ინფარქტის შემდეგ

ინფარქტის შემდეგ. ინფარქტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა. სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 40% მთავრდება ლეტალურად, რაც დაკავშირებულია არა მხოლოდ დაგვიანებულ ვიზიტთან, ინფარქტის მძიმე ფორმასთან და არასწორ მკურნალობასთან, არამედ იმ რეკომენდაციების დაუცველობასთან, რაც გაწერილი იყო რეაბილიტაციის პერიოდისათვის.


ინფარქტის შემდგომი პერიოდისათვის გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ომეგა-3 


რეაბილიტაციის ეტაპები

ინფარქტის შემდგომ, ექიმის მიერ დანიშნული რეკომენდაციების სათანადოდ დაცვისას მნიშვნელოვნად ქვეითდება დაავადების განახლების ალბათობა. წინააღმდეგ შემთხვევაში  ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა  ქვეითდება 30%-ით. ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და გულისხმობს შემდეგი ფაქტორების გადახედვას:

  • დღის რეჟიმი
  • მავნე ჩვევები
  • ინტიმური ცხოვრება
  • კვების რეჟმი
  • ფსიქოლოგიური მდგომარეობა

ინფარქტის შემდეგგადატანილი დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვაა  და მოიცავს 3 ეტაპს:

  1. სტაციონარული (1 – 3 კვირა) – გულისხმობს სტაციონარში ყოფნას და მედიკამენტოზურ მკურნალობას. კარდიოლოგი მუდმივდ აკონტროლებს პაციენტს, საჭიროების მიხედვით ახდენს მკურნალობის პროცესის კორექტირებას. ამ პერიოდში ხდება ფიზიკური ჩვევების აღდგენა და პაციეტი იღებს ყველა საჭირო შემდგომ რეკომენდაციას;
  2. პოსტსტაციონარული (6 თვიდან 1 წლამდე) – პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზირდება, ეჩვევა ცხოვრების ახალ წესს. დაავადების სიმძისმისა და პაციენტის სურვილის მიხედვით, შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება  სახლის პირობებში, სანატორიუმებში ან სარეაბილიტაციო ცენტრებში
  3. შემანარჩუნებელი – გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. გულისხმობს ყველა რეკომენდაციის დაცვას, სხვადასხვა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.

მთელი სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში პაციენტი იმყოფება ექიმ-კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

კვების რეჟიმის  რეკომენდაციები

ექიმის მიერ დანიშნული დიეტა მიმართულია სწრაფი გამოჯანმრთელებისაკენ და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საკმარისი საკვები უჯრედისის მიღება
  • კალორიულობის დაწევა
  • ჯერადი კვება
  • ცხიმიანი, მარილიანი და ქოლესტერინული საკვების მინიმალურ დონემდე შემცირება

ინფარქტის შეტევის განმეორებით თავიდან აცილების მიზნით, სრულად იკრძალება შემწვარი საკვების მიღება. დაშვებულია ორთქლზე, მახარშული, ან ღუმელში გამომცხვარი, უცხიმო კერძების მიღება. ინფარქტის შემდგომ უნდა მიიღოთ:

  • ხილი და ბოსტნეული
  • წვნიანები (სუპები)
  • ფაფები და ჭვავის პური
  • წვენები და კომპოტები (უშაქრო)
  • თევზი და ნაკლებცხიმიანი ხორცი
  • ნაკლებცხიმიანი რძემჟავა პროდუქტები
  • ომლეტი

რეაბილიტაციის პერიოდში ექიმების რჩევით, აუცილებელია წონის კონტროლი, – ჭარბი წონის დაკლება. ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით უნდა ღებულობდეს კალიუმს, C და P ვიტამინებს, ასევე ნახევრადნაჯერ მჟავებს; იკრძალება მარილი; იკრძალება შემდეგი საკვების მიღება:

  • ხორცით მომზადებული ცხიმიანი კერძები
  • ნატურალური ყავა
  • ცხოველური ცხიმები
  • შოკოლადი, კამფეტები
  • კვერცხის გული
  • სანელებლები, საკმაზები
  • ძეხვეული
  • ალკოჰოლური სასმელები

პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, კვების რაციონი შესაძლებელია შეიცვალოს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ფიზიკური დატვირთვები და პროფესიული საქმიანობა

მინიმალური ფიზიკური დატვირთვა არ იკრძალება ჯერ კიდევ სტაციონარში მკურნალობისას. დატვირთვის ინტენსივობის ზრდა ხდება თანდათანობით, – თავიდან გასეირნებით პალატაში, შემდეგში ქუჩაში.
სტაციონარში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა; შედეგად უმჯობესდება სისხლმიმოქცევა, მატულობს კუნთების ტონუსი და ნორმალიზდება გულის მუშაობა. შემდგომში აუცილებელია ვარჯიშების ჩატარება გაგრძელდეს  სახლის პირობებშიც.

ვარჯიშების კომპლექსი მოიცავს:

  • ნელი სირბილი
  • ვარჯიში ველოტრენაჟორზე
  • ცურვა
  • საფეხურებზე ასვლა

ვარჯიშისას აუცილებელია პულსისა და წნევის კონტროლი. თუ პაციენტი იღლება, ცუდად გრძნობს თავს, ფიზიკური აქტივობა უნდა შემცირდეს მდგომარეობის ნორმალიზაციამდე.
იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობის პირველი-მეორე კლასი, დასაშვებია სახლში  ნებისმიერი საქმიანობა, ხოლო მათთვის ვისაც დაუდგინდა გულის უკმარისობის მეოთხე კლასი – იკრძალება სასოფლო-სამეურნეო საქიამიანობები და აქტიური საქმიანობა სახლში.

ინფარქტის შემდეგ შრომისუნარიანობა აღდგება 2 – 3 თვეში. თვითმფრინავით ფრენის აუცილებლობისას, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ამრიგად, ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ყოველდღიური რეჟიმის მოწესრიგება, სამკურნალო ფიზკულტურა, მედიკამენტოზური და ფაიქოლოგიური დახმარება, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.
რეაბილიტაციის პერიოდის წარმატებით გავლა მთლიანად დამოკიდებულია პაციენტის სურვილზე და მონდომებაზე. კარდიოლოგის მიერ დანიშნული ყველა რეკომენდაციის დაცვის შემთხვევასი, გამოჯანმრთელება დგება სწრაფად და იოლად.  აღებულია http://digest.subscribe.ru/health/


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,