სამკურნალო დიეტები. დიეტა N3

სამკურნალო დიეტები. დიეტა N3

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ


სამკურნალო დიეტები. დიეტა N3

სამკურნალო დიეტები

სამკურნალო დიეტები. დიეტა N3ჩვენებები: ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ყაბზობით მიმდინარე.

ზოგადი დახასიათება:

ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი დიეტა, ნაწლავის დაცლის გამაძლიერებელი პროდუქტებისა და კერძების გათვალისწინებით.

ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):

ცილები – 90 – 100 გრამი (55% ცხოველური) ცხიმები – 90 – 130 (30 – 40% მცენარეული) ნახშირწყლები – 400 – 420 გრამი ენერგოღირებულება – 2800 – 3000 კკალ.

რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:

უხეშად დაფქვილი ფქვილისაგან წინადღის გამომცხვარი პური; ბოსტნეულის სუპები, ნაკლებცხიმიანი ხორცი , თევზი, ფრინველის ხორცი; რძე მჟავა სასმელები, წიწიბურას, ხორბლის, ქერის ბურღულეულის ფაფები (ფანტია); ჭარხალი, სტაფილო, პომიდორი კიტრი, ყაბაყი, გოგრა, ყვაილოვანი კომბოსტო; ახალი ტკბილი ხილი და კენკრა მეტი რაოდენობით, თაფლი, მურაბა, მარმელადი, ჩირი (შავი ქლიავი, ლეღვი), ასკილისა და ხორბლის ქატოს ნახარში, ხილისა და ბოსტნეულის წვენები.

გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები:

უმაღლესი ხარისხის ფქვილის პური, ერბოზელილი ფუნთუშეული, ცხიმიანი ხორცი, თევზი, ფრინველი; კონსერვები, ბოლში გამოყვანილი ხორცეული და თევზეული; ბრინჯი, მანის ბურღული, ვერმიშელი, მარცვლეული. ბოლოკი, თალგამი, ნიორი, ხახვი, სოკო; კისელი, მოცვი, კომში, შოკოლადი, კრემიანი ნამცხვარი, ცხარე და ცხიმიანი სოუსები, მდოგვი, პილპილი, კაკაო, მაგარი ჩაი, ცხოველური და კულინარული ცხიმები.

აღებულია http://diet-diet.ru/ves/dieta-83.htm

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში