სახის ჰემისპაზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სახის ჰემისპაზმი – სახის ჰიპერკინეზი, ჩვეულებრივ ცალმხრივი,  რომელიც ხასიათდება სახის ნერვის მიერ ინერვირებადი კუნთების უნებლიე შეკუმშვების პაროქსიზმებით. უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია მცირე არტერიის ან ვენის ნერვის მიჭყლეტვასთან, იშვიათად – სიმსივნესთან ან არტერიოვენურ მალფორმაციასთან. ზოგჯერ ეფექტურია ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, რეზისტენტულ შემთხვევებში იყენებენ ნერვის მიკროვასკულარულ დეკომპრესიას ან ბოტულოტოქსინის ინექციას დაზიანებულ კუნთებში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა