ყვავილის მტვერი და ჭეო – ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400

ყვავილის მტვერი და ჭეო – ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

გთავაზობთ

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
  • ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ
  • საგრანტო განაცხადების შევსება
  • საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის – მეფუტკრეობის სფეროში.
    უმეტეს შემთხვევებში, ჩვენ შეგვიძლია წარმოების ტექნოლოგიური გეგმის მომზადებაც.

ყვავილის მტვერი და ჭეო - ბიზნეს გეგმები 577 235 400

ყვავილის მტვერი და ჭეო

ფუტკრები იკვებებიან ნექტრითა და ყვავილის მტვრით. ორივეს აგროვებენ ყვავილებიდან. ნექტარი ძირითადად წარმოადგენს წყალში გახსნილ შაქრებს. მისგან ფუტკრები, ინვერტირების (შაქრის დაშლით გლუკოზა და ფრუქტოზამდე) და ამოშრობის (80% ტენიანობიდან 18-20%-მდე დაყვანით) შედეგად ამზადებენ თაფლს. ამ ცვლილებების მიზანია მარაგის კონსერვაცია ზამთრისათვის, რადგან ნექტარი რამოდენიმე დღეში ფუჭდება და საკვებად გამოუყენებელი ხდება.

თაფლი – ნახშირწყლებისაგან შემდგარი საკვებია, რომელიც უზრუნველყოფს ფუტკრის ენერგოხარჯების შევსებას.

ფუტკრის განვითარებისათვის, ცვილისა და ფუტკრის რძის გამომუშავებისათვის აუცილებელია ცილა, რომელსაც, სხვა ნივთიერებებთან ერთად წარმოადგენს ყვავილის მტვერი. მას ფუტკრის ”პურსაც” უწოდებენ.

ყვავილის მტვერი

შეიცავს ამინომჟავებს, ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სხვა ფუტკრისათვის და ადამიანისათვის აუცილებელ ნივთიერებებს. ყვავილის მტვერი – წმინდა ფხვნილია, რომლის ფერი დამოკიდებულია ყვავილის სახეობაზე და შესაძლოა იყოს თეთრი, ყვითელი, წითელი, ყავისფერი, მწვანე და სხვ.
მტვრის შეგროვებისას, ფუტკრები ასველებენ მას ნექტრითა და ნერწყვით, აგორგლებენ დაახლოვებით 2 მმ-იან ბურთულებად და ათავსებენ ფეხებზე არსებულ პატარა კალათებში. ასე, ფეხებზე მიმაგრებული ორი პატარა ბურთულით, ბრუნდებიან სკაში.

ყვავილის მტვრის შეგროვების მიზნით, მეფუტკრეები საფრენთან აყენებენ სპეციალურ მტვრის შესაგროვებელ მოწყობილობებს და ფუტკერი, სკაში შესვლისას ტოვებს იქ ბურთულებს. შემდეგ მათ აშრობენ ტემპერატურის, წნევის და ტენიანობის რეჟიმის დაცვით და ინახავენ. ყვავილის მტვერი კარგად ინახება თაფლში არეულ მდგომარეობაშიც.

ყვავილის მტვრის შეძენისას უნდა გვახსოვდეს, რომ თუ იგი გამომშრალია პირობების დაცვის გარეშე (მაგ. მზეზე გაშლით), მისი სასარგებლო, სამკურნალო თვისებები იკარგება და, ზოგ შემთხვევაში, ორგანიზმისათვის სარგებლობის მაგიერ, შესაძლოა საზიანოც გახდეს.

