mkurnaloba_ucxoetsi

ecopharm

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

vaka

ლექსიკონები

გადასვლა სამკურნალო დიეტების საწყის გვერდზე

samk_dietebiჩვენებები:
ნაწლავის ქრონიკული დაავადებები და გამწვავებები ძლიერი ფაღარათით.
ზოგადი დახასიათება:
დაბალი ენერგოღირებულების დიეტა, ცხიმებისა და ნახშირწყლების ხარჯზე.
ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):
ცილები – 90 გრამი
ცხიმები – 70 გრამი
ნახშირწყლები – 250 გრამი
ენერგოღირებულება – 2000 კკალ
რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:
ხორბლის ორცხობილა;
ხორცის ან თევზის სუსტ, უცხიმო ბულიონზე დამზადებული სუპები, მანის ან ბრინჯის ნახარშის დამატებით;
ნაკლებცხიმიანი ხორცეული და თევზეული, ორთქლზე მომზადებული კოტლეტებისა და ფრიკადელკების სახით;
ახალი ხაჭო, ფაფაები – ბრინჯის, ჭვავის, წიწიბურას;
ბოსტნეულის ნახარში;
მოცვის, კომშის, მსხლის კისელი, გახეხილი ვაშლი, მწვანე ჩაი, შავი ყავა, ასკილის, მოცვის, შავი მოცხარის ნახარშები.
გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები:
პურფუნთუშეული და ფქვილეული ნაწარმი;
კრუპეულითა და ბოსტნეულით მომზადებული სუპები, კონცენტრირებული და ცხიმიანი ბულიონები;
ცხიმიანი ხორცეული და თევზეული;
შებოლილი ხორცეული და თევზეული, კონსერვები;
რძე და რძის პროდუქტები;
მაკარონი, მარცვლეული, ქერის, ფეტვის, უჩენჩო ქერის ბურღულეული;
ბოსტნეული, ხილი და კენკრა ნატურალური სახით, ტკბილეული, ყავა და კაკაო რძით, გაზიანი და ცივი სასმელები.

აღებულია http://diet-diet.ru/ves/dieta-82.htm

იხ. სხვა დიეტები >>>

Viewed 486 times by 196 viewers

Comments are closed.

baneri

konsultaciebi

vidali

88

aversis_klinika

tradiciuli_malamo

caraps_medline

სამკურნალო მცენარეთა ბაღები