დიეტა წელისათვის
წონის კორექციისათვის ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას. იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები
ვიბრომასაჟორი
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები
ანტიცელულიტური ქილები
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები
ელექტრომასაჟორები
გასახდომი კორსეტები
გასახდომი საუნა-შორტები
კუნთების სტიმულატორები
გასახდომი ჩაი
ანტიცელულიტური სკრაბები
ანტიცელულიტური კრემები
ანტიცელულიტური ზეთები
ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას: „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“
დიეტა წელისათვის
კვებითი რაციონიდან ამოიღეთ შოკოლადი და პუდინგი, მიიღეთ მეტი წყალი და ახალი ხილი.
საუზმე (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი)
ა) საშუალო ზომის ნესვის ნახევარი, 100 გ ყველი.
ბ) 25 გ დაუმტკბარი ბურბუშელა, 1 ცალი ვაშლი.
სადილი (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი)
ა) საშუალო ზომის ნესვის ნახევარი, 150 გ თევზი (გრილზე მომზადებული), ბროკოლი, კომბოსტო.
ბ) უხეშად დაფქვილი ფსქვილისაგან დამზადებული პურის ორი ნაჭერი, დაბალკალორიული ბოსტნეულისაგან მომზადებული სალათა, 50 გ ქათმის ხორცი (კანგაცლილი), 35 გ დაბალკალორიული ყველი.
ვახშამი (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი)
ა) 125 გ ნაკლებცხიმიანი სტეიკი (გრილზე მომზადებული), 50 გ ბარდა, მოშუშული პომიდორი
ბ) 75 გ ცივად მოხარშული ხორცი (ნებისმიერი), შერეული სალათა
გ) 125 გ დაბეგვილი, გრილზე მომზადებული ღორის ხორცი , შერეული სალათა.
ვარჯიში:
იმისათვის რომ გქონდეთ ლამაზი წელი, ყველაზე უკეთ ამაში ცეკვა დაგეხმარებათ. გარდა ამისა, რეკომენდებულია შემდეგი ვარჯიში: ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ხელები დაიწყვეთ კეფაზე. გადადაიხარეთ წინ და მარჯვენა იდაყვით შეეხეთ მარცხენა მუხლს. გასწორდით და კვლავ დაიხარეთ, ისე, რომ მარცხენა იდაყვით შეეხოთ მარჯვენა მუხლს. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ.
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში