვილის მიმართ, ყურადღებით მოუსმინეთ მათ სურვილებს და ინტერესებს, ზოგადად – მეტი ყურადღება გამოიჩინეთ მათ მიმართ, რათა პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი სწორი გზით დაიწყოს და თქვენს ძალისხმევას ადეკვატური შედეგი მოჰყვეს. აღებულია – http://www.kid.ru/


წლისა და ხუთი თვის ბავშვიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🥳 ამ ასაკის ბავშვები სიხარულს ვერ ფარავენ, როდესაც ძვრებიან კიბეზე, ოთახში მდგარ ავეჯზე ან რაიმე ნივთზე და მოკლედ – ყველგან, სადაც მოახერხებენ.
👶 მომდევნო თვეების მანძილზე კი, თქვენი ბავშვი ითავისებს სხვა, უფრო რთულ მოტორულ ჩვევებს, ისეთებს, როგორიცაა სირბილი და ხტუნვა.
🎳 საინტერესოა ისიც, რომ ბავშვები პოულობენ ისეთ საგნებს, რომელიც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სტრესული სიტუაციის გადატანაში ეხმარებათ.
🐭 ეს საგანი შესაძლოა იყოს პლუშის სათამაშო თაგუნა, ან მისივე რბილი გადასაფარებელი.
📅 ათამაშო დათუნია ან გადასაფარებელი, რომელსაც იგი შეჩვეულია, მისთვის ერთგვარი მორალური საყრდენი ხდება არა მარტო გარდამავალ პერიოდში, არამედ მაშინაც, როდესაც დაღლილია, შეშინებულია ან რაიმე დისკომფორტს გრძნობს.
🖥 სახლში მყუდრო ატმოსფერო შექმენით და ეცადეთ, ნაკლებად უყუროთ ტელევიზორს ბავშვის თანდასწრებით.
👩‍⚕️ პედიატრები, მთელ მსოფლიოში, მშობლებს არ ურჩევენ ორ წლამდე ასაკის ბვავშვებთან ერთად ტელევიზორის ყურებას.
🧠 მათ მიაჩნიათ, რომ ტვინის ემოციური, ნებელობითი და შემეცნებითი განვითარებისთვის, ბავშვებს სჭირდებათ პირდაპირი კონტაქტი როგორც მშობლებთან ისე – სხვა, მათთვის საინტერესო ადამიანებთან.
👉 შეიტყვეთ მეტი ბავშვის განვითარების შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3HNwl9k
#ბავშვი #ბავშვისაღზრდა #ბავშვისმოვლა #ბავშვი17თვისასაკში #17თვისბავშვი #ბავშვისგანვითარება #როგორვითარდებაბავშვი #ბავშვისთამაში #ბავშვებისთამაშო #ბავშვისკვება #ბავშვისჭურჭელი #ბავშვისძილი #ძილისრეჟიმი #რამდენიუნდაეძინოსბავშვს #ბავშვისსაკვები #ვიტამინები #ნივთებიბავშვისთვის #გარდამავალისათამაშო #კიბეზეასვლა #კბილებისამოჭრა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.