სამდღიანი დიეტა
წონის კორექციისათვის ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას. იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები
ვიბრომასაჟორი
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები
ანტიცელულიტური ქილები
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები
ელექტრომასაჟორები
გასახდომი კორსეტები
გასახდომი საუნა-შორტები
კუნთების სტიმულატორები
გასახდომი ჩაი
ანტიცელულიტური სკრაბები
ანტიცელულიტური კრემები
ანტიცელულიტური ზეთები
ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას: „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“
სამდღიანი დიეტა
სამდღიანი დიეტა გათვლილია 3 დღეზე. მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო 4 დღის განმავლობაში კვება უნდა იყოს ზომიერი, გადაძღომის გარეშე. დიეტა საკმაოდ მოსახერხებელი და ადვილად გადასატანია. იგი მიეკუთვნება დაბალკალორიული დიეტების რიცხვს (დაახლოებით 900 კალორია დღე-ღამეში), თუმცა მასში შემავალი პროდუქტები ისეა შერჩეული, რომ მისი დაცვა არ გაგიჭირდებათ.
I დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 1 ნაჭერი პური, 2 სუფრის კოვზი არაქისის პასტა ან მურაბა. მე-2 საუზმე: ½ გრეიპფრუტი ლანჩი: ½ ქილა ტუნეცი ზეთში (tuna), 1 ნაჭერი პური, 4 ბოლოკი. სადილი: 100 გრამი კანგაცლილი და უცხიმო ქათმის ხორცი , 1 ჭიქა მოხარშული მწვანე ლობიო, 1 ჭიქა მოხარშული ჭარხალი, 1 ნაჭერი ხრამუნა პური. დაჭერით ქათამი თხლად, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოიოს სოუსი და მუდმივი მორევით სწრაფად შევწვათ მშრალ ტეფალის ტაფაზე.ძილის წინ: 1 ვაშლი.
II დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 1 კვერცხი (ნებისმიერი სახით – მოხარშული, თოხლოდ, ომლეტი), 1 ნაჭერი პური. მე-2 საუზმე: 1 ბანანი. ლანჩი: 1 ჭიქა ხაჭო, 4 ბოლოკი, კამა, 5 კრეკერი.
სადილი: 2 სოსისი, 1 ჭიქა მოხარშული ბროკოლი, ½ ჭიქა სტაფილო, 1 ნაჭერი ხრამუნა პური. ვარიანტი – შესაძლებელია შეცვალოთ: ბროკოლი + სტაფილო – 1 ჭიქა დიეტური ბორშჩით. ძილის წინ: ჩაი, 2 შავი ქლიავი.
III დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 5 კრეკერი, 1 ნაჭერი ყველი. მე-2 საუზმე: 1 ვაშლი. ლანჩი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 კიტრი (ახალი ან დამარილებული), 4 ბოლოკი, 1 ნაჭერი პური. სადილი: ½ ჭიქა ტუნეცი, 1 ჭიქა მოხარშული ჭარხალი, 1 ჭიქა ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ხრამუნა პური. ვარიანტი: ტუნეცი შესაძლებელია შეცვალოთ 200 გრამი ქათმის ხორცი თ, მომზადებული ისე, როგორც ზემოთაა აღწერილი. ძილის წინ: ნესვი ½ (პატარა ზომის), ან 1 ვაშლი.
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში