ჩაბჟირება

ჩაბჟირება

ნინო ლალიანი

რამდენად სახიფათოა “ჩაბჟირება” ანუ სუნთქვის შეჩერების შეტევები?

რა არის სუნთქვის შეჩერების შეტევები?
ეს არის კეთილთვისებიანი, ასაკდამოკიდებული, პერიოდული, ხანმოკლე სუნთქვის შეკავების ეპიზოდები, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ცნობიერების დაკარგვა და კუნთთა ტონუსის ცვლილებები. ეს ეპიზოდები უფრო ხშირად იწყება 6თვიდან 2 წლამდე ასაკში და წყდება 4-5 წლის ასაკში, თუმცა შესაძლოა დაიწყოს 6თვემდე ასაკშიც და სასკოლო ასაკამდეც გაგრძელდეს. ბავშვმა სუნთქვა შეიძლება შეაკავოს როდესაც რაიმეს იტკენს, გაბრაზდება, შეეშინდება. სუნთქვის შეჩერების შეტევები ყოველთვის მოყვება ტირილს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

რა ნიშნები ახასიათებს სუნთქვის შეჩერების შეტევებს?

ტირილის დროს პატარამ შეიძლება არა მარტო შეიკავოს სუნთქვა, არამედ განუვითარდეს სილურჯე ტუჩების ირგვლივ და რამოდენიმე წამით დაკარგოს გონება.
გონების დაკარგვას შეიძლება თან ახლდეს ხანმოკლე დროით კიდურების დაჭიმვა.
შეტევა წყდება 1 წუთზე ნაკლებ დროში.
ადამიანებს აქვთ რეფლექსი, რომელიც აიძულებს ჩაისუნთქონ სუნთქვის შეკავების შემდეგ, ზოგიერთ მცირე ასაკის ბავშვში ამ რეფლექსის გამოწვევა გაძნელებულია, რის გამოც ხდება ამოსუნთქვის გაძნელება.

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს სუნთქვის შეჩერების შეტევის დროს?

სუნთქვის შეჩერების შეტევები აბსოლუტურად უვნებელია და თავისით წყდება, ოჯახში აუცილებლად აღმოაჩენთ ნათესავებს, რომლებიც ასევე “ბჟირდებოდნენ” ბავშვობაში. ამ დროს მშობელი უნდა იყოს აბსოლუტურად მშვიდად, რადგან მისი შვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. Dდედას ან ძიძას მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება, დააწვინოს ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და თავი დაუდოს გვერდზე. Aარ დაიწყოთ რეანიმაციული ღონისძიებები, რადგან ამის აუცილებლობა არ არის.
შეტევის შემდეგ მოეხვიეთ ბავშვს, დააწყნარეთ და გააგრძელეთ ჩვეული საქმიანობა, მსუბუქად შეხედეთ ამ ამბავს. თუ ბავშვი დაიწყებს გაუწონასწორებელ ქმედებებს თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად ნუ მისცემთ ამის საშუალებას “ჩაბჟირების” განვითარების შიშით.

მიმართეთ ბავშვთა ნევროლოგს თუ:

შეტევები გახშირდა უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში;
შეტევების ტიპი ცვალებადია;
გაგიჩნდათ სხვა დამატებითი კითხვები.


გადასვლა საიტის  ,,ბავშვი” სათაო გვერდზე >>>