ეპილაცია მამაკაცებისათვის

ეპილაცია მამაკაცებისათვის – დიდი ხანია, რაც ეპილაცია მხოლოდ ქალთა პრეროგატივა აღარ არის. ყოველწლიურად იზრდება იმ მამაკაცთა რიცხვი, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ძველ რომში ზოგიერთი მამაკაცი აბანოში იტარებდა ეპილაციის პროცედურებს.

♦ გასაპარსი და თმის მოსაცილებელი საშუალებები მამაკაცებისათვის ,,ამაზონზე”

ძველი რომის აბანოებში ცნობილი და გავლენიანი ადამიანები მთელ დღეს ატარებდნენ. მათთვის მომსახურების ერთ–ერთი სახეობად  სწორედ არასასურველი თმების მოშორება ითვლებოდა. როგორც წესი, თმებს პინცეტის მეშვეობით იცლიდნენ.
დღესდღეობით, მამაკაცებს შეუძლიათ მომსახურების ფართო სპექტრით ისარგებლონ.
თუმცა, მამაკაცთა ეპილაციას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. მამაკაცის თმა სპეციფიკური სტრუქტურით გამოირჩევა, რის გამოც აუცილებელია, პროცედურა გაცილებით ხშირად განხორციელდეს. მამაკაცების შემთხვევაში, განსხვავებულია სხეულის ის ადგილებიც, სადაც ეპილაცია სჭირდებათ.
ძირითადად, ეს არის: კისერი, ზურგი, მხრები და მკერდი.
ეპილაცია მამაკაცებისათვისეპილაცია მამაკაცებისათვის   შეიძლება სხვადასხვა მეთოდით განხორციელდეს, მაგრამ, სპეციალისტთა მტკიცებით, უკეთესია ვაქსინგი და ბიოეპილაცია.
ეს საშუალება მტკივნეული, მაგრამ შედეგიანია. ასე რომ, ეპილაციის მსურველებს მოუწევთ, ტკივილი ცოტა მოითმინონ.

ეპილაციის შემდეგ

სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები. ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო >


როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

 

 

.