სამკურნალო დიეტები. დიეტა № 1

სამკურნალო დიეტები. დიეტა № 1

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ ყავა


სამკურნალო დიეტები. დიეტა № 1

სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში გამოიყენება სამკურნალო დიეტების დანომრილი სისტემა (ნულიდან №15-მდე). ეს სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების სამკურნალო კვების ინდივიდუალობას. განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ნულოვანი (ანუ ქირურგიული) დიეტები, ასევე სპეციალური განმტვირთავი დიეტები.

დიეტა № 1. ჩვენებები:

1. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება საშუალო სიმძიმის გამწვავებისა და გამოჯანმრთელების პერიოდში;
2. მწვავე გასტრიტი გამოჯანმრთელების პერიოდში;
3. ქრონიკული გასტრიტის საშუალო სიმძიმის გამწვავება, შენარჩუნებული სეკრეციით.

ზოგადი დახასიათება

ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი დიეტა, კუჭის სეკრეციის ძლიერი გამომწვევების, ძნელად გადასამუშავებელი პროდუქტებისა და კერძების შეზღუდვით.

ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი)

ცილები – 90-100г (60% ცხოველური) ცხიმები – 100г (30% მცენარეული) ნახშირწყლები – 400 – 420 გრამი ენერგოღირებულება – 2800-3000 კკალ

 რეკომენდებული პროდუქტები და კერძები

წინადღის გამომცხვარი ან გამომშრალი პური, მშრალი ნამცხვარი, ბისკვიტი. გახეხილი ბოსტნეულისაგან მომზადებული სუპები. ნაკლებცხიმიანი ხორცი – ფრინველი, თევზი (მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული). რძე, ნაღები, კეფირი (არამჟავე), მაწონი, ხაჭო. კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო. ბურღულეული: მანი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრია. ტკბილი კენკრა და ხილი – გახეხილი, მოხარშული, მოთუთქული.

გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები

ჭვავისა და ნებისმიერი სახის ახალი პური, ერბოზელილი ცომის ნამზადი. ხორცი სა და თევზის ბულიონები, შჩი ბორში, ბოსტნეულის ნახარშები. ცხიმიანი ხორცი, ფრინველი, თევზი, დამარილებული თევზი, კონსერვები. მჟავე რძის პროდუქტები. ფეტვის, ქერის, სიმინდის ბურღულეული, მარცვლეული. კომბოსტო, ბოლოკი, მჟაუნა, ხახვი, კიტრი; დამარილებული, დამწნილებული ბოსტნეული, სოკო. მჟავე და უჯრედისით მდიდარი ხილი და კენკრა.

აღებულია https://diet-diet.ru/diety/diety-pri-zabolevaniyax

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში