დათო აბულაძე თურმანიძის მალამოების შესახებ

დათო აბულაძე მედიცინის დოქტორი (ქირურგი):

ახალი წლის წინა დღეს მაჯის მესამე ხარისხის თერმული დამწვრობა მივიღე. დამწვრობის ცენტრში მიმიყვანეს. რაღაც ხსნარებით დამიმუშავეს, მაგრამ მცირედი შვებაც არ მიგრძნია. არადა, თავადაც მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ხელი. მერე ქალბატონ ქეთევან თურმანიძესთან მიმიყვანეს.

დეიდა ქეთომ თავისი უებარი მალამოთი ტკივილი უმალვე გამიყუჩა. აღდგენითი პროცესიც ძალიან სწრაფად განვითარდა და მალე დაზიანებულ ადგილას დამწვრობის კვალიც აღარ დარჩა.

თურმანიძეების მალამოს სიკეთე მხოლოდ საკუთარ თავზე როდი მაქვს გამოცდილი. ზოგად ქირურგიაში ვმუშაობ და ოპერაციის შემდეგ ჭრილობების მოსაშუშებლადაც ვიყენებ. შესანიშნავ შედეგს მაძლევს ხოლმე.

თურმანიძეების მალამო ანტისეპტიკურ ყვითელ კოლოფში განსაკუთრებით ეფექტურია სხვა საშუალებებთან ერთად კომბინაციაში ფისტულების მკურნალობის დროს.