ჭეო

სკაში შეტანისას, ფუტკრები ათავსებენ ყვავილის მტვრის ბურთულებს ფიჭის უჯრედებში. შემდეგ მას უმატებენ ფერმენტებს, ასხავენ თაფლის ფენას და ბეჭდავენ ცვილით. ნერწყვის ფერმენტების მოქმედებით, უჰაეროდ დარჩენილი ყვავილის მტვერი, სკაში არსებულ ტემპერატურაზე იწყებს დუღილს და გადაიქცევაჭეოდ. ეს ხდება კონსერვაციის მიზნით, ისევე, როგორც ნექტარი გარდაიქმნება თაფლად.
დუღილისას, ცილების და ცხიმების რაოდენობა მცირდება, მაგრამ იზრდება რძის მჟავისა და ნახშირწყლების რაოდენობა, რაც ხელს უშლის ჭეოში ბაქტერიების და ობის გამრავლებას და იგი ხანგრძლივად ინახება სკაში.
ჭეო, ყვავილის მტვერთან შედარებით უფრო ადვილად ასათვისებელი პროდუქტია და მისი მოქმედება უფრო სწრაფი და ეფექტურია.

ყვავილის მტვერი და ჭეო -ს ქიმიური შემადგენლობა

ყვავილის მტვერი წარმოადგენს რთულ ნივთიერებას, რომლის შემადგენლობაშია ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ნუკლეინმჟავები, ვიტამინები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.

100 გრამი ყვავილის მტვრის დაახლოვებითი შემადგენლობა:

წყალი: 21,3 – 30,0 გრ
მშრალი ნივთიერება: 70,0 – 81,7 გრ
ცილა (პროტეინი) – 7,0 – 36,7 გრ
ნახშირწყლები: 20,0 – 38,8 გრ; მათ რიცხვში:
ლიპიდები: 1,38 – 20,0

ყვავილის მტვრის ცილას, შეუცვლელი ამინომჟავების შემცველობით, მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე რძის ცილას. ცილით ყველაზე მდიდარია ვარდის, ქლიავის, მდოგვის, ტირიფის ყვავილის ცილა. 100 გრ ცილა ამინომჟავების შემადგენლობით უტოლდება 500 გრ ძროხის ხორცს ან 7 ქათმის კვერცხს.

ლიპიდების სახით ყვავილის მტვერი შეიცავს ფოსფოლიპიდებს, ფიგოსტერინებს და სხვ. წიწიბურას ყვავილის მტვერი შეიცავს არაქნოიდის მჟავას, რომელიც გვხვდება მხოლოდ ცხოველური წარმოშობის ცხიმებში. ცხიმებით მდიდარია ბაბუაწვერას ყვავილი.
ლინოლინის და არაქნოიდის მჟავებს გააჩნია F- ვიტამინური აქტივობა, ადამიანის ორგანიზმში არეგულირებენ ჰორმონალურ პროცესებს, ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას და ხელს უწყობენ მის გამოდევნას ორგანიზმიდან.
ფოსფოლიპიდები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას. ფიტოსტერინები ეწინააღმდეგებიან ათეროსკლეროზს.

ნახშირწყლების უდიდეს ნაწილს გლუკოზა და ფრუქტოზა იკავებენ. მცირე ადგილს იკავებენ დისაქარიდები – მალტოზა და საქაროზა და პოლისაქარიდები – სახამებელი, პექტინური ნივთიერებები.

ვიტამინები (მგ) 100 გრამ ყვავილის მტვერში:

კაროტინი ( A ) – 0,66-212;
ტიამინი (B1) — 0,55—1,50;
რიბოფლავინი (В2) — 0,50—2,20;
ნიკოტინმჟავა (B5 , PP) — 1,30—2,1;
პანტოტენის მჟავა (В3) — 0,32—5,00;
პირიდოქსინი (В6) — 0,30—0,90;
ბიოტინი (Н) — 0,06—0,60;
ფოლიის მჟავა (В9) — 0,30-0,68;
ინოზიტი (B8) – 188-228;
ასკორბინმჟავა (C) – 0,5-0,8

ყვავილის მტვრის ფლავონიდებს და ფენოლმჟავებს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობენ კაპილარების კედლის გამაგრებას.

