ბიზნეს-გეგმის მოკლე აღწერა

ლევან  შენგელია. ბიზნეს-გეგმების შედგენა. თბილისი 2012.
 წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>

ბიზნესგეგმის მოკლე აღწერა

ეს ნაწილი მოკლედ, ანოტირებულად წარმოადგენს თქვენს ბიზნეს – გეგმას და ამდენად, ბიზნეს – გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან, თუმც კი გეგმაში ის პირველ ადგილზეა, როგორც წესი, იწერება სულ ბოლოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი აჯამებს მთელ ბიზნეს – გეგმას.

ბიზნეს-გეგმის მოკლე აღწერა უნდა შეიცავდეს:

– ინფორმაციას კომპანიის შესახებ;
–  პროდუქციის ან სერვისის აღწერილობას;
– პროდუქციის  უნიკალურობასა და კონკურენტუნარიანობას;
– კომპანიის მიზნებს;
–  ბაზრის პოტენციალს თქვენი პროდუქციის ან სერვისისთვის;
– 3 ან 5 წლიანი ფინანსური პროგნოზის მოკლე აღწერას, განსაკუთრებით გაყიდვებზე და მოგებაზე/ზარალზე;
–  ზოგიერთი ბიზნესისათვის საჭიროა აისახოს  ჩატარებული მარკეტინგული კვლევა და კონკურენტულ ბრძოლაში ბიზნესის ქცევის პროგნოზი (სტრატეგიის აღწერა);
– ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ფინანსების აღწერა;
–  ბიზნესიდან ინვესტორის გასვლის სტრატეგია (თუკი ასეთის აუცილებლობა წარმოიშვა).

<<<წინა გვერდი  მომდევნო გვერდი>>>