ჰაუზერის დიეტა

ჰაუზერის დიეტა 

ჰაუზერის დიეტადაბალკალორიული დიეტების ჯგუფს მიეკუთვნება. რაც შეეხება ცილებსა და ვიტამინებს, ეს დიეტა მას საკმაო რაოდენობით შეიცავს. ეს ე.წ. განმტვირთავი დიეტაა და მისი გამოყენება შეიძლება არაუმეტეს 1 -2 კვირა.

პირველი საუზმე

ნახევარი ჭიქა ახალი ხილის წვენი – 1 კვერცხი; – შვეიცარული ყველი 50 გრამი; – შავი ან ჭვავიპური–50 გრამი; – უშაქრო ჩაი ან ყავა

მეორე საუზმე

ბოსტნეულის სალათა – ერთი კვერცხი; – შავი ან ჭვავიპურის ნაჭერი; – შაქრების დაბალი შემცველობის ხილი– რამდენიც გნებავთ; – ერთი ჭიქა მაწონი.

სადილი

ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით; – ხორცის (თევზი) კერძი გარნირის გარეშე; ზომიერად – შაქრის დაბალი შემცველობის ხილი; – ბოსტნეულის 1 ჭიქა სუპი; – 1 ნაჭერი ჭვავიპური.

ძილის წინ

შეგიძლიათ პატარა ყლუპებით მიირთვათ 1 ჭიქა თბილი რძე ან მაწონი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტმაღაზიებში


.