ყვავილის მტვერი და ჭეო -ს სამკურნალო თვისებები

ყვავილის მტვრის შემადგენლობაშია ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი დაახლოვებით 200 ნივთიერება. 50-მდე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება მონაწილეობს ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების აღდგენაში.

ფუტკრები, შეგროვებისას და სკაში გადატანისას, ამდიდრებენ ყვავილის მტვერს მათ მიერ გამომუშავებული ნივთიერებებით, ამიტომ იგი გაცილებით  სასარგებლოა, ვიდრე ყვავილიდან მექანიკურად შეგროვილი მტვერი.
ყვავილის მტვერი პროტეინების, კაროტინის, რუტინისა და  С -ვიტამინის წყაროა. მის შემადგენლობაშია ვიტამინები და მიკროელემენტები, და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელთა წყალობით ყვავილის მტვერს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული და რადიოპროტექტორული  მოქმედება. მას აგრეთვე გააჩნია ნაღველისა და შარდმდენი ეფექტი, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.
თაფლთან არეული ყვავილის მტვერი გამოიყენება ნერვული და ენდოკრინული სისტემების დაავადებების დროს და პედიატრიაში.
ყვავილის მტვერი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის რეგულირებას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და აძლიერებს სხვა სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას.
ჯერ კიდევ 1965 წელს აკადემიკოსმა  ნ. ციცინმა გამოაქვეყნა მეფუტკრეთა სიცოცხლის ხანგრძლივობის კვლევის შედეგი. იგი აღნიშნავდა, რომ მეფუტკრეები ხშირად ღებულობენ არა სუფთა თაფლს, არამედ ფიჭიანს, რომელშიც მეტია ყვავილის მტვერი. მისი აზრით, თაფლთან შერეული ყვავილის მტვერი ახდენს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას. ასეთ სამკურნალო ეფექტს მეცნიერი მიაწერდა ყვავილის მტვერში მრავლად არსებულ ნივთიერებებს, კერძოთ კი სასიცოცხლო პროცესების დამარეგულირებელ ფერმენტებს.
ყვავილის მტვერი ზრდის ერითროციტების, ლეიკოციტების და ჰემოგლობინის ოდენობას, ამიტომ გამოიყენება ანემიების (სისხლნაკლებობა) და რადიაციული დაავადებისას.
ყვავილის მტვერი ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციას, მათ რიცხვში ღვიძლის ქსოვილისაც. იგი აფერხებს მიკროორგანიზმების ზრდას, არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას, ამიტომ გამოიყენება ენტეროკოლიტების, დისბაქტერიოზების დროს.

ყვავილის მტვერი არეგულირებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას, კერძოდ ააქტიურებს ინსულინის გამოყოფას კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებით, რაც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას.

