mkurnaloba_ucxoetsi

ecopharm

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

vaka

ლექსიკონები

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ

პაპაია კიბოს წინააღმდეგ

papaiaმეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პაპაიას ფოთლების ექსტრაქტი და მისი ჩაი უნიკალური საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, იგი ეფექტურია სიმსივნეების ფართო სპექტრის მიმართ. ფლორიდის უნივერსიტეტის სპეციალისტმა ნამ დენმა და მისმა იაპონელმა კოლეგებმა ჟურნალ Ethnopharmacology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დოკუმენტურად დაადასტურეს პაპაიას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. სახელდობრ, ამ მცენარის ფოთლები ეფექტური საშუალებაა საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ფილტვებისა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.
პაპაიას გამხმარი ფოთლებისაგან მიღებული ექსტრაქტის გამოკვლევით დადგინდა, რომ ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო დიდი დოზით ღებულობს კობოს უჯრედები ამ მცენარის ჩაის.
პაპაიას ფოთლების ექსტრაქტი ასტიმულირებს სასიგნალო მოლეკულების გამომუშავებას (Th1 ტიპის ციტოკინები), რომლებიც არეგულირებენ იმუნურ სისტემას.
ამ აღმოჩენით შესაძლებელია შემუშავდეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი თერაპიული მეთოდი, რომელიც გულისხმობს იმუნური სისტემის გამოყენებას კიბოს წინააღმდეგ.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პაპაიას იყენებენ სხვადასხვა დაავადებების დროს. დოქტორ დენის აზრით, ამ მცენარით აქტიურად სარგებლობენ ავსტრალიისა და ვიეტნამის მცხოვრებლები. მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პაპაიას ექსტრაქტი არანაირ უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელ უჯრედებზე; კიბოს მკურნალობისას კი, როგორც ცნობილია, პრეპარატების უმრავლესობა ავლენს ამა თუ იმ გვერდით ეფექტს. მეცნიერები აკვირდებოდნენ კიბოს უჯრედების 10 სხვადასხვა ტიპის კულტურაზე პაპაიის ფოთლების სხვადასხვა კონცენტრაციის ექსტრაქტით ზემოქმედებას. მიღებული შედეგები შეამოწმეს 24 საათის შემდეგ. პაპაიამ ყველა კულტურაზე შეანელა სიმსივნის ზრდა.

აღებულია http://mignews.com/news/health/

Viewed 1400 times by 519 viewers

Comments are closed.

baneri

konsultaciebi

vidali

88

aversis_klinika

tradiciuli_malamo

caraps_medline

სამკურნალო მცენარეთა ბაღები