როგორი არ უნდა იყოს ბიზნეს – გეგმა

საქმიანი პროექტის შემუშავება – კომერციული საწარმოს არსებობის მეტად საპასუხისმგებლო ფაზაა. ამ სტადიაზე დაშვებული შეცდომა მას შესაძლოა დიდი ზარალით შემოუბრუნდეს. საპროექტო კვლევების ხარჯები კაპიტალდაბანდებების ღირებულების არანაკლებ 3-5%-ს და ზოგჯერ 10%-საც შეადგენს. საპროექტო კვლევების ხელოვნება ჩვენში საწყის სტადიაზე იმყოფება. პროექტის ყოველმხრივი შეფასება მსხვილ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებს ან ბანკებს შეუძლიათ. მაგრამ საჭიროა მოიძებნოს თქვენზე ზუსტად მორგებული ბანკი ან კონსულტანტი.

როგორი არ უნდა იყოს ბიზნესგეგმა

 

გადასვლა ნაშრომის ,,ლევან  შენგელია. ბიზნეს–გეგმების შედგენა” სათაო გვერდზე” 

1ბიზნეს-გეგმა არ უნდა იყოს ზედმეტად უხვსიტყვიანი და ვიწროდ  სპეციალიზებულ ტერმინოლოგიაზე აგებული.

2. საჭიროა ტიპიური შეცდომებისათვის თავის არიდება.

3. აუცილებელია, ფინანსირებაში პროექტის ინიციატორის მონაწილეობის ჩვენება. ინვესტორისათვის ეს  წარმატების დამატებითი გარანტიაა და ამტკიცებს ბიზნეს გეგმის ავტორების განზრახვების სერიოზულობას. რაც უფრო დიდია პროექტის ინიციატორის წილი პროექტის  დაფინანსებაში, მით მეტია ინვესტორის ან კრედიტორის მოზიდვის შანსი.

საქმიანი პროექტის შემუშავება – კომერციული საწარმოს არსებობის მეტად საპასუხისმგებლო ფაზაა. ამ სტადიაზე დაშვებული შეცდომა მას შესაძლოა დიდი ზარალით შემოუბრუნდეს. საპროექტო კვლევების ხარჯები კაპიტალდაბანდებების ღირებულების არანაკლებ 3-5%- და ზოგჯერ 10%-საც შეადგენს. საპროექტო კვლევების ხელოვნება ჩვენში საწყის სტადიაზე იმყოფება. პროექტის ყოველმხრივი შეფასება მსხვილ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებს ან ბანკებს შეუძლიათ. მაგრამ საჭიროა მოიძებნოს თქვენზე ზუსტად მორგებული ბანკი ან კონსულტანტი.

 

უცხოური ფირმების კონსულტირების ხარისხი განსხვავებულია. ხშირად, (მათ შორის საუკეთესოებზეც) გვხვდება არასახარბიელო გამოხმაურებები. ფულს ისე იღებენ “როგორც მათთან”, შედეგი კი ისეთივეა, – “როგორც ჩვენთან”. ეს არც არის გასაკვირი. მხედველობაში უნდა მიიღოთ, რომ საკონსულტაციო კომპანიებს აქვთ გარკვეული პროფილი და სპეციალიზაცია, პროფესიული ინტერესები. ბევრია დამოკიდებული კონკრეტულ სპეციალისტზე და მენეჯერზეც.

<<< წინა გვერდი მომდევნო გვერდი >>>

_____________________________________________

..