mkurnaloba_ucxoetsi

ecopharm

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

vaka

ლექსიკონები

გადასვლა სათაო გვერდზე

ვიტამინები ორსულობისასმომავალ დედებს ყოველთვის უჩნდებათ კითხვები: როგორ იკვებონ, რომელი ვიტამინები მიიღონ და რა დოზით. შევეცადოთ ამ საკითხის გარკვევაში.
ორსულობის დროს ორგანიზმის მოთხოვნილება ვიტამინებსა და მიკროელემენტებზე მატულობს 1,5-ჯერ. ამიტომ ყველა ქალი ცდილობს ორსულობისას მიიღოს პოლივიტამინური პრეპარატები. რასაკვირველია, ყველაზე იოლია ტაბლეტის გადაყლაპვა, თუმცა ყოველთვის უნდა შეეცადოთ, რომ ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები მიიღოთ საკვებით.
საქმე იმაშია, რომ ორგანიზმი რომ ნატურალური ვიტამინებს უკეთ ითვისებს, ვიდრე ქარხნულ პირობებში დამზადებულს.
საჭმლის მომზადებისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ყველა სასარგებლო ნივთიერებები და ვიტამინები. გახსოვდეთ, რომ ვიტამინების უმრავლესობას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, ხანგრძლივად შენახვა (იშლებიან 3-7 დღეში) და ზედმეტად სითბური დამუშავება. ბოსტნეული შეინახეთ გრილ ადგილზე და ნაცვლად შეწვისა და მოხარშვისა, უპირატესობა მიანიჭეთ მომზადების ალტერნატიულ მეთოდს. მაგალითად, კარტოფილი უმჯობესია გამომცხვარი (გამომუშავდება კალიუმი, ადგილი არა აქვს ვიტამინების ,,გამორეცხვას“). ახალგაზრდა კომბოსტო – ზეთმოსხმული სალათის სახით. თევზი უმჯობესია მოამზადოთ ორთქლზე, ლიმონით, – უკეთ ხდება D ვიტამინის ათვისება. გახეხილ სტაფილოს საუზმეზე დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი ზეთი – ორგანიზმი მიიღებს მაქსიმალურად ცხიმში ხსნად A ვიტამინს.
ციტრუსისა და ვაშლის წვენი მიიღეთ მხოლოდ ახლადგამოწურული, ვინაიდან C ვიტამინი და რკინა ჰაერთან შედიან რეაქციაში. და არ დაგავიწყდეთ – მომავალი დედის კვებაში მთავარია მრავალფეროვნება!

ვიტამინების დოზირება ორსულობის დროს

ვიტამინები მოზრდილთათვის ორსულებისათვის
ვიტამინი A (რეტინოლი)

2500-მდე

2500-მდე

სე
ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი)

სე
ვიტამინი B1 (თიამინი)

1,0 – 1,5

1,5 – 2,0

მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)

1,1 – 3,0

1,5 – 2,0

მგ
ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი, ნიაცინი)

10 – 20

15 – 20

მგ
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა)

4 – 7

4 – 7

მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)

1,5 – 2,2

2,5

მგ
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა)

0,2 – 0,4

0,8 – 1

მგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)

2,0 – 3,0

3,0 – 4,0

მკგ
ვიტამინი C (ასკობინის მჟავა)

50 – 60

70 – 100

მგ
ვიტამინი D (კალციფეროლები)

200 – 400

400 – 600

სე
ვიტაკინი E (ტოკოფეროლი)

7 – 10

10 – 15

სე
ვიტამინი H (ბიოტინი)

30 – 100

30 – 100

მკგ
ვიტამინი K

45 – 80

65

მკგ
მიკროელემენტები

მოზრდილთათვის

ორსულებისათვის

რკინა

10 – 15

30 – 60

მგ
იოდი

150

175 – 200

მკგ
კალციუმი

500 – 1000

1000 – 1200

მგ
მაგნიუმი

270 – 400

320 – 355

მგ
მანგანუმი

2,0 – 5,0

2,0 – 5,0

მგ
სპილენძი

1,5 – 3,0

1,5 – 3,0

მგ
მოლიბდენი

75 – 250

75 – 250

მკგ
სელენი

45 – 70

65 – 75

მკგ
ფოსფორი

800 – 1000

1200

მგ
ქრომი

50 – 200

50 – 200

მკგ
თუთია

10 – 15

15 – 20

მგ

ორსულობის დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება E ვიტამის, ე. წ. ტოკოფეროლს. მას სხვაგვარად ,,ქალის ვიტამინსაც“ უწოდებენ. ეს ვიტამინი განსაკუთრებით აუცილებელია ორსულობის პირველ და ბოლო ტრიმესტრებში, ვინაიდან ხელს უწყობს ორსულობის შენარჩუნებას ადრულ სტადიბზე და მონაწილეობს ნაყოფის სუნთქვის სისტემის ფორმირებაში. გარდა ამისა, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს ჟანგბადით უჯრედების გაჯერებას. ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება ამ ვიტამინზე 15 სე-ია. მას შეიცავს მცენარეული ზეთი, კაკალი და ხორბლის პროდუქტები. დიეტოლოგები მომავალ დედებს ურჩევენ, რომ დროებით დაივიწყონ თეთრი რაფინირებული ფქვილისაგან დამზადებული პური და მიირთვან დაუმუშავებელი ფქვილისაგან დამზადებული პური.

აღებულია waiting4baby.ru/zdorove-mamy/vitaminy-beremennost/

Viewed 22449 times by 6560 viewers

Comments are closed.

baneri

konsultaciebi

vidali

88

aversis_klinika

tradiciuli_malamo

caraps_medline

სამკურნალო მცენარეთა ბაღები