mkurnaloba_ucxoetsi

ecopharm

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

vaka

ლექსიკონები

გადასვლა სამკურნალო დიეტების საწყის გვერდზე

დიეტაჩვენებები:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის I-IIA ხარისხის უკმარისობით.

ზოგადი დახასიათება:
- ენერგოღირებულების შემცირება ცხიმებისა და ნახშირწყლების ხარჯზე; გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის აღმგზნები ნივთიერერბების შეზღუდვა.

ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):
- ცილები – 90 გრამი (55-60% ცხოველური);
- ცხიმები – 70 გრამი (25-30% მცენარეული);
- ნახშირწყლები – 350 – 400 გრამი;
- ენერგოღირებულება – 2500-2600 კკალ.

რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:
წინა დღით გამომცხვარი პური, უცხიმო ცომით გამომცხვარი პეჩენია და ბისკვიტი; ნებისმიერი ვეგეტარიანული სუპები.
ნაკლებცხიმიანი ხორცეული, თევზი, ფრინველი;
რძე, რძემჟავა სასმელები და ხაჭო;
სხვადასხვა ბურღულეულისაგან მომზადებული კერძები; მოხარშული მაკარონი;
მოხარშული და მოთუთქული ბოსტნეული;
მწიფე ხილი და კენკრა, თაფლი, მურაბა.

გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები:
ახალი პური, ერბოზელილი ცომისაგან გამომცხვარი ნაწარმი;
პარკოსნების, ხორცის, ტევზისა და სოკოს სუპები, ბულიონები;
ცხიმიანი ხორცეული, თევზი, ფრინველი;
ძეხვი, შებოლილი ხორცეული და თევზეული;
პარკოსნები;
დამარილებული, დამწნილებული ბოსტნეული, უხეში უჯრედისის შე,მცველი პროდუქტები;
შოკოლადი, მაგარი ჩაი, ყავა და კაკაო.

აღებულია http://diet-diet.ru/ves/dieta-90.htm

იხ. სხვა დიეტები >>>

Viewed 3174 times by 1038 viewers

Comments are closed.

baneri

konsultaciebi

vidali

88

aversis_klinika

tradiciuli_malamo

caraps_medline

სამკურნალო მცენარეთა ბაღები