ყვავილის მტვერი გამოიყენება მიკროცირკულაციის მოშლის დროს, გულის რითმის შენელებისას, დიურეზის დარღვევისას, ჰემატურიის, გლაუკომის, ეკზემის, ფსორიაზის, ჰიპერტონიის მკურნალობის დროს.
იმის გამო, რომ ყვავილის მტვერი აღადგენს და არეგულირებს ცვლის პროცესებს, იგი ანელებს დაბერების პროცესს.
ყვავილის მტვერი მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, რის გამოც ორგანიზმი დაავადებების მიმართ უფრო გამძლე ხდება; მატულობს მადა, გონებრივი და ფიზიკური მუშაობისუნარიანობა, ძლიერდება სქესობრივი ლტოლვა, პოტენცია.
ყვავილის მტვერი სასიკეთოდ მოქმედებს ნაბახუსევის სინდრომის მოსახსნელად.
ყვავილის მტვერი, სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, აძლიერებს მათ მოქმედებას, რაც იძლევა დოზის შემცირების საშუალებას.
გასათვალისწინებელია, რომ 2-3 თვის მერე ყვავილის მტვერი კარგავს თავის თვისებების უმეტესობას, ხოლო 1 წლის მერე თითქმის აღარ გააჩნია სამკურნალო თვისება. ასეთი ცვლილებები ნაკლებად გამოხატულია სიცივეში შენახვისას. ყველაზე კარგად ყვავილის მტვერი ინახება ჭეოს სახით ან თაფლში არეული. ასე მისი სამკურნალო ეფექტი მეტად ვლინდება და  და დიდხანს შენარჩუნდება.
ყვავილის მტვრის მიღების სადღეღამისო დოზაა 2,5 გრ (ნაკლული ჩაის კოვზი). ყვავილის მტვრის ბურთულა დაფარულია აბკით, რომლიდადნც კუჭის წვენი აღწევს შიგნით და მისი მოქმედებით ყვავილის მტვერი 100%-ით ასათვისებელი ხდება.
თავისი მოქმედებით ყვავილის მტვერს ადარებენ ხოლმე ჩინურ ჟენშენს. ყვავილის მტვერი სასარგებლოა გადაღლისას, ნერვული დაძაბულობისას, ანემიის და ღვიძლის დაავადებების დროს, მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს. განსაკუთრებით სასიკეთოდ მოქმედებს იგი დაავადებით დასუსტებულ ადამიანებზე და მოხუცებზე.

ყვავილის მტვრის მოპოვება

ფუტკრები დიდი რაოდენობით ყვავილის მტვერს აგროვებენ აპრილიდან ივლისამდე, როდესაც ფუტკრის ოჯახი ინტენსიურად მრავლდება.
შეგროვების პროცესში, ფუტკრები ამუშავებენ მტვერს სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტით, ალაგებენ ფეხებზე განლაგებულ პატარა კალათებში და გადააქვთ სკაში. ერთი გაფრენისას ფუტკარს სკაში მოაქვს 40 მგ მტვერი. ერთ დღეში ფუტკრის ოჯახს შეუძლია შეაგროვოს 1 კგ. ყვავილის მტვერი, ხოლო სეზონზე – 50 კგ .და მეტი.
სკაში შეტანისას, ფუტკრები ალაგებენ ყვავილის მტვერს ფიჭის უჯრედებში და ზემოდან ასხავენ თაფლის ფენას. ფუტკრის ნერწყვისა და თაფლის ფერმენტების ზემოქმედებით, ქიმიური რეაქციების შედეგად ყვავილის მტვერი გარდაიქმნება ჭეოთ.

ყვავილის მტვრის შენახვა

ყვავილის მტვრის შესანახად, საჭიროა, მისი გამოშრობა, რასაც ახდენენ 20-25°С ტემპერატურაზე 3-4 დღე ან სპეციალურ ღუმელში 38—41°Сტემპერატურაზე, იქამდე, ვიდრე ტენიანობა არ იქნება დაყვანილი 1,5 %-მდე. 45°С -ზე მეტად გაცხელება, ამცირებს მტვრის სამკურნალო ღირებულებას, რადგან ხდება ჰორმონების, ფერმენტების და ვიტამინების დაშლა.
არ შეიძლება ყვავილის მტვრის გაშრობა მზეზე.
გამომშრალი ყვავილის მტვერი უნდა ინახებოდეს 0-დან 14°С-მდე ტემპერატურაზე, სასურველია მუქი ფერის შუშის ჭურჭელში. სწორი შენახვისას, 6 თვის მერე ყვავილის მტვერი კარგავს თვისებების 20-25%, 1 წლის მერე -40-50%-ს, ხოლო 2 წლის მერე მთლიანად კარგავს სამკურნალო თვისებებს.
კარგად ინახება ყვავილის მტვერი თაფლთან შერეული; 1 წილი მტვერი და 2 წილი თაფლი. ასე დამზადებული ყვავილის მტვერი სიბნელეში ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ბმები:

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები

წყარო: www.bee.ge

ჭეო – ფუტკრის მიერ შეგროვილი ყვავილის მტვერი.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!